პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ჯეჯელავა - იმედი მაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ვხვდებით უფრო დამშვიდებული მასწავლებლებით, რომლებსაც არც ჩაჭრას, არც გაყრას არავინ უპირებს
ალექსანდრე ჯეჯელავა - იმედი მაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ვხვდებით უფრო დამშვიდებული მასწავლებლებით, რომლებსაც არც ჩაჭრას, არც გაყრას არავინ უპირებს

ახალ სას­წავ­ლო წელს ვხვდე­ბით გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­ნის­ტრმა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ახალ სას­წავ­ლო წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა.

"პირ­ველ რიგ­ში გვი­ხა­რია, რომ სკო­ლა­ში მეტი პირ­ველკ­ლა­სე­ლი მი­დის. ძა­ლი­ან ბევრ ად­გი­ლას ახალ სას­წავ­ლო წელს ვხვდე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, ზო­გან გა­და­სა­რე­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, მათ შო­რის ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფან­ტას­ტი­უ­რია, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია და მო­გინ­დე­ბათ სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ასე­ვე, ახალ სას­წავ­ლო წელს ვხვდე­ბით ძა­ლი­ან დრო­უ­ლად და ოპე­რა­ტი­უ­ლად და­რი­გე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბის კომ­პი­უ­ტე­რე­ბით. მე დიდი იმე­დი მაქვს, რომ ახალ სას­წავ­ლო წელს ვხვდე­ბით უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, დამ­შვი­დე­ბუ­ლი, და­წყნა­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბით, რომ­ლებ­საც არც გა­მოც­დას, არც ჩაჭ­რას, არც გაყ­რას არა­ვინ უპი­რებს. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ისი­ნი ახა­ლი ენერ­გი­ით შე­უდ­გე­ბი­ან მუ­შა­ო­ბას თა­ვანთ მოს­წავ­ლე­ებ­თან", - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­წავ­ლე­ე­ბი უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შე­რე­ულ კომ­პლექტს მი­ი­ღე­ბენ, რო­მელ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 30% ახა­ლი, ხოლო და­ახ­ლო­ე­ბით 70% მე­ო­რა­დი, 2-3 წლის წიგ­ნე­ბი იქ­ნე­ბა. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი მოხ­მა­რე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია. ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, წე­სით ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი არც ერთ მოს­წავ­ლეს არ უნდა შეხ­ვდეს, თუმ­ცა მი­ნის­ტრმა არ გა­მო­რი­ცხა, რომ შე­საძ­ლოა ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი იყოს.

ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს, მშობ­ლებს ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბა მი­უ­ლო­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ალექსანდრე ჯეჯელავა - იმედი მაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ვხვდებით უფრო დამშვიდებული მასწავლებლებით, რომლებსაც არც ჩაჭრას, არც გაყრას არავინ უპირებს

ალექსანდრე ჯეჯელავა - იმედი მაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ვხვდებით უფრო დამშვიდებული მასწავლებლებით, რომლებსაც არც ჩაჭრას, არც გაყრას არავინ უპირებს

ახალ სასწავლო წელს ვხვდებით გახარებულები, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში გვიხარია, რომ სკოლაში მეტი პირველკლასელი მიდის. ძალიან ბევრ ადგილას ახალ სასწავლო წელს ვხვდებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ზოგან გადასარევი ინფრასტრუქტურით, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით რეაბილიტირებული სკოლები აბსოლუტურად ფანტასტიურია, დაუჯერებელია და მოგინდებათ სკოლაში დაბრუნება. ასევე, ახალ სასწავლო წელს ვხვდებით ძალიან დროულად და ოპერატიულად დარიგებული სახელმძღვანელოებით, მოსწავლეების კომპიუტერებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ვხვდებით უფრო მოტივირებული, დამშვიდებული, დაწყნარებული მასწავლებლებით, რომლებსაც არც გამოცდას, არც ჩაჭრას, არც გაყრას არავინ უპირებს. მე დარწმუნებული ვარ ისინი ახალი ენერგიით შეუდგებიან მუშაობას თავანთ მოსწავლეებთან", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე ინფორმაციით, მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოების შერეულ კომპლექტს მიიღებენ, რომელთა დაახლოებით 30% ახალი, ხოლო დაახლოებით 70% მეორადი, 2-3 წლის წიგნები იქნება. მინისტრის ინფორმაციით, ძალიან დაზიანებული წიგნები მოხმარებიდან ამოღებულია. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, წესით ძალიან დაზიანებული წიგნები არც ერთ მოსწავლეს არ უნდა შეხვდეს, თუმცა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ასეთი მაგალითები იყოს.

ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი