კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა გოდერძის თევზაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა გოდერძის თევზაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა დე­მურ სტუ­რუ­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის, გო­დერ­ძი თევ­ზა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 2016 წლის 13 სექ­ტემ­ბერს, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ჩა­დე­ნა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ძებ­ნა­ში მყო­ფი გო­დერ­ძი თევ­ზა­ძე, რო­მე­ლიც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მო­ცხად­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში.

"შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2016 წლის 7 აგ­ვის­ტოს, უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გო­დერ­ძი თევ­ზა­ძემ სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე და­ი­ბა­რა დე­მურ სტუ­რუა, რო­მელ­თა­ნაც მა­ნამ­დე ჰქონ­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა. მისი და­ში­ნე­ბი­სა და ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნის მიზ­ნით, გ. თევ­ზა­ძემ დ. სტუ­რუა უკა­ნო­ნოდ ჩა­ის­ვა სამ­სა­ხუ­რებ­რივ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, წა­იყ­ვა­ნა სო­ფელ ია­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ნაკ­ლე­ბად და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლას, სა­დაც დე­მურ სტუ­რუ­ას და­ე­მუქ­რა და­ნა­შა­უ­ლის დაბ­რა­ლე­ბით, მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და სთხოვ­და პო­ლი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად დ.სტუ­რუ­ამ მი­ი­ღო თვით­მკვლე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ვი­ნა­ი­დან, გო­დერ­ძი თევ­ზა­ძე თავს არი­დებ­და გა­მო­ძი­ე­ბას, მის მი­მართ და­უს­წრებ­ლად იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად შე­ე­ფარ­და და­პა­ტიმ­რე­ბა და იმა­ვე დღეს გა­მო­ცხად­და მისი ძებ­ნა.

და­კა­ვე­ბი­დან არა უგ­ვი­ა­ნეს 48 სა­ა­თი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რა გო­დერ­ძი თევ­ზა­ძეს წა­რუდ­გენს ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბის მო­თხოვ­ნით.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე და 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ით­ვა­ლის­წი­ნებს 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცახ­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

პროკურატურა გოდერძის თევზაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა გოდერძის თევზაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წლის 13 სექტემბერს, პროკურატურის მიერ დაკავებული იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ჩადენაში ბრალდებული, ძებნაში მყოფი გოდერძი თევზაძე, რომელიც ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.

"შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ. თევზაძემ დ. სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.

ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებდა გამოძიებას, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, მოსამართლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება და იმავე დღეს გამოცხადდა მისი ძებნა.

დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, პროკურატურა გოდერძი თევზაძეს წარუდგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების მოთხოვნით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - ნათქვამია პროკურატურის განცახდებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ