"19 წლისა დავქვრივდი, ბედნიერი ადამიანი ვიყავი - ჩემი მეუღლე ჩემ თვალწინ გარდაიცვალა" - ნანა ფაჩუაშვილი განვლილ გზაზე

 "19 წლისა დავქვრივდი, ბედნიერი ადამიანი ვიყავი - ჩემი მეუღლე ჩემ თვალწინ გარდაიცვალა" - ნანა ფაჩუაშვილი განვლილ გზაზე

ტელეკომპანია PALITRANEWS-ის რუბრიკაში - "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ. ამჯერად, ბლიც-კითხვებს მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი პასუხობს:

გზა მსახიობობამდე...

რაღაც მნიშვნელოვანი რომ გააკეთო, ძალიან რთული გზა უნდა გაიარო. მე სულ ვამბობ, რა თქმა უნდა ბედი უნდა გწყალობდეს, უნდა იყო შრომისმოყვარე და საქმისადმი ფანატიკოსი.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

ტკივილმა იცის შეცვლა... შეგცვლის. ტკივილი, რომელიც შეგანჯღრევს, გადაგასხვაფერებს, იმიტომ რომ შენ ასეთი უნდა გახდე იმ ტკივილის გამო... რატომ მატირებთ?...

მშვიდად ვარ როცა...

როცა ჩემს ოჯახში, ჩემს ქვეყანაში სიმშვიდეა... თუკი რამეს ვლოცულობ, პირველი ეს არის, სიმშვიდე, ჯანმრთელობა. მეტი არაფერი მინდა ცხოვრებაში

სიყვარული არის...

სიყვარულს მოთმინება უნდა, სიყვარულს მოძებნა უნდა, მიდგომა უნდა... რა ვიცი, სიყვარულის გარეშე ვერ წარმომიდგენია...

მენატრება...

მე უკვე ისეთ ასაკში ვარ, უახლოესი ადამიანები დავკარგე... პირველ რიგში, ჯერ მარტო, 19 წლის ვიყავი რომ დავქვრივდი, ბედნიერი ადამიანი ვიყავი - ჩემი მეუღლე ჩემს თვალწინ გარდაიცვალა.... ძალიან ახლო ადამიანები, ძალიან... ჩემი სისხლი და ხორცი

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

ეს ჩემი ბედისწერაა, ჩემი ბედი. მე წარვმართე ასე... იხილეთ ვრცლად

კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება

როგორ გამოიყურება ბრუკ შილდსი წლების შემდეგ - დედის ამბიციებს შეწირული ბავშვობა და ულამაზესი მსახიობის ცხოვრება დღეს

10 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე გაიმარჯვა - "შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა"