კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მეჩხუბო, კარგი რამ უნდა შემოგთავაზოო..." - დავით ბერძენიშვილი "რესპუბლიკელების" და ივანიშვილის კულუარული შეხვედრების დეტალებზე
"არ მეჩხუბო, კარგი რამ უნდა შემოგთავაზოო..." - დავით ბერძენიშვილი "რესპუბლიკელების" და ივანიშვილის კულუარული შეხვედრების დეტალებზე

"ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ ამ­დენ ტყუ­ილს იკად­რებ­და" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და ექს-პრე­მი­ე­რის კო­მენ­ტა­რის სა­პა­სუ­ხოდ. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, "მტკნა­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუ­ეა, რომ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" უნდა გამ­ხდა­რი­ყო ძი­რი­თა­დი ძალა და უსუ­ფაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი".

სწო­რედ ამ კო­მენ­ტა­რის სა­პა­სუ­ხოდ, ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა­ზე იყო სა­უ­ბა­რი.

რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, პირ­ვე­ლად, როცა და­ვით უსუ­ფაშ­ვილს ივა­ნიშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბა შეს­თა­ვა­ზა, ამ შეხ­ვედ­რას თა­ვა­დაც ეს­წრე­ბო­და. კი­დევ ერთ შეხ­ვედ­რა­ში კი, სა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან ამ თე­მა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვა და თა­ვად იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

გარ­და ამი­სა, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, კო­ა­ლი­ცი­ა­ში კრი­ზი­სი 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის დროს და­ი­წყო. მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­პე­ტი­ე­ბი და ივა­ნიშ­ვილ­თან "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი გა­იხ­სე­ნა.

"კრი­ზი­სი კო­ა­ლი­ცი­ა­ში 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში გაჩ­ნდა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ძა­ლი­ან ცდი­ლობ­და კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტე­ბი სუს-ს გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა. "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" იყო კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი და ჩვენ ჩვენს მა­ჟო­რი­ტა­რებ­ში მას ცხვი­რი არ ჩა­ვა­ყო­ფი­ნეთ. ვერ ვი­ტყვი, რომ და­ნარ­ჩე­ნი პარ­ტი­ე­ბი ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცდი­ლობ­დნენ. არა­ვინ ეჩხუ­ბე­ბო­და ღა­რი­ბაშ­ვილს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წინ, სი­ე­ბის შედ­გე­ნის დროს. პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძა­ლი­ან მძაფ­რი და მკვეთ­რი სა­უ­ბა­რი იყო ჩემ­სა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შო­რის. ეს ხდე­ბო­და 2014 წლის ივ­ლის­ში, როცა ღა­რი­ბაშ­ვილს ვუ­თხა­რი: შენ ან­გრევ კო­ა­ლი­ცი­ას! ეს იყო ჩემი ბრალ­დე­ბა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­მართ.

ამის შემ­დეგ მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ საკ­რე­ბუ­ლოს ყვე­ლა თავ­მჯდო­მა­რე ღა­რი­ბაშ­ვილს უნ­დო­და, რაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იყო. ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა: "ვაი, ვაი, მე ამა­ში არ ვე­რე­ვიო". ჩა­ე­რია და ღა­რი­ბაშ­ვილს 12-13 საკ­რე­ბუ­ლო გა­მო­ა­ყო­ფი­ნა, სა­დაც თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი არ იქ­ნე­ბოდ­ნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რა თქმა უნდა, წილ­ში ყვე­ლა პარ­ტია ჩაგ­ვიჯ­და, თუმ­ცა ამის­თვის არა­ვის უზ­რუ­ნია... საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ორი "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" კან­დი­და­ტი გახ­და, თუმ­ცა ორი შე­თან­ხმე­ბუ­ლი "ჩაგ­ვიგ­დეს" - სა­გა­რე­ჯო­სა და ახ­მე­ტა­ში. ამის შემ­დეგ 2014 შე­მოდ­გო­მა­ზე, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში, სწო­რედ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­სა­მუხ­ტად "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა" კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს ვრცე­ლი წე­რი­ლი მივ­წე­რეთ. ამ წე­რილს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც გა­ეც­ნო, სა­დაც არ­სე­ბუ­ლი არა­სის­ტე­მუ­რი კო­ა­ლი­ცი­ის ევ­რო­პულ კო­ა­ლი­ცი­ად გარ­დაქ­მნას ვი­თხოვ­დით. 2014 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს ჩვენ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" პო­ზი­ცია გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, სა­დაც პირ­ვე­ლებ­მა აღ­ვნიშ­ნეთ, რომ მო­ვი­თხოვთ პო­ლი­ტი­კის სუს-სგან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მო­ვი­თხოვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცი­ას და ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას. ეს იყო პირ­ვე­ლი ტექ­სტი, რაც კო­ა­ლი­ცი­ა­ში ით­ქვა (და მა­შინ, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" ჯერ კი­დევ კო­ა­ლი­ცი­ა­ში იყ­ვნენ) არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. სხვა­თა შო­რის, ტერ­მი­ნი "არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა" პირ­ვე­ლად ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ ახ­სე­ნა - პო­ლიტ­საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, რო­მელ­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ეს­წრო. მას ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ უთხრა: "ალ­ბათ, პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კნე­ლად გხვდე­ბიო". ამა­ზე ივა­ნიშ­ვილ­მა გა­იკ­ვირ­ვა, რა­ზეც სამ­ნი­ძემ უპა­სუ­ხა, თუ რა სტა­ტუ­სით უნდა შეხ­ვედ­რო­და მას?!

ამის შემ­დეგ, 2014 წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლო­დან, "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­სა" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა. მერე ჩვენ, პარ­ტი­ის სამი პირ­ვე­ლი პირი "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყრი­ლო­ბა­ზე მი­ვე­დით, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და და ჩვენ მათ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დეთ. ამის შემ­დეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ფრი­ად შეშ­ფოთ­და და მან "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას­თან" შეხ­ვედ­რა ითხო­ვა. შეხ­ვედ­რა 2015 წლის 19 იან­ვარს შედ­გა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში მარ­ტო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო. "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" მხრი­დან შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, თინა ხი­და­შე­ლი, გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლი და მე. შეხ­ვედ­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო და ეს შეხ­ვედ­რა იმით დამ­თავ­რდა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩვენ­გან ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი წა­ვი­და. მან ბრალ­დე­ბე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა და­ა­პი­რა. რამ­დე­ნი შე­მო­მი­ტია, იმ­დე­ნი თი­ნამ უპა­სუ­ხა, რა­ზეც ბი­ძი­ნას გა­ვე­ხუმ­რე: "თი­ნას თუ მოს­წონ­ხარ, ჩემს ხარ­ჯზე კი არა­თქო".

ამის შემ­დეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 19 იან­ვრი­დან 22 თე­ბერ­ვლამ­დე ბევ­რი იფიქ­რა. 2015 წლის 22 თე­ბერ­ვალს "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა იყო და­ნიშ­ნუ­ლი. კო­მი­ტე­ტის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე, დი­ლით ადრე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­სა და მე დაგ­ვი­კავ­შირ­და. შევ­ხვდით. ივა­ნიშ­ვილ­მა მი­თხრა: "ახლა არ მე­ჩხუ­ბო, კარ­გი რამ უნდა შე­მოგ­თა­ვა­ზოო". მან მი­თხრა: "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის­თვის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრის პოსტს გთა­ვა­ზობ­თო. ამის შემ­დეგ იყო მარ­ტი, აპ­რი­ლი - 2015 წელს იყო ბევ­რი შეხ­ვედ­რა სხვა­დას­ხვა ფორ­მატ­ში. ერთი შეხ­ვედ­რა იყო, სა­დაც პარ­ტი­ის ოთხი თავ­მჯდო­მა­რე ვი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას: ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, მე და ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვა. ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე ლა­პა­რა­კი იყო უსუ­ფაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბა­ზე.

ერთ-ერთი ამ შეხ­ვედ­რის დროს, სა­დაც ოთხი თავ­მჯდო­მა­რე ვი­ყა­ვით, ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ღიად მო­ვი­თხოვ­დით, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" ჩარ­თვის და და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის პარ­ტი­ი­დან ასეთ მა­ღალ პოსტზე მივ­ლი­ნე­ბის დას­ტუ­რად, სა­ნაც­ვლოდ და გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, სა­ჭი­რო იყო თა­ვად ივა­ნიშ­ვი­ლის ფორ­მა­ლი­ზე­ბა. ჩვენ მას ორი ვა­რი­ან­ტი შევ­თა­ვა­ზეთ: - მე და დათო ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ პო­ლიტ­საბ­ჭო­ში შე­მო­სუ­ლი­ყო, გამ­ხდა­რი­ყო პო­ლიტ­საბ­ჭოს ლი­დე­რი და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვა ბი­ძი­ნას პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უმ­ტკი­ცებ­და, რომ პრე­მი­ე­რად უნდა დაბ­რუნ­დე, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ექ­ტი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა - რომ უსუ­ფაშ­ვი­ლი კი არ იყოს პრე­მი­ე­რი და შენ პრე­მი­ე­რის ზურგს უკან, არა­მედ პრე­მი­ე­რი შენ თვი­თონ იყა­ვი, რაკი ვერ ახერ­ხებ, ჩა­მო­შორ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სო. ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ზე იყო - პრე­მი­ე­რად ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თე­ბო. ამის შემ­დეგ მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე მე და უსუ­ფაშ­ვილს გვი­თხრა, ივ­ლი­ა­ნე არ ყო­ფი­ლა ძლი­ე­რი ანა­ლი­ტი­კო­სიო", - იხ­სე­ნებს და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს, რომ თუ წარ­სულს იხ­სე­ნებს, გა­იხ­სე­ნოს სი­მარ­თლე.

მი­სი­ვე თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლის ტყუ­ილს რომ მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს, ეს ძა­ლი­ან მალე და ად­ვი­ლად გა­და­მოწ­მე­ბა­დია. "ეს ტყუ­ი­ლე­ბი მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მუ­შა­ობს. და­დის ახლა სოფ­ლის აგი­ტა­ტო­რად და არა მგო­ნია ამ თვალ­საზ­რი­სით სა­კუ­თარ პარ­ტი­ას რამე არ­გოს", - აღ­ნიშ­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"არ მეჩხუბო, კარგი რამ უნდა შემოგთავაზოო..." - დავით ბერძენიშვილი "რესპუბლიკელების" და ივანიშვილის კულუარული შეხვედრების დეტალებზე

"არ მეჩხუბო, კარგი რამ უნდა შემოგთავაზოო..." - დავით ბერძენიშვილი "რესპუბლიკელების" და ივანიშვილის კულუარული შეხვედრების დეტალებზე

"ნამდვილად არ ველოდი, ბიძინა ივანიშვილი თუ ამდენ ტყუილს იკადრებდა" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა ექს-პრემიერის კომენტარის საპასუხოდ. ივანიშვილის თქმით, "მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ "რესპუბლიკური პარტია" უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი".

სწორედ ამ კომენტარის საპასუხოდ, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილის პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რამდენიმე შეხვედრაზე იყო საუბარი.

როგორც ბერძენიშვილი იხსენებს, პირველად, როცა დავით უსუფაშვილს ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა, ამ შეხვედრას თავადაც ესწრებოდა. კიდევ ერთ შეხვედრაში კი, სადაც ივანიშვილის მხრიდან ამ თემაზე იყო საუბარი, ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, ივლიანე ხაინდრავა და თავად იღებდნენ მონაწილეობას.

გარდა ამისა, ბერძენიშვილის თქმით, კოალიციაში კრიზისი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაიწყო. მან "ინტერპრესნიუსთან" მოვლენათა განვითარების პერიპეტიები და ივანიშვილთან "რესპუბლიკელების" დახურული შეხვედრები გაიხსენა.

"კრიზისი კოალიციაში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში გაჩნდა. ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან ცდილობდა კოალიციის კანდიდატები სუს-ს გაეკონტროლებინა. "რესპუბლიკური პარტია" იყო კატეგორიული წინააღმდეგი და ჩვენ ჩვენს მაჟორიტარებში მას ცხვირი არ ჩავაყოფინეთ. ვერ ვიტყვი, რომ დანარჩენი პარტიები ამას განსაკუთრებულად ცდილობდნენ. არავინ ეჩხუბებოდა ღარიბაშვილს და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს თვითმმართველობის არჩევნების წინ, სიების შედგენის დროს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე რამდენიმესაათიანი ძალიან მძაფრი და მკვეთრი საუბარი იყო ჩემსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის. ეს ხდებოდა 2014 წლის ივლისში, როცა ღარიბაშვილს ვუთხარი: შენ ანგრევ კოალიციას! ეს იყო ჩემი ბრალდება ღარიბაშვილის მიმართ.

ამის შემდეგ მე ბიძინა ივანიშვილს დავურეკე და ვუთხარი, რომ საკრებულოს ყველა თავმჯდომარე ღარიბაშვილს უნდოდა, რაც არასერიოზული იყო. ივანიშვილმა თქვა: "ვაი, ვაი, მე ამაში არ ვერევიო". ჩაერია და ღარიბაშვილს 12-13 საკრებულო გამოაყოფინა, სადაც თავმჯდომარეები არ იქნებოდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, წილში ყველა პარტია ჩაგვიჯდა, თუმცა ამისთვის არავის უზრუნია... საკრებულოს თავმჯდომარე ორი "რესპუბლიკელი" კანდიდატი გახდა, თუმცა ორი შეთანხმებული "ჩაგვიგდეს" - საგარეჯოსა და ახმეტაში. ამის შემდეგ 2014 შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, სწორედ ამ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად "რესპუბლიკელებმა" კოალიციის პოლიტსაბჭოს ვრცელი წერილი მივწერეთ. ამ წერილს ბიძინა ივანიშვილიც გაეცნო, სადაც არსებული არასისტემური კოალიციის ევროპულ კოალიციად გარდაქმნას ვითხოვდით. 2014 წლის 26 ოქტომბერს ჩვენ "რესპუბლიკური პარტიის" პოზიცია გამოვაქვეყნეთ, სადაც პირველებმა აღვნიშნეთ, რომ მოვითხოვთ პოლიტიკის სუს-სგან გათავისუფლებას, მოვითხოვთ ხელისუფლების დეპერსონალიზაციას და ინსტიტუციონალიზაციას. ეს იყო პირველი ტექსტი, რაც კოალიციაში ითქვა (და მაშინ, "თავისუფალი დემოკრატები" ჯერ კიდევ კოალიციაში იყვნენ) არაფორმალური მმართველობის თაობაზე. სხვათა შორის, ტერმინი "არაფორმალური მმართველობა" პირველად ხათუნა სამნიძემ ახსენა - პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. მას ხათუნა სამნიძემ უთხრა: "ალბათ, პირველად და უკანასკნელად გხვდებიო". ამაზე ივანიშვილმა გაიკვირვა, რაზეც სამნიძემ უპასუხა, თუ რა სტატუსით უნდა შეხვედროდა მას?!

ამის შემდეგ, 2014 წლის ოქტომბრის ბოლოდან, "რესპუბლიკელებსა" და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობები ძალიან დაიძაბა. მერე ჩვენ, პარტიის სამი პირველი პირი "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე მივედით, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვიდა და ჩვენ მათ ძნელბედობის ჟამს სოლიდარობა გამოვუცხადეთ. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ფრიად შეშფოთდა და მან "რესპუბლიკურ პარტიასთან" შეხვედრა ითხოვა. შეხვედრა 2015 წლის 19 იანვარს შედგა. "ქართული ოცნების" ოფისში მარტო ბიძინა ივანიშვილი იყო. "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და მე. შეხვედრა ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მძიმე იყო და ეს შეხვედრა იმით დამთავრდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენგან ძალიან დაბნეული წავიდა. მან ბრალდებების წამოყენება დააპირა. რამდენი შემომიტია, იმდენი თინამ უპასუხა, რაზეც ბიძინას გავეხუმრე: "თინას თუ მოსწონხარ, ჩემს ხარჯზე კი არათქო".

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა 19 იანვრიდან 22 თებერვლამდე ბევრი იფიქრა. 2015 წლის 22 თებერვალს "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის სხდომა იყო დანიშნული. კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, დილით ადრე, ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილსა და მე დაგვიკავშირდა. შევხვდით. ივანიშვილმა მითხრა: "ახლა არ მეჩხუბო, კარგი რამ უნდა შემოგთავაზოო". მან მითხრა: "რესპუბლიკურ პარტიას" დავით უსუფაშვილისთვის პრემიერმინისტრის პოსტს გთავაზობთო. ამის შემდეგ იყო მარტი, აპრილი - 2015 წელს იყო ბევრი შეხვედრა სხვადასხვა ფორმატში. ერთი შეხვედრა იყო, სადაც პარტიის ოთხი თავმჯდომარე ვიღებდით მონაწილეობას: ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, მე და ივლიანე ხაინდრავა. ყველა შეხვედრაზე ლაპარაკი იყო უსუფაშვილის პრემიერობაზე.

ერთ-ერთი ამ შეხვედრის დროს, სადაც ოთხი თავმჯდომარე ვიყავით, ივანიშვილისგან ღიად მოვითხოვდით, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში "რესპუბლიკელების" ჩართვის და დავით უსუფაშვილის პარტიიდან ასეთ მაღალ პოსტზე მივლინების დასტურად, სანაცვლოდ და გასაძლიერებლად, საჭირო იყო თავად ივანიშვილის ფორმალიზება. ჩვენ მას ორი ვარიანტი შევთავაზეთ: - მე და დათო ვეუბნებოდით, რომ პოლიტსაბჭოში შემოსულიყო, გამხდარიყო პოლიტსაბჭოს ლიდერი და მისი ხელისუფლება ინსტიტუციონალიზებული იქნებოდა. ივლიანე ხაინდრავა ბიძინას პერმანენტულად უმტკიცებდა, რომ პრემიერად უნდა დაბრუნდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი რეალიზებული ვერ იქნება - რომ უსუფაშვილი კი არ იყოს პრემიერი და შენ პრემიერის ზურგს უკან, არამედ პრემიერი შენ თვითონ იყავი, რაკი ვერ ახერხებ, ჩამოშორდე ხელისუფლებასო. ამაზე კატეგორიულად უარზე იყო - პრემიერად ვერაფერს გავაკეთებო. ამის შემდეგ მომდევნო შეხვედრაზე მე და უსუფაშვილს გვითხრა, ივლიანე არ ყოფილა ძლიერი ანალიტიკოსიო", - იხსენებს დავით ბერძენიშვილი და ივანიშვილს მიმართავს, რომ თუ წარსულს იხსენებს, გაიხსენოს სიმართლე.

მისივე თქმით, ივანიშვილის ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ეს ძალიან მალე და ადვილად გადამოწმებადია. "ეს ტყუილები მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. დადის ახლა სოფლის აგიტატორად და არა მგონია ამ თვალსაზრისით საკუთარ პარტიას რამე არგოს", - აღნიშნა მან.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

მაიკ პომპეო თბილისშია - აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თან მეუღლე ახლავს (კადრები აეროპორტიდან)

"შეცდომაა, რომ პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება" - რას წერს იან კელი პომპეოს საქართველოში ვიზიტზე