სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ სკოლებში შევიდნენ და რა ემოციებით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს ცნობილი ქართველების შვილები
რომელ სკოლებში შევიდნენ და რა ემოციებით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს ცნობილი ქართველების შვილები

ახა­ლი სას­წავ­ლო წელი უკვე და­ი­წყო, ბევ­რი პა­ტა­რა სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად სწო­რედ წელს წა­ვი­და. მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბიც. რა ემო­ცი­ე­ბით შეხ­ვდნენ ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას პა­ტა­რე­ბი და რო­გორ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ამ დღის­თვის, ამის შე­სა­ხებ მათი მშობ­ლე­ბის­გან შე­ი­ტყობთ.

პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლურ სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნა ტე­ლე­წამ­ყვან­მა ანი გი­უ­ნეტრმა სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი - მაშო.

- ძა­ლი­ან მომ­წონს ეს სკო­ლა, ნო­ვა­ტო­რუ­ლი და ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა აქვთ, რო­გორც სწავ­ლის მე­თო­დის, ასე­ვე ბავ­შვე­ბის მი­მართ. შე­ქე­ბის, წა­ხა­ლი­სე­ბის და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოს პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს ამ სკო­ლა­ში, რაც მოს­წავ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სტრე­სი, რომ მოგ­ვეხ­სნა შევ­კე­რეთ კაბა, რო­მელ­ზეც სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი და წელი არე­უ­ლად და­წე­რა მა­შომ, აინ­ტე­რე­სებ­და მისი კლა­სე­ლე­ბი გა­მო­იც­ნობ­დნენ თუ არა. უბედ­ნი­ე­რე­სია იმით, რომ ლეპ­ტო­პი მის­ცეს. ეგ­რე­ვე და­უ­რე­კა მა­მას, უთხრა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვა­კე­თე და ახა­ლი აი­ფო­ნი მი­ყი­დეო. არას­დროს ჰქო­ნია ამის სურ­ვი­ლი აქამ­დე. მე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რად­გან პირ­და­პი­რი ჩარ­თვა მქონ­და სკო­ლი­დან, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო, მას­წავ­ლე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი სკა­ი­პით ჩა­ერ­თო ეთერ­ში. რაც მგო­ნი პირ­ვე­ლად მოხ­და.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვილ­თაშ­ვი­ლი, ედუ­ჩი წელს სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად წა­ვი­და. ედუ­ჩის შე­სა­ხებ, ლაშა შე­ვარ­დნა­ძე გვე­სა­უბ­რა.

- ჩემი უფ­რო­სი ბიჭი ედუ­ჩი წელს კავ­კა­სი­ის ფრან­გუ­ლი სკო­ლის პირ­ველ კლას­ში შე­ვი­და.

სამ­წლი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დიც (ასე ვთქვათ, ბა­ღის სა­ხით) ამა­ვე სკო­ლა­ში გა­ა­ტა­რა.

ეს სამი წელი 9 სა­ა­თი­დან - 4 სა­ა­თამ­დე ჰქონ­და ხოლ­მე სწავ­ლის პე­რი­ო­დი, ანუ იგი­ვე გრა­ფი­კი რო­გორც სკო­ლა­ში იქ­ნე­ბა ახლა.

ჩემი მე­ო­რე შვი­ლი ალექ­სან­დრე იგი­ვე მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ოდს გა­დის იგი­ვე სკო­ლა­ში.

თუ რა­ტომ გა­ვა­კე­თე ამ სკო­ლა­ზე არ­ჩე­ვა­ნი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სკო­ლაა, ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბით. გა­რე­მოც შე­სა­ბა­მი­სად კარ­გია.

მე­ო­რე იმი­ტომ რომ მინ­და მი­ი­ღონ იგი­ვე ფრან­გუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რაც მე თა­ვის დრო­ზე მი­ვი­ღე, ამას­თა­ნა­ვე, არ მინ­და რომ იმ ქვე­ყა­ნას ჩა­მორ­ჩეს, სა­დაც და­ი­ბა­და. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ბავ­შვებს ქარ­თუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბიც უტარ­დე­ბათ და ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე.

კავ­კა­სი­ის ფრან­გუ­ლი სკო­ლის პროგ­რა­მა საფ­რან­გე­თის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან იმარ­თე­ბა, ხოლო თვი­თონ სკო­ლა საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს პატ­რო­ნა­ჟის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, ბავ­შვი იღებს ფრან­გულ გა­ნათ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რა მთლი­ა­ნო­ბა­ში ის მა­ინც ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლად წა­ვი­და სკო­ლა­ში "ქრო­ნი­კის" წამ­ყვა­ნის თამ­თა გა­ზაშ­ვი­ლის 6 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი. ტასო სკო­ლა­ში დე­დამ და მა­მამ მი­იყ­ვა­ნა.

- ტა­სი­კო ოქ­ტომ­ბერ­ში 7 წლის ხდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად უკვე ერთი წე­ლია ვემ­ზა­დე­ბით სკო­ლის­თვის. შარ­შან კა­ნონ­მა არ მოგ­ვცა სკო­ლა­ში შევ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამი­ტომ pre scool-ში და­დი­ო­და და უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი წა­ვი­და სკო­ლა­ში. პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლურ სკო­ლას­თან ვცხოვ­რობ, ამი­ტომ სა­ჯა­რო სკო­ლა­ზე გა­ვა­კე­თე არ­ჩე­ვა­ნი, ძა­ლი­ან კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ ამ სკო­ლას, შე­სა­ბა­მი­სად დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო და ძლივს მოვ­ხვდით. მე ვფიქ­რობ მალე და­მე­გობ­რდე­ბი­ან ტა­სი­კო და მისი კლა­სე­ლე­ბი, რად­გან უკვე დი­დე­ბი არი­ან, დღეს ერ­თმა­ნეთს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, საყ­ვა­რე­ლი სა­ნა­ხა­ვე­ბი იყ­ვნენ. ჩვენს დროს თუ ყვე­ლა ბავ­შვი ტი­რო­და პირ­ველ დღეს სკო­ლა­ში, ახლა ასე ნამ­დვი­ლად არ იყო.

ლე­ვან გვა­ზა­ვას და ნინო ორ­დე­ნი­ძის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მაშო, სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად ხვალ წავა. ის იმ სკო­ლა­ში ის­წავ­ლის, სა­დაც მისი უფ­რო­სი და, დო­დოშ­კა სწავ­ლობს.

- მაშო წელს პირ­ვე­ლად მი­დის სკო­ლა­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა შე­ვარ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც ფაქ­ტი­უ­რად ჩემი სახ­ლის ეზო­შია. კომ­ფორ­ტუ­ლია, როცა სკო­ლა ახ­ლოს არის სახ­ლთან. ძა­ლი­ან ემ­ზა­დე­ბა მაშო სკო­ლის­თვის, ჩან­თა და ფორ­მა ძა­ლი­ან მოს­წონს. რე­მონ­ტი იყო მა­შოს სკო­ლა­ში, ამი­ტომ სწავ­ლას ხვალ ვი­წყებთ. იცის ლექ­სე­ბი, ასო­ებს არ­ჩევს, მაგ­რამ წი­ნას­წარ არ მო­მიმ­ზა­დე­ბია. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მირ­ჩი­ეს, ჯო­ბია სკო­ლა­ში აით­ვი­სოს ყვე­ლა­ფე­რი. თვი­თონ დიდი შე­მარ­თე­ბით არის და ვნა­ხოთ რას იზამს.

კერ­ძო სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნა შვი­ლი, მუ­სი­კოს­მა თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვილ­მა. პა­ტა­რა ნი­ნიმ უკვე ახა­ლი მე­გობ­რე­ბი შე­ი­ძი­ნა.

- ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფალ სკო­ლა­ში შე­ვიყ­ვა­ნე ნინი, ბევ­რი მი­ზე­ზის გამო მომ­წონს ეს სკო­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით სწავ­ლის მე­თო­დი, ბავ­შვებ­თან მიდ­გოა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ზი­დავს. სხვა სკო­ლა­ზე არც მი­ფიქ­რია. გუ­შინ იყო ამ სკო­ლის გახ­სნა, სა­დაც ჩემ­მა შვილ­მა მო­მა­ვა­ლი კლა­სე­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­იც­ნო. დღეს ძა­ლი­ან ადრე გა­იღ­ვი­ძა, უნ­დო­და მისი მე­გობ­რე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნახ­ვა.

პირ­ვე­ლად წა­ვი­და სკო­ლა­ში რე­პერ ძვა­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი მია. გო­გო­ნა სკო­ლა­ში მა­მამ მი­იყ­ვა­ნა.

- მია 53-ე სკო­ლა­ში მი­ვიყ­ვა­ნე, ახ­ლოს ვცხოვ­რობთ აქ, კარ­გი სკო­ლაა და ამი­ტომ მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო ამ სკო­ლა­ში მო­სახ­ვედ­რად, ამი­ტომ მთე­ლი ღამე გა­ვა­თე­ნე, სკო­ლა­ში რომ და­მე­რე­გის­ტრი­რე­ბი­ნა ბავ­შვი და ზუს­ტად ათის ერთ წუთ­ზე და­ვა­რე­გის­ტრი­რე. სკო­ლა­ში თა­ვის ბა­ღე­ლე­ბი ნახა და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო. კომ­პი­უ­ტე­რი აჩუ­ქეს, ჭკუ­ა­ზე არ არის. ორი სა­ა­თით დავ­ტო­ვე სკო­ლა­ში და როცა მი­ვა­კი­თხე აღარ მომ­ყვე­ბო­და. გუ­შინ მთე­ლი დღე მა­ღა­ზი­ებ­ში დავ­დი­ო­დით, გვინ­დო­და რა­ღა­ცე­ე­ბი გვე­ყი­და, ბევ­რი ვე­რა­ფე­რი ვნა­ხეთ, მაგ­რამ... ყო­ველ­დღე მე მო­მი­წევს მიას ტა­რე­ბას სკო­ლა­ში, ამი­ტომ რე­ჟიმ­ში ჩავ­დგე­ბი და 8 სა­ათ­ზე მე ვა­ტა­რებ სკო­ლა­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რომელ სკოლებში შევიდნენ და რა ემოციებით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს ცნობილი ქართველების შვილები

რომელ სკოლებში შევიდნენ და რა ემოციებით შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს ცნობილი ქართველების შვილები

ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყო, ბევრი პატარა სკოლაში პირველად სწორედ წელს წავიდა. მათ შორის ცნობილი ადამიანების შვილებიც. რა ემოციებით შეხვდნენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას პატარები და როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის, ამის შესახებ მათი მშობლებისგან შეიტყობთ.

პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში შეიყვანა ტელეწამყვანმა ანი გიუნეტრმა საკუთარი ქალიშვილი - მაშო.

- ძალიან მომწონს ეს სკოლა, ნოვატორული და ლოიალური მიდგომა აქვთ, როგორც სწავლის მეთოდის, ასევე ბავშვების მიმართ. შექების, წახალისების და მეგობრული გარემოს პრინციპი მოქმედებს ამ სკოლაში, რაც მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია. სტრესი, რომ მოგვეხსნა შევკერეთ კაბა, რომელზეც საკუთარი დაბადების თარიღი და წელი არეულად დაწერა მაშომ, აინტერესებდა მისი კლასელები გამოიცნობდნენ თუ არა. უბედნიერესია იმით, რომ ლეპტოპი მისცეს. ეგრევე დაურეკა მამას, უთხრა ყველაფერი კარგად გავაკეთე და ახალი აიფონი მიყიდეო. არასდროს ჰქონია ამის სურვილი აქამდე. მე ვინერვიულე, რადგან პირდაპირი ჩართვა მქონდა სკოლიდან, ტექნიკური ხარვეზის გამო, მასწავლებელი და დირექტორი სკაიპით ჩაერთო ეთერში. რაც მგონი პირველად მოხდა.

ედუარდ შევარდნაძის შვილთაშვილი, ედუჩი წელს სკოლაში პირველად წავიდა. ედუჩის შესახებ, ლაშა შევარდნაძე გვესაუბრა.

- ჩემი უფროსი ბიჭი ედუჩი წელს კავკასიის ფრანგული სკოლის პირველ კლასში შევიდა.

სამწლიანი მოსამზადებელი პერიოდიც (ასე ვთქვათ, ბაღის სახით) ამავე სკოლაში გაატარა.

ეს სამი წელი 9 საათიდან - 4 საათამდე ჰქონდა ხოლმე სწავლის პერიოდი, ანუ იგივე გრაფიკი როგორც სკოლაში იქნება ახლა.

ჩემი მეორე შვილი ალექსანდრე იგივე მოსამზადებელი პერიოდს გადის იგივე სკოლაში.

თუ რატომ გავაკეთე ამ სკოლაზე არჩევანი, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ძალიან კარგი და მოწესრიგებული სკოლაა, ძალიან კარგი მასწავლებლებით. გარემოც შესაბამისად კარგია.

მეორე იმიტომ რომ მინდა მიიღონ იგივე ფრანგული განათლება, რაც მე თავის დროზე მივიღე, ამასთანავე, არ მინდა რომ იმ ქვეყანას ჩამორჩეს, სადაც დაიბადა. უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვებს ქართული გაკვეთილებიც უტარდებათ და ძალიან მაღალ დონეზე.

კავკასიის ფრანგული სკოლის პროგრამა საფრანგეთის განათლების სამინისტროდან იმართება, ხოლო თვითონ სკოლა საფრანგეთის საელჩოს პატრონაჟის ქვეშ იმყოფება.

რომ შევაჯამოთ, ბავშვი იღებს ფრანგულ განათლებას საქართველოში, მაგრა მთლიანობაში ის მაინც ფრანგულ-ქართული განათლება იქნება.

პირველად წავიდა სკოლაში "ქრონიკის" წამყვანის თამთა გაზაშვილის 6 წლის ქალიშვილი. ტასო სკოლაში დედამ და მამამ მიიყვანა.

- ტასიკო ოქტომბერში 7 წლის ხდება, შესაბამისად უკვე ერთი წელია ვემზადებით სკოლისთვის. შარშან კანონმა არ მოგვცა სკოლაში შევლის საშუალება, ამიტომ pre scool-ში დადიოდა და უფრო მომზადებული წავიდა სკოლაში. პირველი ექსპერიმენტალურ სკოლასთან ვცხოვრობ, ამიტომ საჯარო სკოლაზე გავაკეთე არჩევანი, ძალიან კარგად ახასიათებენ ამ სკოლას, შესაბამისად დიდი კონკურენცია იყო და ძლივს მოვხვდით. მე ვფიქრობ მალე დამეგობრდებიან ტასიკო და მისი კლასელები, რადგან უკვე დიდები არიან, დღეს ერთმანეთს აკვირდებოდნენ, საყვარელი სანახავები იყვნენ. ჩვენს დროს თუ ყველა ბავშვი ტიროდა პირველ დღეს სკოლაში, ახლა ასე ნამდვილად არ იყო.

ლევან გვაზავას და ნინო ორდენიძის უმცროსი ქალიშვილი მაშო, სკოლაში პირველად ხვალ წავა. ის იმ სკოლაში ისწავლის, სადაც მისი უფროსი და, დოდოშკა სწავლობს.

- მაშო წელს პირველად მიდის სკოლაში, წმინდა გიორგის სახელობის სკოლა შევარჩიეთ, რომელიც ფაქტიურად ჩემი სახლის ეზოშია. კომფორტულია, როცა სკოლა ახლოს არის სახლთან. ძალიან ემზადება მაშო სკოლისთვის, ჩანთა და ფორმა ძალიან მოსწონს. რემონტი იყო მაშოს სკოლაში, ამიტომ სწავლას ხვალ ვიწყებთ. იცის ლექსები, ასოებს არჩევს, მაგრამ წინასწარ არ მომიმზადებია. სპეციალისტებმა მირჩიეს, ჯობია სკოლაში აითვისოს ყველაფერი. თვითონ დიდი შემართებით არის და ვნახოთ რას იზამს.

კერძო სკოლაში მიიყვანა შვილი, მუსიკოსმა თამუნა ლეკვეიშვილმა. პატარა ნინიმ უკვე ახალი მეგობრები შეიძინა.

- ნიუტონის თავისუფალ სკოლაში შევიყვანე ნინი, ბევრი მიზეზის გამო მომწონს ეს სკოლა. განსაკუთრებით სწავლის მეთოდი, ბავშვებთან მიდგოა და თავისუფლება მიზიდავს. სხვა სკოლაზე არც მიფიქრია. გუშინ იყო ამ სკოლის გახსნა, სადაც ჩემმა შვილმა მომავალი კლასელები და მასწავლებლები გაიცნო. დღეს ძალიან ადრე გაიღვიძა, უნდოდა მისი მეგობრების და მასწავლებლების ნახვა.

პირველად წავიდა სკოლაში რეპერ ძვალის ქალიშვილი მია. გოგონა სკოლაში მამამ მიიყვანა.

- მია 53-ე სკოლაში მივიყვანე, ახლოს ვცხოვრობთ აქ, კარგი სკოლაა და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. დიდი კონკურენცია იყო ამ სკოლაში მოსახვედრად, ამიტომ მთელი ღამე გავათენე, სკოლაში რომ დამერეგისტრირებინა ბავშვი და ზუსტად ათის ერთ წუთზე დავარეგისტრირე. სკოლაში თავის ბაღელები ნახა და ძალიან გახარებული იყო. კომპიუტერი აჩუქეს, ჭკუაზე არ არის. ორი საათით დავტოვე სკოლაში და როცა მივაკითხე აღარ მომყვებოდა. გუშინ მთელი დღე მაღაზიებში დავდიოდით, გვინდოდა რაღაცეები გვეყიდა, ბევრი ვერაფერი ვნახეთ, მაგრამ... ყოველდღე მე მომიწევს მიას ტარებას სკოლაში, ამიტომ რეჟიმში ჩავდგები და 8 საათზე მე ვატარებ სკოლაში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)