საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი „ოცნების“ ლიდერებს - თუ სხვა ვერაფერ ნაკლს მიძებნით, გამოდით და ასე თქვით, ბატონებო
დავით უსუფაშვილი „ოცნების“ ლიდერებს - თუ სხვა ვერაფერ ნაკლს მიძებნით, გამოდით და ასე თქვით, ბატონებო

მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის მსხვერ­პლი არას­წო­რად მი­წო­დე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის, ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის და შეგ­ნე­ბუ­ლად არ ახ­დენს სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბას, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე და­ვით უსუ­ფაშ­ვილს "თითი თით­ზე არ და­უ­დია".

უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, გუ­შინ კვლავ გავ­რცელ­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია და ორ­მა­გად სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო.

"მე ჯერ კი­დევ მინ­და მჯე­რო­დეს, რომ იგი არის მსხვერ­პლი არას­წო­რად მი­წო­დე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის, ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის და თა­ვად შეგ­ნე­ბუ­ლად არ ახ­დენს სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას. ჩვენ, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ ვარ­გოთ ქვე­ყა­ნას, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ვავ­ნოთ კი­დეც და ქვეყ­ნის­თვის ვნე­ბის ყვე­ლა­ზე მოკ­ლე გზაა, როცა ჩვე­ნი სი­ტყვე­ბი უფა­სურ­დე­ბა. მე არ მინ­და, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და მათ შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი უფა­სურ­დე­ბო­დეს იმ ტი­პის არას­წო­რი ფაქ­ტე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბით, რო­მე­ლიც გუ­შინ მო­ვის­მი­ნეთ. ეს ეხე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლად სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ას და მის მუ­შა­ო­ბას, მისი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ჩემი რა "რეს­ბუპ­ლი­კე­ლე­ბის" წვლილს. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ, რომ თითი თით­ზე არ დაგ­ვი­დია და თურ­მე ჩვე­ნი ბრა­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტი პირ­და­პი­რი წე­სით აირ­ჩე­ვა. მე ძნე­ლად წარ­მო­მიდ­გე­ნია, უფრო უსა­ფუძ­ვლო და თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი. მე მინ­და მივ­მარ­თო ოპო­ნენ­ტებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებს, ვი­კა­მა­თოთ და ნუ გვექ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი აგე­ბუ­ლი სიც­რუ­ე­ზე და თუ სხვა ვე­რა­ფერს მი­ძებ­ნით ნაკლს, მა­შინ გა­მო­დით და ასე თქვით ბა­ტო­ნე­ბო", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი უკვე ოთხი წე­ლია სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეა და თითი თით­ზე არ და­უ­დია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

დავით უსუფაშვილი „ოცნების“ ლიდერებს - თუ სხვა ვერაფერ ნაკლს მიძებნით, გამოდით და ასე თქვით, ბატონებო

დავით უსუფაშვილი „ოცნების“ ლიდერებს - თუ სხვა ვერაფერ ნაკლს მიძებნით, გამოდით და ასე თქვით, ბატონებო

მინდა მჯეროდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილს „თითი თითზე არ დაუდია“.

უსუფაშვილის თქმით, გუშინ კვლავ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და ორმაგად სამწუხაროა, რომ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი ბიძინა ივანიშვილი იყო.

”მე ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ იგი არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და თავად შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. ჩვენ, პოლიტიკოსებმა შეიძლება ბევრი რამ ვარგოთ ქვეყანას, მაგრამ შეიძლება ვავნოთ კიდეც და ქვეყნისთვის ვნების ყველაზე მოკლე გზაა, როცა ჩვენი სიტყვები უფასურდება. მე არ მინდა, რომ პოლიტიკოსების და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხებოდა კონკრეტულად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მის მუშაობას, მისი მუშაობის პროცესში ჩემი რა „რესბუპლიკელების“ წვლილს. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითი თითზე არ დაგვიდია და თურმე ჩვენი ბრალია, რომ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. მე ძნელად წარმომიდგენია, უფრო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. მე მინდა მივმართო ოპონენტებს, ამ შემთხვევაში ”ქართული ოცნების” ლიდერებს, ვიკამათოთ და ნუ გვექნება ყველაფერი აგებული სიცრუეზე და თუ სხვა ვერაფერს მიძებნით ნაკლს, მაშინ გამოდით და ასე თქვით ბატონებო”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით უსუფაშვილი უკვე ოთხი წელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა და თითი თითზე არ დაუდია.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."