სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს უარყოფს
პროკურატურა ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს უარყოფს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ტე­ლე­წამ­ყვან ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­სა და მსა­ხი­ობ ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბას უარ­ყოფს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ ეტაპ­ზე საქ­მე არ­სე­ბი­თად გა­ნი­ხი­ლე­ბა და არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ტე­ლე­წამ­ყვან ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­სა და მსა­ხი­ობ ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე როს­ტოშ­ვი­ლი­სა და კურ­ტა­ნი­ძის ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ტი­ვით ად­ვო­კატ­მა პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა იშუ­ამ­დგომ­ლა, რო­მელ­ზეც მხა­რე­ებს შე­სა­ვა­ლი სი­ტყვა უნდა წარ­მო­ეთ­ქვათ. მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბის შე­სა­ვა­ლი სი­ტყვა მო­ის­მი­ნა, რის შემ­დე­გაც პრო­ცე­სი 13 ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­და­დო, რათა ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ებ­მა პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ა­ჯე­რონ ან არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის­თვის მო­ემ­ზა­დონ. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კატ­მა, მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მო­დის, რა­საც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც და­თან­ხმდნენ. მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სას­ჯე­ლის ვა­და­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა ამ ეტაპ­ზე რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლია, დაც­ვის მხა­რე კი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის და­კის­რე­ბას ითხოვს.

ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. როს­ტოშ­ვი­ლი 150 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ 20 ივ­ლისს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 150 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­მო­უშ­ვეს მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძეც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

პროკურატურა ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს უარყოფს

პროკურატურა ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს უარყოფს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ამ ეტაპზე საქმე არსებითად განიხილება და არანაირი მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე როსტოშვილისა და კურტანიძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განაცხადა. აღნიშნული მოტივით ადვოკატმა პროცესის გადადება იშუამდგომლა, რომელზეც მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ. მოსამართლემ ბრალდების შესავალი სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც პროცესი 13 ოქტომბრამდე გადადო, რათა ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა პოზიციები შეაჯერონ ან არსებითი განხილვისთვის მოემზადონ. როგორც ბრალდებულების ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინიციატივა პროკურატურისგან მოდის, რასაც ბრალდებულებიც დათანხმდნენ. მისივე თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები სასჯელის ვადაზე მიმდინარეობს, რადგან პროკურატურის შეთავაზება ამ ეტაპზე რეალური სასჯელია, დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის პირობითი მსჯავრის დაკისრებას ითხოვს.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 20 ივლისს გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული მსახიობი ლაშა კურტანიძეც.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ