პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო ექსპერიმენტი - როგორ შეიძლება გადანაწილდეს მანდატები პარლამენტში
საარჩევნო ექსპერიმენტი - როგორ შეიძლება გადანაწილდეს მანდატები პარლამენტში

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 25 დღე დარ­ჩა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ინ­ტე­რე­სოა, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, და­ახ­ლო­ე­ბით რა გან­წყო­ბა აქვს ამომ­რჩე­ველს. ამი­ტო­მაც "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ვებ-გვერ­დებ­ზე - ipn.ge-ზე, kvirispalitra.ge-ზე, bpn.ge-ზე, palitratv.ge-ზე, ambebi.ge-ზე, mshoblebi.ge-სა და marao.ge-ზე ჩა­ტარ­და გა­მო­კი­თხვა - "ხვალ რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, ვის მის­ცემ­დით ხმას" (გა­მო­კი­თხვა 8 სექ­ტემ­ბერს 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და), რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 11 796-მა მკი­თხველ­მა მი­ი­ღო.

ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ხმე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და:

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - 33,17 %

ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - 15,84 %

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის - 3.96

სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია - 3.65

და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, ირმა ინაშ­ვი­ლი-სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია - 3,51 %

რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია - 3,42 %

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - 3,15 %

თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი - 2,84 %

ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი - 1,27 %

თო­ფა­ძე-მრეწ­ვე­ლე­ბი, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო - 0,59 %

მე­მარ­ცხე­ნე ალი­ან­სი - 0,43 %

სხვა პარ­ტი­ას - 2,63 %

არც ერთ პარ­ტი­ას - 25,54

გა­დავ­წყვი­ტეთ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა - წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ მარ­თლაც ჩა­ტარ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და ხმე­ბი ისე გა­და­ნა­წილ­და, რო­გორც ეს ზე­მოთ არის მო­ცე­მუ­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით, პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით ვინ რამ­დენ მან­დატს მო­ი­პო­ვებ­და პარ­ლა­მენ­ტში?

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით, პარ­ლა­მენ­ტის წევრთა მან­და­ტებს მხო­ლოდ ის პარ­ტია მი­ი­ღებს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ხმე­ბის არა­ნაკ­ლებ 5%-ს მი­ი­ღებს. თუკი პი­რო­ბად ავი­ღებთ, რომ 25,54% (ანუ გა­მო­კი­თხულ­თა ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ხმას არც ერთ პარ­ტი­ას არ აძ­ლევს), არ­ჩევ­ნებ­ზე არ მივა, ან სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტენ­ში არც ერთ პარ­ტი­ას არ შე­მო­ხა­ზავს, ხმე­ბი ისე გა­და­ნა­წილ­დე­ბა, რომ 5%-იან სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერს მხო­ლოდ სამი პარ­ტია გა­და­ლა­ხავს და და­ახ­ლო­ე­ბით შემ­დეგ პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­ვი­ღებთ:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" - 44.55%

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 21.27%

"პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" - 5.32%

ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თავ­და­პირ­ვე­ლად პარ­ტი­ებ­ზე მან­და­ტე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­დე­ბა:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - 34 მან­და­ტი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 16 მან­და­ტი

"პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" - 4 მან­და­ტი

ანუ პარ­ტი­ებ­ზე პირ­ველ ეტაპ­ზე 54 მან­და­ტი გა­და­ნა­წილ­დე­ბა. თუმ­ცა, მოქ­მე­დი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხულ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით 77 სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი უნდა გა­ნა­წილ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამოქ­მედ­დე­ბა "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით" დად­გე­ნი­ლი წესი, რო­მე­ლიც პარ­ტი­ე­ბის მიერ, სა­ერ­თო ჯამ­ში, 77-ზე ნაკ­ლე­ბი მან­და­ტის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მუ­ლის მი­ხედ­ვით, 77 მან­და­ტის შე­სავ­სე­ბად, დარ­ჩე­ნი­ლი 23 მან­და­ტი პარ­ტი­ებს შო­რის ასე გა­ი­ყო­ფო­და: ბურ­ჭუ­ლა­ძეს ფრაქ­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად 2 მან­და­ტი და­ე­მა­ტე­ბო­და (პარ­ლა­მენ­ტში პარ­ტი­ამ ფრაქ­ცია რომ შექ­მნას, მი­ნი­მუმ 6 დე­პუ­ტა­ტი უნდა ჰყავ­დეს), 21 მან­და­ტი გა­და­ნა­წილ­დე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" შო­რის: "ოც­ნე­ბა" 11 მან­დატს მი­ი­ღებ­და (რო­გორც პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი პარ­ტია), "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი - 10 მან­დატს დას­ჯერ­დე­ბო­და.

შე­სა­ბა­მი­სად, ამ გა­მოთ­ვლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ბო­ლო­ოდ პარ­ლა­მენ­ტში პრო­პორ­ცი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­დე­ბო­და:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - 45 მან­და­ტი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 26 მან­და­ტი

"პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" - 6 მან­და­ტი

ამას­თან, 150 წევ­რის­გან შემ­დგარ პარ­ლა­მენ­ტში და­ნარ­ჩე­ნი 73 დე­პუ­ტა­ტი აირ­ჩე­ვა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით. მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში გა­მარ­ჯვე­ბას ის კან­დი­და­ტი მო­ი­პო­ვებს, რო­მე­ლიც ხმე­ბის 50%-ზე მეტს მი­ი­ღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საარჩევნო ექსპერიმენტი - როგორ შეიძლება გადანაწილდეს მანდატები პარლამენტში

საარჩევნო ექსპერიმენტი - როგორ შეიძლება გადანაწილდეს მანდატები პარლამენტში

საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღე დარჩა. შესაბამისად, საინტერესოა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დაახლოებით რა განწყობა აქვს ამომრჩეველს. ამიტომაც "პალიტრა მედიის" ვებ-გვერდებზე - ipn.ge-ზე, kvirispalitra.ge-ზე, bpn.ge-ზე, palitratv.ge-ზე, ambebi.ge-ზე, mshoblebi.ge-სა და marao.ge-ზე ჩატარდა გამოკითხვა - "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" (გამოკითხვა 8 სექტემბერს 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა), რომელშიც მონაწილეობა 11 796-მა მკითხველმა მიიღო.

ინტერნეტსაიტების მომხმარებელთა ხმები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 33,17 %

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 15,84 %

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის - 3.96

საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 3.65

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია - 3,51 %

რესპუბლიკური პარტია - 3,42 %

ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - 3,15 %

თავისუფალი დემოკრატები - 2,84 %

ეროვნული ფორუმი - 1,27 %

თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო - 0,59 %

მემარცხენე ალიანსი - 0,43 %

სხვა პარტიას - 2,63 %

არც ერთ პარტიას - 25,54

გადავწყვიტეთ, სპეციალისტების დახმარებით, ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა - წარმოვიდგინოთ, რომ მართლაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ხმები ისე გადანაწილდა, როგორც ეს ზემოთ არის მოცემული. საინტერესოა, ამ მოცემულობით, პროპორციული სიით ვინ რამდენ მანდატს მოიპოვებდა პარლამენტში?

როგორც ცნობილია, პროპორციული წესით, პარლამენტის წევრთა მანდატებს მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს. თუკი პირობად ავიღებთ, რომ 25,54% (ანუ გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც ხმას არც ერთ პარტიას არ აძლევს), არჩევნებზე არ მივა, ან საარჩევნო ბიულეტენში არც ერთ პარტიას არ შემოხაზავს, ხმები ისე გადანაწილდება, რომ 5%-იან საარჩევნო ბარიერს მხოლოდ სამი პარტია გადალახავს და დაახლოებით შემდეგ პროცენტულ მაჩვენებელს მივიღებთ:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 44.55%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 21.27%

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 5.32%

ზემოთაღნიშნული პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, თავდაპირველად პარტიებზე მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება:

"ქართული ოცნება" - 34 მანდატი

"ნაციონალური მოძრაობა" - 16 მანდატი

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 4 მანდატი

ანუ პარტიებზე პირველ ეტაპზე 54 მანდატი გადანაწილდება. თუმცა, მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს შორის პროპორციული წესით 77 საპარლამენტო მანდატი უნდა განაწილდეს. შესაბამისად, ამოქმედდება "საარჩევნო კოდექსით" დადგენილი წესი, რომელიც პარტიების მიერ, საერთო ჯამში, 77-ზე ნაკლები მანდატის მიღების შემთხვევაში, გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას ითვალისწინებს. კოდექსის შესაბამისი ფორმულის მიხედვით, 77 მანდატის შესავსებად, დარჩენილი 23 მანდატი პარტიებს შორის ასე გაიყოფოდა: ბურჭულაძეს ფრაქციის შესაქმნელად 2 მანდატი დაემატებოდა (პარლამენტში პარტიამ ფრაქცია რომ შექმნას, მინიმუმ 6 დეპუტატი უნდა ჰყავდეს), 21 მანდატი გადანაწილდებოდა "ქართული ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის: "ოცნება" 11 მანდატს მიიღებდა (როგორც პირველ ადგილზე გასული პარტია), "ნაციონალური მოძრაობა" კი - 10 მანდატს დასჯერდებოდა.

შესაბამისად, ამ გამოთვლების მიხედვით, საბოლოოდ პარლამენტში პროპორციული ადგილები ასე გადანაწილდებოდა:

"ქართული ოცნება" - 45 მანდატი

"ნაციონალური მოძრაობა" - 26 მანდატი

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 6 მანდატი

ამასთან, 150 წევრისგან შემდგარ პარლამენტში დანარჩენი 73 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული წესით. მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას ის კანდიდატი მოიპოვებს, რომელიც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."