"იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ..." - რაზე საუბრობენ ფარულ აუდიოჩანაწერში ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე

"იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ..." - რაზე საუბრობენ ფარულ აუდიოჩანაწერში ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე

ვიდეოპორტალ Youtube-ზე აუდიოჩანაწერი ვრცელდება სათაურით: "Ника Гварамия контролирует "независимых" политиков" (ნიკა გვარამია "დამოუკიდებელ" პოლიტიკოსებს აკონტროლებს"), ვიდეოს ფოტოზე კი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და "ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე არიან ასახულნი.

youtube-ზე ვიდეო 13 სექტემბერს არის გავრცელებული არხის - Creative Georgia News-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არხზე მხოლოდ ეს ერთი ვიდეო იძებნება. გთავაზობთ ამონარიდებს მათი დიალოგიდან, რომელიც საკმაოდ მწვავეა და კამათშიც გადაიზრდება რამდენჯერმე:

ნიკა გვარამია: ძალიან ნირწამხდარი ვარ, რომ არ დაგიმალოთ. იმიტომ, რომ თქვენი გირჩელები დღეს გამოდგნენ და სათითაოდ დაწერეს, რომ "ოცნებასთან" აპირებენ კოალიციაში ყოფნას და ეს თუ უნდა იყოს...

პაატა ბურჭულაძე: ვინ თქვა ეგ?

ნიკა გვარამია: ვახტანგ მეგრელიშვილმა და აჰყვა მთელი "გირჩი", ძალიან ბოდიში და, ეს თუ არის გეგმები ამ კოალიციის, ძალიან ვწუხვარ მართლა. ოღონდ ჩვენი დამოკიდებულებაც ვერ იქნება იგივე, რაც იყო. ძალიან ვწუხვარ მართლა.

წაიკითხეთ: "სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს" - გვარამია ბურჭულაძესთან ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ეხმაურება

მოისმინეთ სრულად აუდიოჩანაწერი

პაატა ბურჭულაძე: ერთი ვერ გავიგე. ეს ხუმრობაა თუ სერიოზულად მეუბნები?

ნიკა გვარამია: რას ჰქვია ხუმრობა? ჩემს ფეისბუქზე ვინმე შევიდეს, თუ ვინმეს იცნობთ და ნახავთ. ხვალ ვაკეთებ ამაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის "გირჩის", ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არ უარყო და მითხრა, ხო, აბა რა ვქნათ, ჩვენ გვინდა, ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულერთია, ვისი მოკავშირეები ვიქნებითო და ჩვენთვის არ არის სულერთი, პირდაპირ გეუბნებით, ბატონო პაატა... აჰყვა ჩემთვის ძალიან გასაკვირად თქვენი ბიჭი, რომელიც მართლა ძალიან კარგი იყო და ძალიან მესიმპათიურებოდა, პაპავა, რომელმაც მითხრა, რომ...

პაატა ბურჭულაძე: ეგ რომელი?

ნიკა გვარამია: პაპავა, რომელმაც თქვა, რომ ხო, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმე ვაკეთოთ. ივანიშვილთან ერთად საქმის კეთებას თუ საქმის კეთება ჰქვია, კი ბატონო, მაშინ ჩვენც გვექნება ჩვენი შეფასებები, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ისეთი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული. ივანიშვილთან მოთანამშრომლეებისთვის, ჩვენ არ ვართ ღია თანამშრომლობისთვის. რომ არ გეწყინოთ მერე, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და პირადად გცემთ პატივს.

პაატა ბურჭულაძე: რა უნდა მეწყინოს. მაგი, მაგაზე მეტი საწყენი თქვენ მითხარით, ახლა მეტს ვეღარაფერს ვიგებ. მე გავარკვევ ახლა ამას ყველაფერს იმიტომ, რომ მე ახლა ამოვედი...

ნიკა გვარამია: კი ბატონო. მე თქვენ გელოდებით. ახლა მე თქვენებთან მქონდა ძირითადად ურთიერთობა, "გირჩი" ჩემთვის არის მეასეხარისხოვანი, მაგრამ ახლა სადაც ჯანდიერია, სადაც თქვენ ხართ და ა.შ. ახლა იმ ხალხთან დაკავშირებით ეგეთი ხალხი როა, რომელიც იძახის, რომ ბიძინასთან ერთად ერთ მთავრობაში უნდა ვიყო იმიტომ, რომ მინისტრობა მინდა, - ეგ ჩემთვის პასუხია ბევრ შეკითხვაზე.

პაატა ბურჭულაძე: მე გთხოვთ ერთ რამეს. ახლა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ჩემი განცხადებები... თქვენ იცით, როგორც რას ვიძახი. მე თუ ვისთან ვრჩები.

ნიკა გვარამია: მე ვიცი, ბატონო პაატა. თქვენთან ჩემი დამოკიდებულებაც იცით თქვენ. ახლა იმიტომ გირეკავთ თქვენ ჯერ....

*******

პაატა ბურჭულაძე: ნიკა, გენაცვალე, პაატა ვარ.

ნიკა გვარამია: ხო, ბატონო პაატა.

პაატა ბურჭულაძე: მომისმინე, ეხლა გადავრეკე იქით, გადმოვრეკე, არაფერი მაგის მაგვარია. რაღაც კონტექსტიდან ამოაგდესო, მიაწვნენო და ათქმევინესო. თუ რაღაცა მოხდა და თუ დაიწვა ქვეყანა და თუ... მე ვუთხარი, არც მაგის თქმა არ შეიძლებოდა. თუ დაიწვა ქვეყანა და გადაიწვა, მერე რაღად გინდა...

ნიკა გვარამია: არა. ეგ არ არის სიმართლე. მე, ჩვეულებრივად, ეს ამბავი რომ დაიდო იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი საარჩევნო სუბიექტი. ჩვეულებრივად დავპოსტე ჩემ გვერდზე და ვკითხე მეგრელიშვილს, რომ ეს მართლა თქვი-თქო, რაზეც სამჯერ გამცა პასუხი, რომ დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე მქონდეს ჩემი იდეების განხორციელების შესაძლებლობა და ვიხილავ, ჩემთვის დასაშვებია "ოცნებასთან" ერთ კოალიციაში ყოფნა. არც ქვეყნის დაწვაზეა ლაპარაკი და არც დაქცევაზე, ბატონო პაატა. მე ეგენი არ მეშლება.

პაატა ბურჭულაძე: გასაგებია. მაშინ, მე რომ ჩამოვალ, გავარკვევ.

ნიკა გვარამია: და იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ. ხო იცით, რომ ეგრეა? გამორიცხული ამბავია ეგ. და იქაც ყველა ისეთი ადამიანია, ვისთანაც მაკავშირებს დიდი ხნის ურთიერთობა და მაგათ, მე თავს არ დავესხმები ტყუილად. გამორიცხული ამბავია ეს. მაგრამ ივანიშვილთან ერთად ყოფნა, რომელსაც ჩემი მეგობრები პოლიტიკურ პატიმრებად ჰყავს და რომელიც ჩემ ტელევიზიას ჩვეულებრივად ახევას უკეთებს, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თავს განიხილავს იმათთან ერთად, მე არ მაქვს გზა.

პაატა ბურჭულაძე: მართალია.

ნიკა გვარამია: ნუ გეწყინებათ, ძალიან გთხოვთ. მე ასე ვუყურებ ამ საკითხს.

პაატა ბურჭულაძე: მე რა უნდა მეწყინოს? მე არაფერი არ მეწყინება. მაგრამ მოდით, გავაკეთოთ ერთი რამე რა.

ნიკა გვარამია: იმიტომ, რომ მე ვიცი თქვენი პოზიციები. ჩემთვის არის გამაოგნებელი, დათო ჯანდიერთან ერთად რანაირად შეიძლება წულუკიანი იყოს მაგალითად ერთ მთავრობაში. მე, ჩემთვის გაუგებარია და ვახო მეგრელიშვილი ჩემთვის ფასეულობას არც მანამდე წარმოადგენდა და არც ახლა არ წარმოადგენს და კახა ბენდუქიძის მკვლელთან ერთად... ნაგვის ყუთიდან ამოიღო კახა ბენდუქიძემ და კახა ბენდუქიძის მკვლელთან ერთად ერთ მთავრობაში ყოფნას თუ აპირებს, ეს ისეთი მორალური კომპრომისია, რომელსაც მე პირადად არასდროს არ შევხედავ... მოისმინეთ სრულად აუდიოჩანაწერი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."