პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეპოქალური პროექტი" - სად შენდება და როგორი იქნება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში
"ეპოქალური პროექტი" - სად შენდება და როგორი იქნება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში

"დღეს სა­ძირ­კვე­ლი ეყ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპო­ქა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექტს" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ქუ­თა­ის­ში, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­შენ­დე­ბა ქუ­თა­ის­ში, მუხ­ნარ­ში, რი­ო­ნ­ჰე­სის და­სახ­ლე­ბა­ში. ამ ად­გი­ლას, რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­და­ნაც ჩანს, არის ტყეც, ტბაც, მდი­ნა­რეც. პრე­მი­ე­რის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა ისე, რომ ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­ნარ­ჩუნ­დეს. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბი, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის სის­ტე­მე­ბი, "მწვა­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი".

იხი­ლეთ ვი­დეო

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: სად შენ­დე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქი

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქი 140 ჰექ­ტარ­ზე იქ­ნე­ბა გა­და­ჭი­მუ­ლი და 60 000 სტუ­დენტზე გათ­ვლი­ლი. შე­ნო­ბე­ბის სა­ერ­თო ფარ­თი კი 1 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი იქ­ნე­ბა. აქ იქ­ნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რცე­ე­ბი, აუ­დი­ტო­რი­ე­ბი, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის. აქ იქ­ნე­ბა კი­ნო­თე­ატ­რე­ბი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კლუ­ბე­ბი, კა­ფე­ე­ბი, სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ფეხ­ბურ­თი­სა და რაგ­ბის მო­ედ­ნე­ბი, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტე­ბი, მინი ფეხ­ბურ­თის მო­ედ­ნე­ბი, კა­ლათ­ბურ­თის დარ­ბა­ზი, სა­ცუ­რაო აუზი, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი და შე­იქ­მნე­ბა ყვე­ლა ის კომ­ფორ­ტი, რაც მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შია.

ამას­თან, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი პრო­ფი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ტექ­ნი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი იქ­ნე­ბა - აქ ის­წავ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა დარ­გის ინ­ჟი­ნე­რია, ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, აგ­რო­მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გის მიჯ­ნა­ზე მყო­ფი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი პროგ­რა­მე­ბი.

მოკ­ლედ, რა ვი­ცით სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ზე, რო­მე­ლიც პირ­ველ სტუ­დენ­ტებს 2019 წელს მი­ი­ღებს:

  • იქ­მნე­ბა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო მნიშ­ვნე­ლო­ბის ჰაბი, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სათ­ვის ამე­რი­კუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს სტუ­დენ­ტებს
  • პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს 1 000 000 კვ/მ ფარ­თო­ბის კომ­პლექ­სის აშე­ნე­ბას 140 ჰა ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე
  • ქუ­თა­ი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქი და თბი­ლი­სის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. ორი­ვე პრო­ექტს ფონ­დი ქარ­თუ და­ა­ფი­ნან­სებს
  • ქუ­თა­ი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის, თბი­ლის­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტი შე­ად­გენს 1 მი­ლი­არდ ევ­როს. ფონ­დი ქარ­თუ, ასე­ვე, და­ა­ფი­ნან­სებს აკა­დე­მი­ურ პრო­ექ­ტებს
  • სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­სი­აა ყვე­ლა იმ დარ­გის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უ­წყო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას
  • სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დის მი­ღე­ბა და­გეგ­მი­ლია 2019 წელს

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"ეპოქალური პროექტი" - სად შენდება და როგორი იქნება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში

"ეპოქალური პროექტი" - სად შენდება და როგორი იქნება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში

"დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

უნივერსიტეტი გაშენდება ქუთაისში, მუხნარში, რიონჰესის დასახლებაში. ამ ადგილას, როგორც ფოტოებიდანაც ჩანს, არის ტყეც, ტბაც, მდინარეც. პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ ულამაზესი ბუნება აბსოლუტურად შენარჩუნდეს. გამოყენებული იქნება მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიების სისტემები, "მწვანე ტექნოლოგიები".

იხილეთ ვიდეო

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა: სად შენდება საუნივერსიტეტო ქალაქი

საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული და 60 000 სტუდენტზე გათვლილი. შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. აქ იქნება საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეები, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. აქ იქნება კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, კაფეები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, მინი ფეხბურთის მოედნები, კალათბურთის დარბაზი, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები და შეიქმნება ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია.

ამასთან, უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება - აქ ისწავლება სხვადასხვა დარგის ინჟინერია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აგრომიმართულებები, მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიჯნაზე მყოფი ინტერდისციპლინური პროგრამები.

მოკლედ, რა ვიცით საუნივერსიტეტო ქალაქზე, რომელიც პირველ სტუდენტებს 2019 წელს მიიღებს:

  • იქმნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთისათვის ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს
  • პროექტი ითვალისწინებს 1 000 000 კვ/მ ფართობის კომპლექსის აშენებას 140 ჰა ფართობის ტერიტორიაზე
  • ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იქნება სახელმწიფო დაწესებულებები. ორივე პროექტს ფონდი ქართუ დააფინანსებს
  • ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ევროს. ფონდი ქართუ, ასევე, დააფინანსებს აკადემიურ პროექტებს
  • საუნივერსიტეტო ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას
  • სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება დაგეგმილია 2019 წელს

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი