პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალები მეუბნებიან: შენი სიტყვებით ტვინი გვაქვს შეჭმულიო" - რატომ საყვედურობს შოთიკო ნოზაძეს ცოლი "გათენგოებას"
"ქალები მეუბნებიან: შენი სიტყვებით ტვინი გვაქვს შეჭმულიო" - რატომ საყვედურობს შოთიკო ნოზაძეს ცოლი "გათენგოებას"

მსა­ხი­ო­ბი შო­თი­კო ნო­ზა­ძე, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა სე­რი­ალ "ჩე­მი­ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გა­იც­ნო, ერთი თვის წინ და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, იუ­რის­ტი სოფო აბუ­აშ­ვი­ლია. შო­თი­კომ "თენ­გოს" არ უღა­ლა­ტა და ქორ­წი­ლი ხა­შურ­ში გა­და­ი­ხა­და. სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა კი ბა­კუ­რი­ან­სა და სვა­ნეთ­ში ჰქონ­დათ. უკან კი, ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის, ლა­მა­ზო მო­გო­ნე­ბე­ბით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი, უკვე რუს­თავ­ში შე­უდ­გნენ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას.

- თენ­გო, - "ქალი ვიცი მე კუხ­ნა­ში" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ქმა­რია. თქვენ რო­გორ ინა­წი­ლებთ რო­ლებს?

- გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი არ გვაქვს. დღეს, მა­გა­ლი­თად, პირ­ველ­მა მე გა­ვიღ­ვი­ძე. ავ­დე­ქი და ორი­ვეს­თვის მო­ვამ­ზა­დე სა­უზ­მე. ამის პრობ­ლე­მა არ მაქვს. არ მი­მაჩ­ნია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ცოლ­მა უნდა მო­ამ­ზა­დოს საჭ­მე­ლი, გა­რე­ცხოს და ასე შემ­დეგ. თუ სა­ჭი­როა, რომ მე ეს გა­ვა­კე­თო, რა­ტო­მაც არა? მაგ­რამ, გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე თუ მიდ­გე­ბა საქ­მე, ქალ­სა და კაცს 50-50-ზე მა­ინც არ ვა­ყე­ნებ. კაცი მა­ინც მაღ­ლა დგას. ის ქა­ლის­თვის საყ­რდე­ნი უნდა იყოს და კაცი მას უნდა იცავ­დეს. თუ აბ­სო­ლუ­ტურ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, მა­შინ ვთქვათ, რომ კაცი რა­საც აკე­თებს, ქალი იმას ვერ გა­ა­კე­თებს - მოდი, ახლა, მე რომ კაცი ვარ, სახ­ლს და­ვა­ლა­გებ, შენ წადი და "ლა­ფარ­თქა­ზე~ იმუ­შა­ვე, თა­ნას­წო­რო­ბა თუ გინ­და, მა­შინ მე რა­საც ვა­კე­თებ, შენც ხომ უნდა გა­ა­კე­თო ის?!

- თენ­გო ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს, მაგ­რამ მისი გი­ნე­ბა ცოტა აღი­ზი­ა­ნებთ ხოლ­მე. ცოლი რას გე­უბ­ნე­ბა ამა­ზე?

- ამ ბოლო დროს სა­ჭეს­თან გი­ნე­ბას მეც და­ვეჩ­ვიე და ცოლი მე­უბ­ნე­ბა: ნუ, გა­თენ­გოვ­დე­ბი ხოლ­მეო (იცი­ნის). თე­ნოს გი­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ნე­ბის­მი­ერს რომ ჰკი­თხო, გე­ტყვის: მის­გან სხვა­ნა­ი­რი მე­ტყვე­ლე­ბა ვერ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნი­აო. ტი­პია ისე­თი, რომ უხ­დე­ბა გი­ნე­ბა, ბო­დიშს ვიხ­დი, მაგ­რამ "შე კარგ მოტ...ო" ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბად იქცა. ცუდი სი­ტყვა აღა­რაა და ქუ­ჩა­ში რომ გი­თხრან, აღარ უნდა გე­წყი­ნოს (იცი­ნის). ბევ­რი მხვდე­ბა და მე­უბ­ნე­ბა, ცოლს ასე ვა­გი­ნე­ბო. ქა­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან: ვა­ი­მე, შენი სი­ტყვე­ბით სახ­ლში ტვი­ნი გვაქვს შეჭ­მუ­ლი და აღარ შეგ­ვიძ­ლი­აო. ეს ფრა­ზა გან­სა­კუთ­რე­ბით კა­ცებს მოს­წონთ და ჩვე­უ­ლებ­რივ მი­მარ­თვის ფორ­მად აქ­ცი­ეს (იცი­ნის).

- ახა­ლი სე­ზო­ნი­დან რას ელო­დოს მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- ამ სე­ზონს ჩვე­ნი ხაზი ხსნის და მეტი ჯერ არ ვიცი. გა­და­ღე­ბე­ბი უკვე და­ვი­წყეთ და თენ­გო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით, ულ­ვა­შით მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა.

- ხა­შუ­რის გამ­გებ­ლის­გან შენს როლს უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

- ჰო, არ მინ­და ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა. უბ­რა­ლოდ, სა­სა­ცი­ლო იყო ამა­ზე მისი მხრი­დან ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა.

ქეთი კა­პა­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

"ქალები მეუბნებიან: შენი სიტყვებით ტვინი გვაქვს შეჭმულიო" - რატომ საყვედურობს შოთიკო ნოზაძეს ცოლი "გათენგოებას"

"ქალები მეუბნებიან: შენი სიტყვებით ტვინი გვაქვს შეჭმულიო" - რატომ საყვედურობს შოთიკო ნოზაძეს ცოლი "გათენგოებას"

მსახიობი შოთიკო ნოზაძე, რომელიც მაყურებელმა სერიალ "ჩემიცოლის დაქალებიდან" გაიცნო, ერთი თვის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ულამაზესი გოგონა, იურისტი სოფო აბუაშვილია. შოთიკომ "თენგოს" არ უღალატა და ქორწილი ხაშურში გადაიხადა. საქორწინო მოგზაურობა კი ბაკურიანსა და სვანეთში ჰქონდათ. უკან კი, ახალი სეზონისთვის, ლამაზო მოგონებებით დაბრუნებულები, უკვე რუსთავში შეუდგნენ ოჯახურ ცხოვრებას.

- თენგო,  - "ქალი ვიცი მე კუხნაში" დამოკიდებულების ქმარია. თქვენ როგორ ინაწილებთ როლებს?

- განაწილებული მოვალეობები არ გვაქვს. დღეს, მაგალითად, პირველმა მე გავიღვიძე. ავდექი და ორივესთვის მოვამზადე საუზმე. ამის პრობლემა არ მაქვს. არ მიმაჩნია, რომ აუცილებლად ცოლმა უნდა მოამზადოს საჭმელი, გარეცხოს და ასე შემდეგ. თუ საჭიროა, რომ მე ეს გავაკეთო, რატომაც არა? მაგრამ, გენდერულ თანასწორობაზე თუ მიდგება საქმე, ქალსა და კაცს 50-50-ზე მაინც არ ვაყენებ. კაცი მაინც მაღლა დგას. ის ქალისთვის საყრდენი უნდა იყოს და კაცი მას უნდა იცავდეს. თუ აბსოლუტურ თანასწორობაზე ვისაუბრებთ, მაშინ ვთქვათ, რომ კაცი რასაც აკეთებს, ქალი იმას ვერ გააკეთებს - მოდი, ახლა, მე რომ კაცი ვარ, სახლს დავალაგებ, შენ წადი და `ლაფართქაზე~ იმუშავე, თანასწორობა თუ გინდა, მაშინ მე რასაც ვაკეთებ, შენც ხომ უნდა გააკეთო ის?!

- თენგო ყველას ძალიან უყვარს, მაგრამ მისი გინება ცოტა აღიზიანებთ ხოლმე. ცოლი რას გეუბნება ამაზე?

- ამ ბოლო დროს საჭესთან გინებას მეც დავეჩვიე და ცოლი მეუბნება: ნუ, გათენგოვდები ხოლმეო (იცინის). თენოს გინებას რაც შეეხება, ნებისმიერს რომ ჰკითხო, გეტყვის: მისგან სხვანაირი მეტყველება ვერ წარმოგვიდგენიაო. ტიპია ისეთი, რომ უხდება გინება, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ "შე კარგ მოტ...ო" ჩვეულებრივი კომუნიკაციის საშუალებად იქცა. ცუდი სიტყვა აღარაა და ქუჩაში რომ გითხრან, აღარ უნდა გეწყინოს (იცინის). ბევრი მხვდება და მეუბნება, ცოლს ასე ვაგინებო. ქალები მეუბნებიან: ვაიმე, შენი სიტყვებით სახლში ტვინი გვაქვს შეჭმული და აღარ შეგვიძლიაო. ეს ფრაზა განსაკუთრებით კაცებს მოსწონთ და ჩვეულებრივ მიმართვის ფორმად აქციეს (იცინის).

- ახალი სეზონიდან რას ელოდოს მაყურებელი?

- ამ სეზონს ჩვენი ხაზი ხსნის და მეტი ჯერ არ ვიცი. გადაღებები უკვე დავიწყეთ და თენგო განსხვავებული იმიჯით, ულვაშით მოგვევლინება.

- ხაშურის გამგებლისგან შენს როლს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

- ჰო, არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. უბრალოდ, სასაცილო იყო ამაზე მისი მხრიდან ამხელა გამოხმაურება.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი