მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბადუკას ფეხმძიმე ცოლის თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენეს" - რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მკვლელობას ვაკეში?!
"ბადუკას ფეხმძიმე ცოლის თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენეს" - რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მკვლელობას ვაკეში?!

2 სექ­ტემ­ბერს ვა­კე­ში სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე ლა­პა­რა­კია მო­სა­ლოდ­ნელ შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე. რო­გორც ჩანს, ამ საფრ­თხეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც ხე­და­ვენ. ამას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ პო­ლი­ცი­ამ ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბად­რი (ბა­დუ­კა) ნა­თო­ბა­ძის მშობ­ლებს დაც­ვა და­უ­ყე­ნა. სა­ქარ­თვე­ლო სას­წრა­ფოდ და­ტო­ვა ნა­თო­ბა­ძის ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლემ, ნინა გვა­თუ­ამ, ის ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა (გიგი უგუ­ლა­ვას მე­რო­ბის დროს ის მე­რი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო).

ამ თე­მა­ზე ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა", რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

მარ­თა­ლია, ორი დაჯ­გუ­ფე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე კუ­ლუ­ა­რებ­ში ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ამა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რაკს ყვე­ლა ერი­დე­ბა. არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ჯო­ხა­ძის მე­გობ­რებ­მა ნა­თო­ბა­ძის სა­მე­გობ­რო­ზე იძი­ონ შური. სან­დო წყა­როს ცნო­ბით, არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ცი­ხე­ში გაგ­რძელ­დეს გარ­ჩე­ვე­ბი, რად­გან ჯო­ხა­ძე­ე­ბი­სა და ნა­თო­ბა­ძის არა­ერ­თი მე­გო­ბა­რი იხ­დის სას­ჯელს. რო­გორც ჩანს, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი უკვე გა­ა­ტა­რა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ - ბად­რი (ბა­დუ­კა) ნა­თო­ბა­ძე სა­მარ­ტოო სა­კან­შია გა­მო­კე­ტი­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძე 2002-2003 წლებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ვა­კის ახალ­გაზ­რდუ­ლი რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო, სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს კი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და. პრე­სა­ში და­ი­წე­რა, რომ, ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძე სა­ა­კაშ­ვი­ლის ე.წ. ზონ­დერე­ბის ჯგუ­ფის წევ­რიც იყო თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც ერთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რა­ში არ ირი­ცხე­ბო­და.

ხა­თუ­ნა თე­ზე­ლაშ­ვი­ლი, ნა­თო­ბა­ძის ად­ვო­კა­ტი:

- ბა­დუ­კას ბო­როტ ხმებს უვრცე­ლე­ბენ. სი­მარ­თლე სხვაა, მაგ­რამ ამ დე­ტა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბა ჯერ არ უნდა ბრალ­დე­ბულს. ბა­დუ­კა იმ დღეს ფეხ­მძი­მე ცოლ­თან ერ­თად იყო კა­ფე­ში, სა­დაც მას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

- კა­ფე­ში ინ­ცი­დენ­ტის დროს ჯო­ხა­ძე­ებ­მა მარ­თლაც მო­აჭ­რეს ყური?

- მას ყურ­ზე და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი ეტყო­ბა. ეს და­ზი­ა­ნე­ბა კა­ფე­ში, ფეხ­მძი­მე ცო­ლის თვალ­წინ მი­ა­ყე­ნეს.

- კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, გარ­კვე­ულ­მა ძა­ლებ­მა ბა­დუ­კა გა­მო­ი­ყე­ნეს ჯო­ხა­ძე­ე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად, იცოდ­ნენ, რომ ის ჯო­ხა­ძე­ებ­ზე იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი.

- ნა­წი­ლობ­რივ ვე­თან­ხმე­ბი ამ ვერ­სი­ა­საც, თუმ­ცა, ის ჯო­ხა­ძე­ებ­თან არ ტყუ­ის.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ბადუკას ფეხმძიმე ცოლის თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენეს" - რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მკვლელობას ვაკეში?!

"ბადუკას ფეხმძიმე ცოლის თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენეს" - რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მკვლელობას ვაკეში?!

2 სექტემბერს ვაკეში სოსო ჯოხაძის მკვლელობას, სავარაუდოდ, გაგრძელება ექნება, საზოგადოებაში უკვე ლაპარაკია მოსალოდნელ შურისძიებაზე. როგორც ჩანს, ამ საფრთხეს სამართალდამცავებიც ხედავენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ პოლიციამ ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი (ბადუკა) ნათობაძის მშობლებს დაცვა დაუყენა. საქართველო სასწრაფოდ დატოვა ნათობაძის ფეხმძიმე მეუღლემ, ნინა გვათუამ, ის ამერიკაში გაემგზავრა (გიგი უგულავას მერობის დროს ის მერიის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო).

ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს გაზეთი "კვირის პალიტრა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

მართალია, ორი დაჯგუფების მოსალოდნელ დაპირისპირებაზე კულუარებში ბევრს საუბრობენ, თუმცა ამაზე საჯაროდ ლაპარაკს ყველა ერიდება. არც იმას გამორიცხავენ, რომ ჯოხაძის მეგობრებმა ნათობაძის სამეგობროზე იძიონ შური. სანდო წყაროს ცნობით, არც ის არის გამორიცხული, ციხეში გაგრძელდეს გარჩევები, რადგან ჯოხაძეებისა და ნათობაძის არაერთი მეგობარი იხდის სასჯელს. როგორც ჩანს, პრევენციული ზომები უკვე გაატარა სასჯელაღსრულების სამინისტრომ - ბადრი (ბადუკა) ნათობაძე სამარტოო საკანშია გამოკეტილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბადუკა ნათობაძე 2002-2003 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის ახალგაზრდული რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. პრესაში დაიწერა, რომ, ბადუკა ნათობაძე სააკაშვილის ე.წ. ზონდერების ჯგუფის წევრიც იყო თუმცა ოფიციალურად არც ერთ სამართალდამცავ სტრუქტურაში არ ირიცხებოდა.

ხათუნა თეზელაშვილი, ნათობაძის ადვოკატი:

- ბადუკას ბოროტ ხმებს უვრცელებენ. სიმართლე სხვაა, მაგრამ ამ დეტალების გახმაურება ჯერ არ უნდა ბრალდებულს. ბადუკა იმ დღეს ფეხმძიმე ცოლთან ერთად იყო კაფეში, სადაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

- კაფეში ინციდენტის დროს ჯოხაძეებმა მართლაც მოაჭრეს ყური?

- მას ყურზე დაზიანების კვალი ეტყობა. ეს დაზიანება კაფეში, ფეხმძიმე ცოლის თვალწინ მიაყენეს.

- კიდევ ერთი ვერსიით, გარკვეულმა ძალებმა ბადუკა გამოიყენეს ჯოხაძეების მოსაშორებლად, იცოდნენ, რომ ის ჯოხაძეებზე იყო გაბრაზებული.

- ნაწილობრივ ვეთანხმები ამ ვერსიასაც, თუმცა, ის ჯოხაძეებთან არ ტყუის.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ