პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ
ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

ტე­ლე­წამ­ყვან ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­სა და მსა­ხი­ობ ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ფორმ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ როს­ტოშ­ვი­ლი­სა და კურ­ტა­ნი­ძის ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ტი­ვით ად­ვო­კატ­მა პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა იშუ­ამ­დგომ­ლა, რო­მელ­ზეც მხა­რე­ებს შე­სა­ვა­ლი სი­ტყვა უნდა წარ­მო­ეთ­ქვათ. მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბის შე­სა­ვა­ლი სი­ტყვა მო­ის­მი­ნა, რის შემ­დე­გაც პრო­ცე­სი 13 ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­და­დო, რათა ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ებ­მა პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ა­ჯე­რონ ან არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის­თვის მო­ემ­ზა­დონ.

რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კატ­მა, მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მო­დის, რა­საც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც და­თან­ხმდნენ.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სას­ჯე­ლის ვა­და­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა ამ ეტაპ­ზე რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლია, დაც­ვის მხა­რე კი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის და­კის­რე­ბას ითხოვს.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი 150 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ 20 ივ­ლისს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 150 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­მო­უშ­ვეს მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძეც.

აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გი­რა­ო­თი ჩა­ნაც­ვლე­ბის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბულ­თა ად­ვო­კატ­მა იშუ­ამ­დგომ­ლა. მო­სა­მარ­თლემ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ორი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება. ამის შესახებ როსტოშვილისა და კურტანიძის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აღნიშნული მოტივით ადვოკატმა პროცესის გადადება იშუამდგომლა, რომელზეც მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ. მოსამართლემ ბრალდების შესავალი სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც პროცესი 13 ოქტომბრამდე გადადო, რათა ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა პოზიციები შეაჯერონ ან არსებითი განხილვისთვის მოემზადონ.

როგორც ბრალდებულების ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინიციატივა პროკურატურისგან მოდის, რასაც ბრალდებულებიც დათანხმდნენ.

მისივე თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები სასჯელის ვადაზე მიმდინარეობს, რადგან პროკურატურის შეთავაზება ამ ეტაპზე რეალური სასჯელია, დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის პირობითი მსჯავრის დაკისრებას ითხოვს.

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 20 ივლისს გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული მსახიობი ლაშა კურტანიძეც.

აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი ჩანაცვლების შესახებ ბრალდებულთა ადვოკატმა იშუამდგომლა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ორივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ