პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუნებრივი აირის მკვეთრ სუნთან დაკავშირებით "გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მორიგ განცხადებას ავრცელებს
ბუნებრივი აირის მკვეთრ სუნთან დაკავშირებით "გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მორიგ განცხადებას ავრცელებს

შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია" ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ჭარ­ბი ოდო­რი­ზე­ბით გა­მოწ­ვე­ულ მკვეთრ სუნ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს და არა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს".

"გვინ­და, კი­დევ ერთხელ გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე უბან­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ჭარ­ბი ოდო­რი­ზე­ბით გა­მოწ­ვე­ულ მკვეთრ სუნ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ამ" მო­ახ­დი­ნა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა და არა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბით 11 პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გახ­და სა­ჭი­რო. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა პი­რა­დად გა­და­ა­მოწ­მეს შპს "გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა და სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. ისი­ნი ყვე­ლა იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­შიც პა­ცი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და პი­რა­დად გა­და­ა­მოწ­მეს მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არც ერთ შემ­თვე­ვა­ში არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზით ინ­ტოქ­სი­კა­ცია და პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­წე­რი­ლია სახ­ლში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში" აცხა­დე­ბენ, ოდო­რან­ტი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს და ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­სათ­ვის სპე­ცი­ფი­უ­რი სუ­ნის მი­სა­ცე­მად.

"ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ დრო­ი­სათ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ოდო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მე­ქა­ნი­კუ­რად, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ოპე­რა­ტო­რის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა საკ­ვან­ძო გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სად­გუ­რი ეტა­პობ­რი­ვად ოდო­რი­ზა­ცი­ის ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მით აღი­ჭურ­ვე­ბა, რაც გა­მო­რი­ცხავს ბუ­ნებ­რივ გაზ­ში ოდო­რან­ტის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მოხ­ვედ­რას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბუნებრივი აირის მკვეთრ სუნთან დაკავშირებით "გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მორიგ განცხადებას ავრცელებს

ბუნებრივი აირის მკვეთრ სუნთან დაკავშირებით "გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მორიგ განცხადებას ავრცელებს

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ბუნებრივი გაზის ჭარბი ოდორიზებით გამოწვეულ მკვეთრ სუნთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, "მყისიერი რეაგირება მოახდინეს და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ არსებობს".

"გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, თბილისის რამდენიმე უბანში ბუნებრივი გაზის ჭარბი ოდორიზებით გამოწვეულ მკვეთრ სუნთან დაკავშირებით. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" მოახდინა მყისიერი რეაგირება და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ არსებობს. ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირადად გადაამოწმეს შპს "გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა და სხვა თანამშრომლებმა. ისინი ყველა იმ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, რომლებშიც პაციენტები იყვნენ განაწილებული და პირადად გადაამოწმეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ არც ერთ შემთვევაში არ დადასტურებულა ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაცია და პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ყველა მათგანი გაწერილია სახლში", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში" აცხადებენ, ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის სპეციფიური სუნის მისაცემად.

"ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისათვის ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის პროცესი მექანიკურად, პასუხისმგებელი ოპერატორის მიერ ხორციელდება, თუმცა უახლოეს მომავალში ყველა საკვანძო გაზგამანაწილებელი სადგური ეტაპობრივად ოდორიზაციის ავტომატიზირებული სისტემით აღიჭურვება, რაც გამორიცხავს ბუნებრივ გაზში ოდორანტის ჭარბი რაოდენობით მოხვედრას", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი