პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სპეციალური ბრძანება გამოსცა შს მინისტრმა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით
რა სპეციალური ბრძანება გამოსცა შს მინისტრმა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებს მის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბა გა­აც­ნო. მი­ნის­ტრმა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის დი­რექ­ტო­რებ­თან და შს სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ვი­დე­ო­ხი­დის მეშ­ვე­ო­ბით სა­მუ­შაო თათ­ბი­რი ჩა­ა­ტა­რა.

უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა თა­ნამ­შრომ­ლებს მის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბა გა­აც­ნო, რო­მე­ლიც 2016 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არ­ჩევ­ნე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის რიგ­გა­რე­შე და შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის უსაფრ­თხო და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფის მიზ­ნით შე­მუ­შავ­და.

ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩევ­ნე­ბის უსაფრ­თხო და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და­მა­ტე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ რე­გი­ონ­ში სა­პო­ლი­ციო და­ნა­ყო­ფე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი­სა­გან შე­იქ­მნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ: მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის, მათი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი­სა და რის­კე­ბის მუდ­მივ შე­ფა­სე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვას; არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ელ­თა შე­საძ­ლო გა­მო­ცხა­დე­ბის მიზ­ნით, უსაფრ­თხო­ე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლე­ნილ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­ზე დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ბრძა­ნე­ბის მი­ზა­ნია, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ის­თვის ერ­თი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო სტან­დარ­ტე­ბის დად­გე­ნა. ბრძა­ნე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში და აგ­რეთ­ვე, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი და პი­რო­ბე­ბი.

ბრძა­ნე­ბა ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს პო­ლი­ცი­ელ­თა ად­გი­ლებ­ზე გა­დამ­ზა­დე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მათი უფ­ლე­ბე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში

მო­ნა­წი­ლე პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

შს მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა ძა­ლა­ში უკვე შე­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა სპეციალური ბრძანება გამოსცა შს მინისტრმა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

რა სპეციალური ბრძანება გამოსცა შს მინისტრმა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლებს მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო. მინისტრმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ვიდეოხიდის მეშვეობით სამუშაო თათბირი ჩაატარა.

უწყების ხელმძღვანელმა თანამშრომლებს მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე და შუალედური არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფის მიზნით შემუშავდა.

ბრძანების შესაბამისად, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს. საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას.

სამინისტროს ცნობით, ბრძანების მიზანია, ბოლო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პოლიციისთვის ერთიანი სამოქმედო სტანდარტების დადგენა. ბრძანებით განსაზღვრულია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანში და აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები და პირობები.

ბრძანება ასევე ითვალისწინებს პოლიციელთა ადგილებზე გადამზადებას არჩევნების დღეს მათი უფლებება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში

მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.

შს მინისტრის ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ