საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი... შევხედე და ვკითხე, პოლიტიკაში ხომ არ წახვალ-მეთქი" - ბიძინა ივანიშვილი
"დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი... შევხედე და ვკითხე, პოლიტიკაში ხომ არ წახვალ-მეთქი" - ბიძინა ივანიშვილი

მე და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე ერ­თად ვსწავ­ლობ­დით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რას, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე იყო - კა­მე­რას რომ და­ვი­ნა­ხავ­დი, შა­ქა­რი მი­წევ­და, იმ­დე­ნად მე­რი­დე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა იმე­რეთ­ში რე­გი­ო­ნულ მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ცე­ზარ ჩო­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გა­ცხა­დე­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი იმ მა­ჟო­რი­ტა­რებ­ში აე­რია, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში, თუმ­ცა შემ­დეგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხა­რეს გად­მო­ვიდ­ნენ.

"ჩო­ჩე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ყო­ფი­ლა, სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ და ზედ­მე­ტი და­ხა­სი­ა­თე­ბა გა­მო­მი­ვი­და, რა­ზეც მძი­მე საყ­ვე­დუ­რი მი­ვი­ღე მცხე­თის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის­გან. ბო­დი­შიც მო­ვუ­ხა­დე, რა­მე­თუ მარ­თლაც შე­მე­შა­ლა. დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე არის ჩემი ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი მე­ო­მა­რი, რო­მე­ლიც სა­ოც­რად არა­ორ­დი­ნა­ლუ­რად ჩა­ერ­თო ჩვენს გუნდში. რო­დე­საც მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში 2011 წელს, გახ­სოვთ, რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცია იყო. დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე გახ­ლდათ ჩემი ოჯა­ხის ექი­მი, ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მია. მას რჩე­ვებს ვე­კი­თხე­ბო­დი.

მცხე­თა­ში ვის­ზეც აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თეთ, რამ­დენ­ჯერ­მე ჩაგ­ვე­შა­ლა. ამ პრო­ცეს­ში სულ მეხ­მა­რე­ბო­და. დავ­რჩით ისე, რომ კან­დი­და­ტი აღარ გვყავ­და. შევ­ხე­დე და ვკი­თხე, ხომ არ წახ­ვალ-მეთ­ქი. უი, რას ამ­ბობ, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, არას­დროს არ მი­ფიქ­რია პო­ლი­ტი­კა­ზეო. ასე­თი კაცი ასე და­ვი­თან­ხმე, ასე შე­მო­ვი­და, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი კა­ცია და სწრა­ფად გა­და­ე­წყო. მე და დი­მიტ­რი ერ­თად ვსწავ­ლობ­დით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რას, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე იყო, არ და­გი­მა­ლავთ. კა­მე­რას რო და­ვი­ნა­ხავ­დი, შა­ქა­რი მი­წევ­და, იმ­დე­ნად მე­რი­დე­ბო­და. ასე­თი იყო დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე. ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა. გა­მო­ვი­და ის, რომ ჩო­ჩელს და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­და­ტად და­უ­ყე­ნე­ბია თავი მცხე­თა­ში, მე ის გუნ­დის წევ­რად და­ვა­სა­ხე­ლე და ამე­რია გოჩა ენუ­ქი­ძე­ში. ასე­თი გა­დაც­დო­მა მო­მი­ვი­და", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ღირ­სე­უ­ლი წევ­რი და ივა­ნიშ­ვილ­მა ამომ­რჩე­ველს მო­უ­წო­და, რომ ხუნ­და­ძეს მხა­რი და­უ­ჭი­რონ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი... შევხედე და ვკითხე, პოლიტიკაში ხომ არ წახვალ-მეთქი" - ბიძინა ივანიშვილი

"დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი... შევხედე და ვკითხე, პოლიტიკაში ხომ არ წახვალ-მეთქი" - ბიძინა ივანიშვილი

მე და დიმიტრი ხუნდაძე ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო - კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით გაკეთებულ გაცხადებაზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ცეზარ ჩოჩელი იმ მაჟორიტარებში აერია, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან" შევიდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ "ქართული ოცნების" მხარეს გადმოვიდნენ.

"ჩოჩელი გუბერნატორი ყოფილა, საერთოდ არ ვიცნობ და ზედმეტი დახასიათება გამომივიდა, რაზეც მძიმე საყვედური მივიღე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძისგან. ბოდიშიც მოვუხადე, რამეთუ მართლაც შემეშალა. დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინალურად ჩაერთო ჩვენს გუნდში. როდესაც მოვედი პოლიტიკაში 2011 წელს, გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო. დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი, ძალიან კვალიფიციური ექიმია. მას რჩევებს ვეკითხებოდი.

მცხეთაში ვისზეც აქცენტი გავაკეთეთ, რამდენჯერმე ჩაგვეშალა. ამ პროცესში სულ მეხმარებოდა. დავრჩით ისე, რომ კანდიდატი აღარ გვყავდა. შევხედე და ვკითხე, ხომ არ წახვალ-მეთქი. უი, რას ამბობ, ბატონო ბიძინა, არასდროს არ მიფიქრია პოლიტიკაზეო. ასეთი კაცი ასე დავითანხმე, ასე შემოვიდა, ძალიან ნიჭიერი კაცია და სწრაფად გადაეწყო. მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო, არ დაგიმალავთ. კამერას რო დავინახავდი, შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა. ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძე. ძალიან წესიერი პიროვნებაა. გამოვიდა ის, რომ ჩოჩელს დამოუკიდებელ კანდიდატად დაუყენებია თავი მცხეთაში, მე ის გუნდის წევრად დავასახელე და ამერია გოჩა ენუქიძეში. ასეთი გადაცდომა მომივიდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიმიტრი ხუნდაძე არის პროფესიონალი, "ქართული ოცნების" ღირსეული წევრი და ივანიშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა, რომ ხუნდაძეს მხარი დაუჭირონ.

"ინტერპრესნიუსი"

"ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გოიმურ ოპოზიციას ჩაგიტარათ" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

"კონკრეტული ნომრით ურეკავენ ხალხს... აძლევენ ჩემს ნომერს და ეუბნებიან, მიმართეთ მას, თქვენ გეკუთვნით 400-ლარიანი დახმარებაო" - ხუნდაძე

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი კანდელაკი, მალხაზ მაჩალიკაშვილი, გია ვოლსკი