Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია ... "ჰეროკრატია" ციხის საშინელებას 20%-ით თუ ასახავს"
"ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია ... "ჰეროკრატია" ციხის საშინელებას 20%-ით თუ ასახავს"

ალექ­სან­დრე ახალ­კა­ცის ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მე­სი წლე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი გოგა ხა­ინ­დრა­ვას ტე­ლე­სე­რი­ალ "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში".

ამ ახალ­გაზ­რდის გავ­ლილ გზა­ზე წლე­ბის წინ ვწერ­დით. სწო­რედ ჩვენს რე­დაქ­ცი­ა­ში მო­ვი­და პირ­ვე­ლად ალექ­სან­დრე, ხელ­ში რვე­უ­ლე­ბი ეჭი­რა და გვი­თხრა, რომ ამ ფურ­ცლებ­ზე ის ტკი­ვი­ლია აღ­წე­რი­ლი, რაც მე ცი­ხე­ში 5 წლის მან­ძილ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე. ისიც და­ა­მა­ტა, უფ­ლის სას­წა­უ­ლია, იქი­დან ცო­ცხა­ლი რომ გა­მო­ვე­დიო. გუ­ლის­ყუ­რით მო­უს­მი­ნა ამ პა­ტა­რა ბიჭს ჩვენ­მა რე­დაქ­ტორ­მა, ბა­ტონ­მა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ. მე სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბა მთხო­ვა და ამ სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ბა­ტონ­მა ზუ­რაბ­მა გა­და­წყვი­ტა, ჩვენს ჟურ­ნალ­ში გაგ­რძე­ლე­ბე­ბით გა­მოგ­ვექ­ვეყ­ნე­ბი­ნა ამ ბი­ჭის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სოდ იქ­ნე­ბო­და აღ­წე­რი­ლი ის ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს გა­დახ­და. შემ­დეგ სწო­რედ "პა­ლიტ­რა L-ის" დახ­მა­რე­ბით გა­მო­ი­ცა ალექ­სან­დრე ახალ­კა­ცის რო­მა­ნი - "გა­მოც­და ხელ­ბორ­კი­ლით".

18 წლის იყო, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ტე­ლე­ფო­ნის ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით რომ და­ა­კა­ვეს. ამ­ბობს, ბრა­ლი შე­მი­თი­თხნეს და 6 წელი მო­მი­სა­ჯე­სო. ცი­ხი­დან ამ­ნის­ტი­ის შემ­დეგ, 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­ვი­და, სას­ჯე­ლის მოხ­დამ­დე რამ­დე­ნი­მე თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. სწო­რედ ალექ­სან­დრე ახალ­კა­ცის ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მე­სი წლე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი გოგა ხა­ინ­დრა­ვას ტე­ლე­სე­რი­ალ "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში", რო­მე­ლიც წიგ­ნად "პა­ლიტ­რა L-ის" დახ­მა­რე­ბით. ალექ­სან­დრე ახ­ლა­კაც­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს ჟურ­ნა­ლი "გზა", რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

- ეს არ არის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც მო­ვი­და და წავა, ეს ტკი­ვი­ლი მუ­დამ ჩემ­თან დარ­ჩე­ბა. ზო­გა­დად, რე­ჟიმ­ზე მაქვს ლა­პა­რა­კი და არა - კონ­კრე­ტუ­ლად ჩემ­ზე. მე გა­დავ­რჩი, დღეს ცო­ცხა­ლი ვარ, ჩემი საქ­მე­ე­ბი მაქვს, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ჩემ თვალ­წინ იმ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა გა­ნად­გურ­და სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ტკი­ვი­ლი გა­ნელ­დეს. მე რომ ვარ ცო­ცხა­ლი, ეს უფ­ლის სა­ჩუ­ქა­რია. ლო­გი­კუ­რად არ უნდა გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, იმ­დე­ნი გა­და­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ დღეს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ მაქვს, უფ­ლის­გან ნა­ჩუ­ქა­რი სი­ცო­ცხლე არ გა­მო­ვი­ყე­ნო.

გაგ­რძე­ლე­ბა

"ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია ... "ჰეროკრატია" ციხის საშინელებას 20%-ით თუ ასახავს"

"ხათუნა კალმახელიძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია ... "ჰეროკრატია" ციხის საშინელებას 20%-ით თუ ასახავს"

ალექსანდრე ახალკაცის ცხოვრების უმძიმესი წლებია გადაღებული გოგა ხაინდრავას ტელესერიალ "ჰეროკრატიაში".

ამ ახალგაზრდის გავლილ გზაზე წლების წინ ვწერდით. სწორედ ჩვენს რედაქციაში მოვიდა პირველად ალექსანდრე, ხელში რვეულები ეჭირა და გვითხრა, რომ ამ ფურცლებზე ის ტკივილია აღწერილი, რაც მე ციხეში 5 წლის მანძილზე გადავიტანე. ისიც დაამატა, უფლის სასწაულია, იქიდან ცოცხალი რომ გამოვედიო. გულისყურით მოუსმინა ამ პატარა ბიჭს ჩვენმა რედაქტორმა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ. მე სტატიის მომზადება მთხოვა და ამ სულისშემძვრელი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ბატონმა ზურაბმა გადაწყვიტა, ჩვენს ჟურნალში გაგრძელებებით გამოგვექვეყნებინა ამ ბიჭის ჩანაწერები, სადაც საინტერესოდ იქნებოდა აღწერილი ის ამბები, რომლებიც თავს გადახდა. შემდეგ სწორედ "პალიტრა L-ის" დახმარებით გამოიცა ალექსანდრე ახალკაცის რომანი - "გამოცდა ხელბორკილით".

18 წლის იყო, სამართალდამცველებმა ტელეფონის ქურდობის ბრალდებით რომ დააკავეს. ამბობს, ბრალი შემითითხნეს და 6 წელი მომისაჯესო. ციხიდან ამნისტიის შემდეგ, 2013 წლის თებერვალში გამოვიდა, სასჯელის მოხდამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. სწორედ ალექსანდრე ახალკაცის ცხოვრების უმძიმესი წლებია გადაღებული გოგა ხაინდრავას ტელესერიალ "ჰეროკრატიაში", რომელიც წიგნად "პალიტრა L-ის" დახმარებით. ალექსანდრე ახლაკაცთან ინტერვიუს აქვეყნებს ჟურნალი "გზა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ეს არ არის ტკივილი, რომელიც მოვიდა და წავა, ეს ტკივილი მუდამ ჩემთან დარჩება. ზოგადად, რეჟიმზე მაქვს ლაპარაკი და არა - კონკრეტულად ჩემზე. მე გადავრჩი, დღეს ცოცხალი ვარ, ჩემი საქმეები მაქვს, რეალიზებული ვარ, მაგრამ ჩემ თვალწინ იმდენი ახალგაზრდა განადგურდა სრულიად უმიზეზოდ, შეუძლებელია, ეს ტკივილი განელდეს. მე რომ ვარ ცოცხალი, ეს უფლის საჩუქარია. ლოგიკურად არ უნდა გადავრჩენილიყავი, იმდენი გადავიტანე, მაგრამ დღეს მორალური უფლება არ მაქვს, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე არ გამოვიყენო.

გაგრძელება