პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანის "ნაციონალური" და "ტაბულა ბიცოლას" რუსული "ვნებები", ანუ იყიდა თუ არა გიორგი ბარამიძემ პალტო?!
ბანის "ნაციონალური" და "ტაბულა ბიცოლას" რუსული "ვნებები", ანუ იყიდა თუ არა გიორგი ბარამიძემ პალტო?!

გა­სუ­ლი კვი­რის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა რო­გორც ყო­ველ­თვის "სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით" და­ხუნძლუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პარ­ტი­ებ­მა სა­არ­ჩევ­ნო სი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის ადა­მი­ა­ნე­ბი წა­რუდ­გი­ნეს, რომ­ლე­ბიც "მზის ქვეშ" ად­გი­ლის­თვის, ანუ დე­პუ­ტა­ტო­ბის მან­და­ტე­ბის­თვის იბ­რძო­ლე­ბენ.

ორი დღის წინ გა­ვარ­კვიე, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არც მეტი და არც ნაკ­ლე­ბი 220 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ყუ­რებს არ და­ვუ­ჯე­რე. გა­და­ვა­მოწ­მე და სრუ­ლი სი­მარ­თლე აღ­მოჩ­ნდა. ამ სფე­რო­ში გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში ვართ შე­საყ­ვა­ნი და ვეჭ­ვობ, მსოფ­ლი­ო­ში ვინ­მემ ეს "რე­კორ­დი" ოდეს­მე "გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს". შე­და­რე­ბის­თვის სხვა ქვეყ­ნებ­ში და­რე­გის­ტრე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას მო­გიყ­ვანთ.

სომ­ხე­თი - 38, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი - 31, ეს­ტო­ნე­თი - 9, რუ­სე­თი - 48, უკ­რა­ი­ნა - 40, ეს­პა­ნე­თი - 40, აშშ-32, იტა­ლია - 48, დიდი ბრი­ტა­ნე­თი - 33, თურ­ქე­თი - 37, გერ­მა­ნია - 37, საფ­რან­გე­თი - 23, სა­ბერ­ძნე­თი - 41.

მა­ინც რა მა­გი­უ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა გა­აჩ­ნია პო­ლი­ტი­კო­სო­ბას, ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რას რომ ცდი­ლობს. "ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში" პო­ლი­ტი­კო­სო­ბას მისი პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბის გამო ეტა­ნე­ბი­ან, გან­სხვა­ვე­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა, სა­დაც იგი­ვე პარ­ლა­მენ­ტა­რის სტა­ტუ­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ფულ­სა და უზ­რუნ­ველ ცხოვ­რე­ბას ნიშ­ნავს.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში არ მახ­სოვს დე­პუ­ტა­ტი რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მა­ტე­რი­ა­ლურ სი­დუ­ხ­ჭი­რე­ზე იწუ­წუ­ნებ­და. თუმ­ცა... ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც გა­მახ­სენ­და.

ნება მო­მე­ცით წარ­სულ­ში და­გაბ­რუ­ნოთ. ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის სა­ხე­ლი კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი. გა­გიკ­ვერ­დე­ბათ და ამ პი­როვ­ნე­ბას ჯერ კი­დევ 1997 წელს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად "საკ­მა­ოდ უჭირ­და". დე­პუ­ტა­ტის ხელ­ფასს კი იღებ­და, მაგ­რამ ეს თან­ხა მის­თვის ალ­ბათ საკ­მა­რი­სი არ იყო. იმ­ხა­ნად პერ­სპექ­ტი­ულ­მა და ახ­ლად­გა­მო­ჩე­კილ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ა­ცო­და, - ბა­რა­მი­ძემ ზამ­თარ­ში პალ­ტოც ვერ იყი­დაო. ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­ნა­გო­ნი არ გახ­ლავთ, იმ­ჟა­მინ­დე­ლი ერთ-ერთი გა­ზე­თი­დან ამო­ვი­ღე.

მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და. იმე­დია, ბა­რა­მი­ძემ არა­ერ­თი პალ­ტოც შე­ი­ძი­ნა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც აღარ უჭირს.

კვი­რის მე­ო­რე "ხმა­უ­რი­ა­ნი" მოვ­ლე­ნა გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას მრა­ვალ­სე­რი­ა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მის "ჰე­როკ­რა­ტია" სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრე­მი­ე­რა გახ­ლდათ. სუ­რათ­მა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნა­წი­ლი აქებს, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი და­უნ­დობ­ლად აკ­რი­ტი­კებს. მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ მსგავ­სი ფილ­მის გა­და­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მისი უშუ­ა­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის წინ დე­მონ­სტრი­რე­ბა?!

გაგ­რძე­ლე­ბა

ბანის "ნაციონალური" და "ტაბულა ბიცოლას" რუსული "ვნებები", ანუ იყიდა თუ არა გიორგი ბარამიძემ პალტო?!

ბანის "ნაციონალური" და "ტაბულა ბიცოლას" რუსული "ვნებები", ანუ იყიდა თუ არა გიორგი ბარამიძემ პალტო?!

გასული კვირის ქართული პოლიტიკური ცხოვრება როგორც ყოველთვის "საინტერესო მოვლენებით" დახუნძლული აღმოჩნდა. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა საარჩევნო სიებზე მუშაობა დაასრულეს და საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინეს, რომლებიც "მზის ქვეშ" ადგილისთვის, ანუ დეპუტატობის მანდატებისთვის იბრძოლებენ.

ორი დღის წინ გავარკვიე, რომ ჩვენს ქვეყანაში არც მეტი და არც ნაკლები 220 პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული. ყურებს არ დავუჯერე. გადავამოწმე და სრული სიმართლე აღმოჩნდა. ამ სფეროში გინესის რეკორდების წიგნში ვართ შესაყვანი და ვეჭვობ, მსოფლიოში ვინმემ ეს "რეკორდი" ოდესმე "გააუმჯობესოს". შედარებისთვის სხვა ქვეყნებში დარეგისტრებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობას მოგიყვანთ.

სომხეთი - 38, აზერბაიჯანი - 31, ესტონეთი - 9, რუსეთი - 48, უკრაინა - 40, ესპანეთი - 40, აშშ-32, იტალია - 48, დიდი ბრიტანეთი - 33, თურქეთი - 37, გერმანია - 37, საფრანგეთი - 23, საბერძნეთი - 41.

მაინც რა მაგიური მიზიდულობა გააჩნია პოლიტიკოსობას, ლამის ნახევარი საქართველო მომავალ პარლამენტში მოხვედრას რომ ცდილობს. "ცივილიზებულ სამყაროში" პოლიტიკოსობას მისი პრესტიჟულობის გამო ეტანებიან, განსხვავებით ჩვენი ქვეყნისა, სადაც იგივე პარლამენტარის სტატუსი ძალაუფლებას, ფულსა და უზრუნველ ცხოვრებას ნიშნავს.

დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის არსებობის ისტორიაში არ მახსოვს დეპუტატი რომელიც საკუთარ მატერიალურ სიდუხჭირეზე იწუწუნებდა. თუმცა... ერთი შემთხვევა მაინც გამახსენდა.

ნება მომეცით წარსულში დაგაბრუნოთ. ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძის სახელი კარგადაა ცნობილი. გაგიკვერდებათ და ამ პიროვნებას ჯერ კიდევ 1997 წელს მატერიალურად "საკმაოდ უჭირდა". დეპუტატის ხელფასს კი იღებდა, მაგრამ ეს თანხა მისთვის ალბათ საკმარისი არ იყო. იმხანად პერსპექტიულმა და ახლადგამოჩეკილმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე მთელ საქართველოს შეაცოდა, - ბარამიძემ ზამთარში პალტოც ვერ იყიდაო. ეს ინფორმაცია მონაგონი არ გახლავთ, იმჟამინდელი ერთ-ერთი გაზეთიდან ამოვიღე.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. იმედია, ბარამიძემ არაერთი პალტოც შეიძინა და მატერიალურადაც აღარ უჭირს.

კვირის მეორე "ხმაურიანი" მოვლენა გიორგი ხაინდრავას მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმის "ჰეროკრატია" სატელევიზიო პრემიერა გახლდათ. სურათმა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რასაკვირველია, ნაწილი აქებს, მეორე ნახევარი კი დაუნდობლად აკრიტიკებს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის შესახებ მსგავსი ფილმის გადაღება აუცილებელი იყო, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია მისი უშუალოდ არჩევნების წინ დემონსტრირება?!

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."