საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემიონატის შესარჩევ F ჯგუფში ბოლოსწინა, მეხუთე შეხვედრაში თბილისში, სლოვაკეთის ნაკრებს ანგარიშით 96:68 სძლია. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა თეორიულად, ევრობასკეტის საგზური გაინაღდა.
31 ქულით ქართველთაგან საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო.
დღეს ღამით საქართველოს ნაკრები მონტენეგროში გაემგზავრება, სადაც 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე F ჯგუფის ბოლო, მეექვსე შეხვედრას ჯგუფის ფავორიტ მონტენეგროს ნაკრებთან გამართავს.