პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე ვალეში
"ოცნების" სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე ვალეში

ვა­ლე­შიც, ისე რო­გორც ახალ­ცი­ხე­ში ჯერ მხო­ლოდ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­სა­ლე­ბია გაკ­რუ­ლი. თუმ­ცა, გარ­და საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა, აღ­ნიშ­ნულ მა­სა­ლებს სკო­ლი­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღის შე­სას­ვლე­ლებ­შიც ვხვდე­ბით.

ვა­ლეს შე­სას­ვლელ­ში მდე­ბა­რე, მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლას ორი ჭიშ­კა­რი აქვს, ორი­ვე მათ­გან­ზე ახალ­ცი­ხე-ადი­გე­ნის ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის გი­ორ­გი კო­პა­ძის პლა­კა­ტე­ბია გაკ­რუ­ლი.

რო­გორც ამა­ვე სკო­ლის დამ­ლა­გე­ბე­ლი ლალი სამ­სო­ნი­ძე ამ­ბობს, სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა გუ­შინ, 11 სექ­ტემ­ბერს, გა­მო­აკ­რეს: "დი­ლით უკვე მიკ­რუ­ლი ჰქონ­დათ".

ვა­ლეს მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა გვან­ცა გო­გო­ლა­ძემ კი პარ­ტი­ის სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლა სკო­ლა­ზე დღეს, 12 სექ­ტემ­ბერს დი­ლით ნახა. "ვინ­მეს­თან რომ დავრე­კო და ვუ­თხრა, ეს აქე­დან აი­ღეთ მეთ­ქი, სა­ფუძ­ვე­ლი ხომ უნდა მქონ­დეს. ამი­ტომ იუ­რის­ტთან მინ­დო­და გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა, მაგ­რამ ჯერ ვერ მო­ვი­ცა­ლე. ისე პირ­დად ჩემ­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის", - ამ­ბობს გო­გო­ლა­ძე.

ვა­ლეს სა­ბავ­შვო ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის თქმით, ასე­ვე 11 სექ­ტემ­ბერს გა­მო­იკ­რა მათ შე­სას­ვლელ კარ­ზეც გი­ორ­გი კო­პა­ძის პლა­კა­ტე­ბი.

"და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ არ მი­მიქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა, ამომ­რჩე­ველ­მა ხომ უნდა ნა­ხოს ვინ იყ­რის კენ­ჭს და არ­ჩე­ვა­ნი ვის­ზეც უნდა იმა­ზე უნდა გა­ა­კე­თოს", - ამ­ბობს ვა­ლეს სა­ბავ­შვო ბა­ღის მე­ნე­ჯე­რი ქე­თე­ვან ლა­ფა­ჩი.

გი­ორ­გი კო­პა­ძის პა­ლა­კა­ტია გაკ­რუ­ლი N10 ვა­ლეს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის შე­სას­ვლელ­თან ღო­ბე­ზეც. რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი უბ­ნის მდი­ვა­ნი და თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ამ­ბო­ბენ, პლა­კა­ტი არ და­უ­ნა­ხავთ, თუმ­ცა ფიქ­რო­ბენ, რომ ეს უბ­ნის­გან მო­შო­რე­ბუ­ლი ად­გი­ლია და პლა­კა­ტის გაკ­ვრა და­საშ­ვე­ბია.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ოცნების" სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე ვალეში

"ოცნების" სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე ვალეში

ვალეშიც, ისე როგორც ახალციხეში ჯერ მხოლოდ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მასალებია გაკრული. თუმცა, გარდა საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილი ტერიტორიებისა, აღნიშნულ მასალებს სკოლისა და საბავშვო ბაღის შესასვლელებშიც ვხვდებით.

ვალეს შესასვლელში მდებარე, მეორე საჯარო სკოლას ორი ჭიშკარი აქვს, ორივე მათგანზე ახალციხე-ადიგენის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კოპაძის პლაკატებია გაკრული.

როგორც ამავე სკოლის დამლაგებელი ლალი სამსონიძე ამბობს, სააგიტაციო მასალა გუშინ, 11 სექტემბერს, გამოაკრეს: "დილით უკვე მიკრული ჰქონდათ".

ვალეს მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა გვანცა გოგოლაძემ კი პარტიის სააგიტაციო მასალა სკოლაზე დღეს, 12 სექტემბერს დილით ნახა. "ვინმესთან რომ დავრეკო და ვუთხრა, ეს აქედან აიღეთ მეთქი, საფუძველი ხომ უნდა მქონდეს. ამიტომ იურისტთან მინდოდა გადამემოწმებინა, მაგრამ ჯერ ვერ მოვიცალე. ისე პირდად ჩემთვის მიზანშეწონილი არ არის", - ამბობს გოგოლაძე.

ვალეს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლების თქმით, ასევე 11 სექტემბერს გამოიკრა მათ შესასვლელ კარზეც გიორგი კოპაძის პლაკატები.

"დავინახე, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება, ამომრჩეველმა ხომ უნდა ნახოს ვინ იყრის კენჭს და არჩევანი ვისზეც უნდა იმაზე უნდა გააკეთოს", - ამბობს ვალეს საბავშვო ბაღის მენეჯერი ქეთევან ლაფაჩი.

გიორგი კოპაძის პალაკატია გაკრული N10 ვალეს საარჩევნო უბნის შესასვლელთან ღობეზეც. როგორც აღნიშნული უბნის მდივანი და თავმჯდომარის მოადგილე ამბობენ, პლაკატი არ დაუნახავთ, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს უბნისგან მოშორებული ადგილია და პლაკატის გაკვრა დასაშვებია.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა