პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება - ახალი ინფორმაცია "ყაზტრანგაზ თბილისისგან"
გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება - ახალი ინფორმაცია "ყაზტრანგაზ თბილისისგან"

"ყა­ზტრან­გაზ თბი­ლი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ზის სუნი ქა­ლაქ­ში დღის ბო­ლომ­დე გა­ი­წო­ვე­ბა. რო­გორც "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" დი­რექ­ტორ­მა ფი­ნან­სურ და მარ­კე­ტინ­გის სა­კი­თხებ­ში ნინო თურ­მა­ნი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში ოდო­რან­ტის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად აღე­მა­ტე­ბა დად­გე­ნილ ნორ­მებს.

"თბი­ლის­ში გა­ზის სუ­ნის საგ­რძნობ მა­ტე­ბას­თან "ყა­ზტრანსგაზ - თბი­ლისს" არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არ არის. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ნის მი­ცე­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ოდო­რან­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს და მას­ზე კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია. ეს პრო­ცე­სი შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა. მო­მა­ტე­ბუ­ლი გა­ზის სუნი არ ნიშ­ნავს იმას, რომ კომ­პა­ნი­ის ქსე­ლი არის გა­უ­მარ­თავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ოდო­რან­ტის დო­ზი­რე­ბა როცა არის ნორ­მით, მა­შინ გა­ზის სუნი ასე მძაფ­რად არ იგ­რძნო­ბა. სუ­ნის საგ­რძნო­ბი მა­ტე­ბა არ წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან ეს არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ზის გა­ჟონ­ვას­თან. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხო ნივ­თი­ე­რე­ბის - ოდო­რან­ტის გა­რე­მო­ში ზედ­მე­ტად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ჟონ­ვის გამო. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში ოდო­რან­ტის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად აღე­მა­ტე­ბა დად­გე­ნილ ნორ­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამან გა­მო­იწ­ვია ეს სი­ტუ­ა­ცია. და­ახ­ლო­ე­ბით დღის ბო­ლოს­თვის ეს სუნი აღარ იქ­ნე­ბა, გა­ი­წო­ვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თურ­მა­ნი­ძემ, რო­მელ­მაც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, ონ­კა­ნე­ბი და­კე­ტილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქო­ნი­ონ და ფარ­თი გა­ა­ნი­ა­ვონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება - ახალი ინფორმაცია "ყაზტრანგაზ თბილისისგან"

გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება - ახალი ინფორმაცია "ყაზტრანგაზ თბილისისგან"

"ყაზტრანგაზ თბილისის" ინფორმაციით, გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება. როგორც "ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შექმნილი სიტუაცია გამოწვეულია იმით, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში ოდორანტის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება დადგენილ ნორმებს.

"თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მატებასთან "ყაზტრანსგაზ - თბილისს" არანაირი შეხება არ აქვს და პასუხისმგებელი არ არის. ბუნებრივი აირისთვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ოდორანტის საშუალებით ხდება. აღნიშნულ პროცესს და მასზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ეს პროცესი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება. მომატებული გაზის სუნი არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიის ქსელი არის გაუმართავ მდგომარეობაში. ოდორანტის დოზირება როცა არის ნორმით, მაშინ გაზის სუნი ასე მძაფრად არ იგრძნობა. სუნის საგრძნობი მატება არ წარმოადგენს საფრთხეს მოსახლეობისთვის, ვინაიდან ეს არ არის დაკავშირებული გაზის გაჟონვასთან. ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო ნივთიერების - ოდორანტის გარემოში ზედმეტად დიდი რაოდენობით გაჟონვის გამო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე რაიონში ოდორანტის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება დადგენილ ნორმებს. შესაბამისად, ამან გამოიწვია ეს სიტუაცია. დაახლოებით დღის ბოლოსთვის ეს სუნი აღარ იქნება, გაიწოვება", - განაცხადა თურმანიძემ, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ და ფართი გაანიავონ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი