მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუთი თვეა ვალეში საცხოვრებელი კორპუსი იტბორება
ხუთი თვეა ვალეში საცხოვრებელი კორპუსი იტბორება

ვა­ლე­ში, მა­ჭა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, N5-ში მდე­ბა­რე ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი ყო­ველ დი­ლით იტ­ბო­რე­ბა. შე­ნო­ბის მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში ჩა­მოშ­ლი­ლი კედ­ლის ნა­წი­ლი­დან წყა­ლი ჟო­ნავს და რო­გორც კორ­პუ­სის შიდა, ასე­ვე მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას წყლით ფა­რავს. რა და­ზი­ან­და კორ­პუს­ში მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა არ იცი­ან, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ შე­ნო­ბი­დან წყალ­მა დი­ნე­ბა ხუთი თვის წინ და­ი­წყო.

"ვერ გა­ივ­ლი იმ­ხე­ლა წყა­ლი დგას, შე­ნო­ბა ისეც დან­გრე­უ­ლი იყო და ახლა უფრო მე­ტად ავა­რი­უ­ლია, კორ­პუ­სის შიგ­ნი­დან სა­ძირ­კვე­ლი ჩანს უკვე. ღამე და­ძი­ნე­ბის გვე­ში­ნია", - ამ­ბობს აღ­ნიშ­ნულ კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი სვე­ტა კო­ტო­ი­ა­ნი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მათ სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით წყლის სის­ტე­მა შეც­ვა­ლეს, თუმ­ცა კორ­პუს­თან წყალ­მა დი­ნე­ბა მა­ინც არ შე­წყვი­ტა.

ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ვა­ლე­ში გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ელი­ოზ ბარბლიშ­ვი­ლი. რო­გორც ის ამ­ბობს, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ზი­ა­ნე­ბის წერ­ტილს "წყალ­კა­ნა­ლი" ეძებ­და: "ცოტა ხანი შევ­წყვი­ტეთ კი­დეც წყლის მი­წო­დე­ბა, რომ გა­ე­გოთ, სად იყო და­ზი­ა­ნე­ბა. ყვე­ლა მხრი­დან შე­ა­მოწ­მეს კო­მუ­ნი­კა­ცია და და­ზი­ა­ნე­ბა ვერ ნა­ხეს. ახ­ლაც იქ არი­ან და არ ვიცი, რო­მელ მილს გა­და­კე­ტა­ვენ დრო­ე­ბით, რომ ნა­ხონ სად არის და­ზი­ა­ნე­ბა".

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ხუთი თვეა ვალეში საცხოვრებელი კორპუსი იტბორება

ხუთი თვეა ვალეში საცხოვრებელი კორპუსი იტბორება

ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე, N5-ში მდებარე ორსართულიანი კორპუსი ყოველ დილით იტბორება. შენობის მარჯვენა კუთხეში ჩამოშლილი კედლის ნაწილიდან წყალი ჟონავს და როგორც კორპუსის შიდა, ასევე მიმდებარე ტერიტორიას წყლით ფარავს. რა დაზიანდა კორპუსში მაცხოვრებლებმა არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ შენობიდან წყალმა დინება ხუთი თვის წინ დაიწყო.

"ვერ გაივლი იმხელა წყალი დგას, შენობა ისეც დანგრეული იყო და ახლა უფრო მეტად ავარიულია, კორპუსის შიგნიდან საძირკველი ჩანს უკვე. ღამე დაძინების გვეშინია", - ამბობს აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები სვეტა კოტოიანი.

ადგილობრივების თქმით, მათ საკუთარი ხარჯებით წყლის სისტემა შეცვალეს, თუმცა კორპუსთან წყალმა დინება მაინც არ შეწყვიტა.

ვითარების შესახებ ინფორმირებულია ვალეში გამგებლის წარმომადგენელი ელიოზ ბარბლიშვილი. როგორც ის ამბობს, ამ ხნის განმავლობაში დაზიანების წერტილს "წყალკანალი" ეძებდა: "ცოტა ხანი შევწყვიტეთ კიდეც წყლის მიწოდება, რომ გაეგოთ, სად იყო დაზიანება. ყველა მხრიდან შეამოწმეს კომუნიკაცია და დაზიანება ვერ ნახეს. ახლაც იქ არიან და არ ვიცი, რომელ მილს გადაკეტავენ დროებით, რომ ნახონ სად არის დაზიანება".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა