საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიატური "სილიკონ ველი თბილისში" - ჟურნალისტებმა მაღალტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს
მედიატური "სილიკონ ველი თბილისში" - ჟურნალისტებმა მაღალტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს

თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი კერ­ძო მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი" 16 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნე­ბა. ოფი­ცი­ა­ლურ გახ­სნამ­დე კი "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი" მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ძი­რი­თა­დი პრო­ექ­ტე­ბი ად­გილ­ზე გა­აც­ნო, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წა­რუდ­გი­ნა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

ბა­ტი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს მრა­ვალ მი­მარ­თუ­ლე­ბას, მათ შო­რის არის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, IT აკა­დე­მია, სწრა­ფი გა­დამ­ზა­დე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის ცენ­ტრე­ბი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი მე­დი­ა­ტუ­რი­დან

მი­სი­ვე თქმით, 100-ზე მეტ კომ­პა­ნი­ას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლია მე­მო­რან­დუ­მე­ბი და სტუ­დენ­ტებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის გარ­და, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნი­სა და და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

"სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­მა" მო­ი­პო­ვა ექ­სკლუ­ზი­უ­რი წვდო­მა გლო­ბა­ლურ სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­გა­კომ­პა­ნი­ე­ბი ათ მი­ლი­ონ­ზე მეტ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე სა­კუ­თარ მო­თხოვ­ნებს აფიქ­სი­რე­ბენ.

"ყო­ველ­დღი­უ­რად წვდო­მა გვაქვს 10 მი­ლი­ონ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე. სწო­რი გა­დამ­ზა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ვა­ჩი­ნოთ სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­ა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, ნინო ენუ­ქი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებვლო პროგ­რა­მე­ბი იქ­ნე­ბა სამ - სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რი სა­ფე­ხუ­რებ­ზე.

"ჩვენ ვას­წავ­ლით ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს არის ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. თუმ­ცა, ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ერ­თგვარ სინ­თეზ­შია", - აღ­ნიშ­ნა ნინო ენუ­ქი­ძემ.

მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტი - "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი" IT აკა­დე­მი­ას, ბიზ­ნეს და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს, სკო­ლას, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და კვლე­ვით ცენ­ტრებს, ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­კუ­ბა­ტო­რებს ერთ სივ­რცე­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი", ბა­გებ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ნო­მერ 82-ში მდე­ბა­რე­ობს. უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კო­მუ­ნი­კე წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ეთ­ში.

"სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ში" მო­მა­ვალ ქარ­თველ დე­ვე­ლო­პე­რებს, პროგ­რა­მულ ინ­ჟინ­რებს და მე­წარ­მე­ებს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს იდე­ე­ბის მე­ტად და სრულ­ყო­ფი­ლად გან­ვი­თა­რე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ასე­ვე გან­თავ­სდე­ბა წამ­ყვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ბრენ­დე­ბის ოფი­სე­ბი, სტუ­დენ­ტუ­რი კამ­პუ­სე­ბი, სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა ბავ­შვე­ბის­თვის თა­ვი­სი სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი­თა და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბით.

"სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" გახ­სნის ცე­რე­მო­ნია 16 სექ­ტემ­ბერს, 14:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბას მოწ­ვე­ულ სტუმ­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, ბიზ­ნეს პა­ლა­ტი­სა და ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მედიატური "სილიკონ ველი თბილისში" - ჟურნალისტებმა მაღალტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს

მედიატური "სილიკონ ველი თბილისში" - ჟურნალისტებმა მაღალტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" 16 სექტემბერს გაიხსნება. ოფიციალურ გახსნამდე კი "სილიკონ ველი თბილისი" მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

პროექტის ხელმძღვანელმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს ძირითადი პროექტები ადგილზე გააცნო, პრეზენტაციები წარუდგინა და საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერებინა.

ბატიაშვილის ინფორმაციით, "სილიკონ ველი თბილისის" პროექტი მოიცავს მრავალ მიმართულებას, მათ შორის არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, IT აკადემია, სწრაფი გადამზადებისა და დასაქმების ცენტრები.

დაათვალიერეთ ფოტოები მედიატურიდან

მისივე თქმით, 100-ზე მეტ კომპანიასთან გაფორმებულია მემორანდუმები და სტუდენტებს განათლების მიღების გარდა, პრაქტიკული გამოცდილების შეძენისა და დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

"სილიკონ ველი თბილისმა" მოიპოვა ექსკლუზიური წვდომა გლობალურ სამუშაო ადგილებზე საქართველოდან დასაქმების შესაძლებლობაში, სადაც ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეგაკომპანიები ათ მილიონზე მეტ სამუშაო ადგილზე საკუთარ მოთხოვნებს აფიქსირებენ.

"ყოველდღიურად წვდომა გვაქვს 10 მილიონ სამუშაო ადგილზე. სწორი გადამზადების შემთხვევაში, შესაძლებელია გავაჩინოთ სრულიად ახალი საამუშაო ადგილები", - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის, ნინო ენუქიძის ინფორმაციით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საგანმანათლებვლო პროგრამები იქნება სამ - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი საფეხურებზე.

"ჩვენ ვასწავლით ორი მიმართულებით, ეს არის ბიზნესის ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები. თუმცა, ჩვენი პროგრამების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს მიმართულებები ერთგვარ სინთეზშია", - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

მრავალმილიონიანი პროექტი - "სილიკონ ველი თბილისი" IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტი "სილიკონ ველი თბილისი", ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-ში მდებარეობს. უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის კომუნიკე წამყვან კომპანიებთან საქართველოსა და უცხოეთში.

"სილიკონ ველი თბილისში" მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების მეტად და სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით.

"სილიკონ ველი თბილისის" გახსნის ცერემონია 16 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს მთავრობის, ბიზნეს პალატისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი