ლინდონ ბეინსი ჯონსონი და მისი "ჯამბო"
ლინდონ ბეინს ჯონსონი პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შემდეგ გახდა პრეზიდენტი და ამ პოსტზე 1963 წლიდან 1969 წლამდე დაჰყო. ჯონსონი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შერყეული იყო თავის მამაკაცურ ღირსებაზე: მას "ჯამბოს" უწოდებდა და ხანდახან ადმინისტრაციის თანამშრომლების წინაშე დემონსტრირებას ახდენდა სიტყვებით "ოდესმე გინახავთ ასეთი დიდი?". გარდა ამისა, მას კიდევ ერთი ცუდი თვისება ჰქონდა: საზოგადოებრივ ადგილებში მოშარდვა.
ჯეიმს ბიუკენენი: შესაძლო გეი
დღეს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ 1800-იან წლებში საქმე სხვაგვარად იყო. დემოკრატი ჯეიმს ბიუკენენი საპრეზიდენტო პოსტზე 1857-1861 წ.წ. იმყოფებოდა. ცოლი არასოდეს ჰყოლია, ახალგაზრდობაში მხოლოდ ერთ ქალს ხვდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ის ასექსუალია, მაგრამ დიდი ალბათობით, ბიუკენენი გეი იყო: მის პარტნიორად ალაბამას სენატორი უილიამ რუფუს კინგი მიიჩნევა. სიცოცხლეშივე მათ წყვილს უწოდებდნენ.
ენდრიუ ჯექსონი: ფაქტობრივად, დაუმარცხებელი
დუელების სიყვარული (ცოლის ღირსება 100-ჯერ დაიცვა), სადაც მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა, ტკივილის ატანის წარმოუდგენელი თვისება გამოარჩევს ამ საოცარ პრეზიდენტს. დამოუკიდებლობისთვის ომში ის ბრიტანელებს ჩაუვარდა ტყვედ, სადაც შიმშილით კინაღამ მოკვდა - ალბათ, ამან გააკაჟა მისი ხასიათი და ჯანმრთელობა, მალარიამ და ოსპამაც ვერ დაჯაბნა იგი. ჯექსონის პორტრეტის კიდევ ერთი დეტალი - სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი ამერიკელი ინდიელების ძალადობრივ გადაადგილებაზე.
უილიამ ჰოვარდ ტაფტი: აბაზანაში გაიჭედა
ამერიკის ბოლო დროის პრეზიდენტები საკმაოდ მოხდენილად გამოიყურებიან, ადრე ამ პოსტს მეტად ჭარბწონიანი მამაკაცები იკავებდნენ. მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება უილიამ ჰოვარდ ტაფტს. ის 160 კილოგრამს იწონიდა, და როგორც ამბობენ, ერთხელ თეთრი სახლის აბაზანაში გაიჭედა. ბევრი ჩვენთაგანი ამ დროს დაფიქრდებოდა, რომ დროა, ჭამას უკლო, მაგრამ ტაფტი სხვაგვარად მოიქცა - მან უბრალოდ უფრო დიდი ზომის აბაზანა შეუკვეთა.
თომას ჯეფერსონი და მისი შვილები მონა ქალთან
დღემდე შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ დამფუძნებელი მამები ლეგალურად ფლობდნენ მონებს. მეტიც, ზოგიერთ მათგანს თავიანთ მონებთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. მაგალითად, თომას ჯეფერსონს. მის სიცოცხლეშივე გავრცელდა ჭორი, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მას მონა ქალმა, სალი ჰემინგსმა 6 შვილი გაუჩინა. მეცნიერები დღემდე დავობენ ბავშვების რაოდენობაზე, თუმცა ფაქტი, რომ ჰემინგსი ჯეფერსონის საყვარელი იყო - უდავოა.
უორენ ჰარდინგი, ფრანკლინ რუზველტი, ვუდრო უილსონი, ლინდონ ჯონსონი, ჯორჯ ბუში უფროსი: უკანონო კავშირები
ყველასათვის ცნობილია ბილ კლინტონსა და მონიკა ლევინსკიზე, ასევე, კლინტონის სხვა "სიყვარულზე" ჯენიფერ ფლაუერსზე, თითქმის ყველამ იცის კენედის საყვარლებზე, მათ შორის, მერილინ მონროზე. ჯეფერსონიც ვახსენეთ მაღლა. მაგრამ ცოტა ვინმესთვის თუ არის ცნობილი ამ პუნქტის პრეზიდენტებზე. უორენ ჰარდინგს ორ ქალთან ჰქონდა უკანონო ურთიერთობა, ერთ-ერთმა შვილიც კი გაუჩინა. ჯონსონს დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდა საყვარელი სახელად ელის გლასი, ამბობენ, რომ ჯონსონის მეუღლემ ყველაფერი იცოდა. ფრანკლინ რუზველტს მეუღლის ასისტენტთან ჰქონდა რომანი, ჯორჯ ბუშ უფროსს ბრალი დაედო თავის ასისტენტთან ინტიმურ ურთიერთობაში, ვუდრო უილსონს კი - მაღალი საზოგადოების ქალთან, მერი პეკთან.
რონალდ რეიგანი და სელენა უოლტერსი
სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, რონალდ რეიგანი მსახიობი იყო. ეს ყველასათვის ცნობილი ფაქტია, თუმცა, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მსახიობი სელენა უოლტერსი ამტკიცებდა, რეიგანმა 1950-იან წლებში გამაუპატიურაო. ეს ამბავი 1991 წელს გამჟღავნდა. რეიგანს ფაქტი არც დაუდასტურებია და არც უარჰყვია.
გროვერ კლივლენდი: ყველაზე საშინელი სექსუალური სკანდალი აშშ-ის ისტორიაში
გროვერ კლივლენდის პუნქტში "პრეზიდენტები, რომელთაც უკანონო სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდათ" მოხვედრას იმ ფაქტმა შეუშალა ხელი, რომ რაც ჩაიდინა, მის ქორწინებამდე მოხდა. კლივლენდმა ქალი სახელად მარია ჰელპინი პაემანზე მიიწვია, შემდეგ მის სახლში შეიჭრა და გააუპატიურა, მოკვლით დაემუქრა, თუ ვინმეს მომხდარზე მოუყვებოდა. ჰელპინი დაორსულდა, ბავშვის დაბადების შემდეგ ქალი საგიჟეთში გამოამწყვდიეს, ბავშვი კი გააშვილეს.
ულის გრანტი: ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტი?
შესაძლოა, ულის გრანტის ადმინისტრაცია ყველაზე კორუმპირებული იყო აშშ-ის ისტორიაში. მას ბრალს ნეპოტიზმში სდებდნენ. 1869 წლის "შავი პარასკევი" გრანტის მფარველობის ქვეშ მყოფი ინვესტორების ქმედებების შედეგია, გარდა ამისა, მის ადმინისტრაციაში ღიად იღებდნენ ქრთამს.
დუდანა ზაქარაია
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.