გურჯაანსა და ჩალაუბანში "ქართული ოცნების" პლაკატები ჩამოხიეს

გურჯაანსა და ჩალაუბანში "ქართული ოცნების" პლაკატები ჩამოხიეს

ქალაქ გურჯაანსა და სოფელ ჩალაუბანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის სააგიტაციო მასალები ჩამოხიეს. როგორც "სპექტრი.გე"-ს პარტიაში განუცხადეს, ისინი დღეს გურჯაანის საოლქო კომისიას საჩივრით მიმართავენ.

"ჩამოხეულია თითქმის ყველა პლაკატი, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ჩვენ ვიმოქმედებთ სამართლებრივ ჭრილში. მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავოს. "ქართული ოცნება" ამდაგვარი საქციელით არ აპირებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ამის უკან ალბათ კონკურენტი პარტიის საარჩევნო სუბიექტი დგას" - აღნიშნა "სპექტრი.გე"-სთან "ქართული ოცნების" გურჯაანის შტაბის საარჩევნო სპეციალისტმა ზაქრო ქაჩლიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა