საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ მანქანას გაჰყევი, ორივე ძმას ერთად კიდევ სად ვნახავო..." - ჯოხაძის მკვლელობისთვის ვინ ვისზე შეიძლება იძიოს შური?!
"იმ მანქანას გაჰყევი, ორივე ძმას ერთად კიდევ სად ვნახავო..." - ჯოხაძის მკვლელობისთვის ვინ ვისზე შეიძლება იძიოს შური?!

(ფო­ტო­ზე: ბად­რი (ბა­დუ­კა) ნა­თო­ბა­ძე და გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი)

2 სექ­ტემ­ბერს ვა­კე­ში სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე ლა­პა­რა­კია მო­სა­ლოდ­ნელ შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე. რო­გორც ჩანს, ამ საფრ­თხეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც ხე­და­ვენ. ამას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ პო­ლი­ცი­ამ ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბად­რი (ბა­დუ­კა) ნა­თო­ბა­ძის მშობ­ლებს დაც­ვა და­უ­ყე­ნა. სა­ქარ­თვე­ლო სას­წრა­ფოდ და­ტო­ვა ნა­თო­ბა­ძის ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლემ, ნინა გვა­თუ­ამ, ის ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა (გიგი უგუ­ლა­ვას მე­რო­ბის დროს ის მე­რი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო).

მარ­თა­ლია, ორი დაჯ­გუ­ფე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე კუ­ლუ­ა­რებ­ში ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ თუმ­ცა ამა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს ყვე­ლა ერი­დე­ბა. არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ჯო­ხა­ძის მე­გობ­რებ­მა ნა­თო­ბა­ძის სა­მე­გობ­რო­ზე იძი­ონ შური. სან­დო წყა­როს ცნო­ბით, არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ცი­ხე­ში გაგ­რძელ­დეს გარ­ჩე­ვე­ბი, რად­გან ჯო­ხა­ძე­ე­ბი­სა და ნა­თო­ბა­ძის არა­ერ­თი მე­გო­ბა­რი იხ­დის სას­ჯელს. რო­გორც ჩანს, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი უკვე გა­ა­ტა­რა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ - ბად­რი (ბა­დუ­კა) ნა­თო­ბა­ძე სა­მარ­ტოო სა­კან­შია გა­მო­კე­ტი­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძე 2002-2003 წლებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ვა­კის ახალ­გაზ­რდუ­ლი რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო, სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს კი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და. პრე­სა­ში და­ი­წე­რა, რომ, ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძე სა­ა­კაშ­ვი­ლის ე.წ. ზონ­დერე­ბის ჯგუ­ფის წევ­რიც იყო თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც ერთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რა­ში არ ირი­ცხე­ბო­და.

"ფეხ­მძი­მე ცო­ლის თვალ­წინ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს"

ხა­თუ­ნა თე­ზე­ლაშ­ვი­ლი, ნა­თო­ბა­ძის ად­ვო­კა­ტი:

- ბა­დუ­კას ბო­როტ ხმებს უვრცე­ლე­ბენ. სი­მარ­თლე სხვაა, მაგ­რამ ამ დე­ტა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბა ჯერ არ უნდა ბრალ­დე­ბულს. ბა­დუ­კა იმ დღეს ფეხ­მძი­მე ცოლ­თან ერ­თად იყო კა­ფე­ში, სა­დაც მას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

- კა­ფე­ში ინ­ცი­დენ­ტის დროს ჯო­ხა­ძე­ებ­მა მარ­თლაც მო­აჭ­რეს ყური?

- მას ყურ­ზე და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი ეტყო­ბა. ეს და­ზი­ა­ნე­ბა კა­ფე­ში, ფეხ­მძი­მე ცო­ლის თვალ­წინ მი­ა­ყე­ნეს.

- კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, გარ­კვე­ულ­მა ძა­ლებ­მა ბა­დუ­კა გა­მო­ი­ყე­ნეს ჯო­ხა­ძე­ე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად, იცოდ­ნენ, რომ ის ჯო­ხა­ძე­ებ­ზე იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი.

- ნა­წი­ლობ­რივ ვე­თან­ხმე­ბი ამ ვერ­სი­ა­საც, თუმ­ცა, ის ჯო­ხა­ძე­ებ­თან არ ტყუ­ის.

- ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, მას­ზე შური იძი­ონ.

- ბა­დუ­კას ისევ ეტყო­ბა და­კა­ვე­ბის დროს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ხელ­ზე, მკლა­ვებ­სა და იდაყ­ვებ­ზე. ის ბრალს არ აღი­ა­რებს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ახლა სა­კან­ში მარ­ტოა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­ი­ღო, რად­გან საფრ­თხე ნამ­დვი­ლად ემუქ­რე­ბა. საფრ­თხე ემუქ­რე­ბა მის მე­გობ­რებ­საც.

- ნა­თო­ბა­ძე სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია?

- პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში არ­ვე­ლა­ძის დროს ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობ­და.

- ძა­ლო­ვა­ნებ­მა და­ა­კა­ვეს გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლი და ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, მათ ია­რა­ღის შე­ნახ­ვა-შე­ძე­ნას ედა­ვე­ბი­ან. ოჯა­ხის წევ­რე­ბის მტკი­ცე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს პო­ლი­ცი­ამ ია­რა­ღი ჩა­უ­დო. ნა­თო­ბა­ძეს­თან მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე რას გვე­ტყვით, იც­ნო­ბენ ერ­თმა­ნეთს?

- დიახ, იც­ნო­ბენ... მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

რას ჰყვე­ბა ფე­იქ­რიშ­ვი­ლი

გაგ­რძე­ლე­ბა

"იმ მანქანას გაჰყევი, ორივე ძმას ერთად კიდევ სად ვნახავო..." - ჯოხაძის მკვლელობისთვის ვინ ვისზე შეიძლება იძიოს შური?!

"იმ მანქანას გაჰყევი, ორივე ძმას ერთად კიდევ სად ვნახავო..." - ჯოხაძის მკვლელობისთვის ვინ ვისზე შეიძლება იძიოს შური?!

(ფოტოზე: ბადრი (ბადუკა) ნათობაძე და გიორგი ფეიქრიშვილი)

2 სექტემბერს ვაკეში სოსო ჯოხაძის მკვლელობას, სავარაუდოდ, გაგრძელება ექნება, საზოგადოებაში უკვე ლაპარაკია მოსალოდნელ შურისძიებაზე. როგორც ჩანს, ამ საფრთხეს სამართალდამცავებიც ხედავენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ პოლიციამ ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი (ბადუკა) ნათობაძის მშობლებს დაცვა დაუყენა. საქართველო სასწრაფოდ დატოვა ნათობაძის ფეხმძიმე მეუღლემ, ნინა გვათუამ, ის ამერიკაში გაემგზავრა (გიგი უგულავას მერობის დროს ის მერიის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო).

მართალია, ორი დაჯგუფების მოსალოდნელ დაპირისპირებაზე კულუარებში ბევრს ლაპარაკობენ თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარს ყველა ერიდება. არც იმას გამორიცხავენ, რომ ჯოხაძის მეგობრებმა ნათობაძის სამეგობროზე იძიონ შური. სანდო წყაროს ცნობით, არც ის არის გამორიცხული, ციხეში გაგრძელდეს გარჩევები, რადგან ჯოხაძეებისა და ნათობაძის არაერთი მეგობარი იხდის სასჯელს. როგორც ჩანს, პრევენციული ზომები უკვე გაატარა სასჯელაღსრულების სამინისტრომ - ბადრი (ბადუკა) ნათობაძე სამარტოო საკანშია გამოკეტილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბადუკა ნათობაძე 2002-2003 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის ახალგაზრდული რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. პრესაში დაიწერა, რომ, ბადუკა ნათობაძე სააკაშვილის ე.წ. ზონდერების ჯგუფის წევრიც იყო თუმცა ოფიციალურად არც ერთ სამართალდამცავ სტრუქტურაში არ ირიცხებოდა.

"ფეხმძიმე ცოლის თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენეს"

ხათუნა თეზელაშვილი, ნათობაძის ადვოკატი:

- ბადუკას ბოროტ ხმებს უვრცელებენ. სიმართლე სხვაა, მაგრამ ამ დეტალების გახმაურება ჯერ არ უნდა ბრალდებულს. ბადუკა იმ დღეს ფეხმძიმე ცოლთან ერთად იყო კაფეში, სადაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

- კაფეში ინციდენტის დროს ჯოხაძეებმა მართლაც მოაჭრეს ყური?

- მას ყურზე დაზიანების კვალი ეტყობა. ეს დაზიანება კაფეში, ფეხმძიმე ცოლის თვალწინ მიაყენეს.

- კიდევ ერთი ვერსიით, გარკვეულმა ძალებმა ბადუკა გამოიყენეს ჯოხაძეების მოსაშორებლად, იცოდნენ, რომ ის ჯოხაძეებზე იყო გაბრაზებული.

- ნაწილობრივ ვეთანხმები ამ ვერსიასაც, თუმცა, ის ჯოხაძეებთან არ ტყუის.

- ამბობენ, რომ შესაძლოა, მასზე შური იძიონ.

- ბადუკას ისევ ეტყობა დაკავების დროს მიყენებული დაზიანებები ხელზე, მკლავებსა და იდაყვებზე. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ახლა საკანში მარტოა, ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მიიღო, რადგან საფრთხე ნამდვილად ემუქრება. საფრთხე ემუქრება მის მეგობრებსაც.

- ნათობაძე სააკაშვილთან დაახლოებული პირია?

- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არველაძის დროს ნამდვილად მუშაობდა.

- ძალოვანებმა დააკავეს გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ყანჩაველი და ნოდარ ნიშნიანიძე, მათ იარაღის შენახვა-შეძენას ედავებიან. ოჯახის წევრების მტკიცებით, დაკავებულებს პოლიციამ იარაღი ჩაუდო. ნათობაძესთან მათ ურთიერთობაზე რას გვეტყვით, იცნობენ ერთმანეთს?

- დიახ, იცნობენ... მეტს ვერაფერს გეტყვით.

რას ჰყვება ფეიქრიშვილი

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ