პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 000-მდე ზარი 112-ში და 11 ჰოსპიტალიზირებული - ბუნებრივი აირის მძაფრმა სუნმა თბილისელები შეაშინა
3 000-მდე ზარი 112-ში და 11 ჰოსპიტალიზირებული - ბუნებრივი აირის მძაფრმა სუნმა თბილისელები შეაშინა

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მძაფ­რი სუ­ნით შე­ში­ნე­ბუ­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბის 3000-მდე ზარი შე­ვი­და - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს აღ­ნიშ­ნულ სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მა­თი­ვე თქმით, მაშ­ველ­თა ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

"უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სა­ჭი­რო არ გახ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მა­ინც გა­ვიდ­ნენ გა­მო­ძა­ხე­ბის ად­გილ­ზე", - აცხა­დე­ბენ სა­ა­გენ­ტო­ში.

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ყე­ლის წვის, თა­ვის ტკი­ვი­ლის და ღე­ბი­ნე­ბის შეგ­რძნე­ბის ჩი­ვი­ლე­ბით დღეს 11 პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გახ­და სა­ჭი­რო.

შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის" გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 14 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე უბან­ში და­ფიქ­სირ­და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მკვეთ­რი სუნი, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო გა­ზის ჭარ­ბი ოდო­რი­ზე­ბით.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ამ" მო­ახ­დი­ნა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა და ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა აღარ არ­სე­ბობს.

"ოდო­რან­ტი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს და ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ნის მი­სა­ცე­მად, რათა მარ­ტი­ვად მოხ­დეს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­ჟონ­ვის აღ­მო­ჩე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის საფრ­თხეს არ წა­მო­ად­გენს. შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია" ბო­დიშს უხ­დის მო­სახ­ლე­ო­ბას. ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რი: 2 24 40 40 (651)", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რა­ტომ მო­ი­მა­ტა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სუნ­მა - "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

3 000-მდე ზარი 112-ში და 11 ჰოსპიტალიზირებული - ბუნებრივი აირის მძაფრმა სუნმა თბილისელები შეაშინა

3 000-მდე ზარი 112-ში და 11 ჰოსპიტალიზირებული - ბუნებრივი აირის მძაფრმა სუნმა თბილისელები შეაშინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნით შეშინებული თბილისელების 3000-მდე ზარი შევიდა - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს აღნიშნულ სამსახურში განუცხადეს. მათივე თქმით, მაშველთა ჯგუფის დახმარება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გახდა აუცილებელი.

"უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი დახმარება საჭირო არ გახდა, მაგრამ ჩვენი ჯგუფები უსაფრთხოების მიზნით მაინც გავიდნენ გამოძახების ადგილზე", - აცხადებენ სააგენტოში.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, ყელის წვის, თავის ტკივილის და ღებინების შეგრძნების ჩივილებით დღეს 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" განცხადებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი, რაც გამოწვეული იყო გაზის ჭარბი ოდორიზებით.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" მოახდინა მყისიერი რეაგირება და ამ ეტაპზე არანაირი ტექნიკური პრობლემა აღარ არსებობს.

"ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად, რათა მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წამოადგენს. შექმნილი მდგომარეობაზე შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ბოდიშს უხდის მოსახლეობას. ცხელი ხაზის ნომერი: 2 24 40 40 (651)", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: რატომ მოიმატა ბუნებრივი აირის სუნმა - "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი