პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუკას ხასიათმა გადაგვატანინა ეს ტრაგედია..." - რა ურთიერთობა აქვთ ეკა მიშველაძის შვილებს და ყოფილ ქმარს ბუკა პეტრიაშვილთან
"ბუკას ხასიათმა გადაგვატანინა ეს ტრაგედია..." - რა ურთიერთობა აქვთ ეკა მიშველაძის შვილებს და ყოფილ ქმარს ბუკა პეტრიაშვილთან

23 წლის მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კონ­კურ­სე­ბი­დან გა­იც­ნო - ჯერ იყო "ჯე­ოს­ტა­რი", შემ­დეგ "ახა­ლი ხმა". ის თა­ვი­სი ორი­გი­ნა­ლუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბი­თა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით აშ­კა­რად გა­მო­ირ­ჩე­ო­და. დიდი ხა­ნია, მაკო არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლა. ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი ჯგუფ­თან ერ­თად კლუ­ბებ­ში მღე­რის, ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და დი­ზა­ი­ნით და მალე ფეხ­საც­მე­ლე­ბის ბრენ­დის გა­კე­თე­ბას გეგ­მავს. მაკო ჟურ­ნა­ლის­ტის და ამ­ჟა­მად პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის, ეკა მიშ­ვე­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. რა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მას დე­დის ქმარ­თან, ბუკა პეტ­რი­აშ­ვილ­თან, ამას "თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- როცა ეკა მიშ­ვე­ლა­ძემ და ბუკა პეტ­რი­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტეს ერ­თად ცხოვ­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ შენ იცო­დი?

- კი, რო­გორ არა. სხვა­თა შო­რის, ბუ­კას პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ ვხე­დავ­დი და მის შე­სა­ხებ მიყ­ვე­ბოდ­ნენ, სიმ­პა­თი­ე­ბი მქონ­და. რომ გა­ვი­გე, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი ხდე­ბო­და, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. დე­დას და ბუ­კას ძა­ლი­ან უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. ბუ­კამ ჩვენს ოჯახ­ში სი­ხა­ლი­სე შე­მო­ი­ტა­ნა. სას­წა­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, ეკას და ბუ­კას ურ­თი­ერ­თო­ბას რომ ვუ­ყუ­რებ, ვფიქ­რობ, ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი მეც მინ­და-მეთ­ქი (იცი­ნის).

ხში­რად დე­დას­თვის არ მით­ქვამს და ბუ­კას­თვის გა­მინ­დია სა­ი­დუმ­ლო. მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღე და ეკას გა­მო­ვარ­თვი მან­ქა­ნა. მოკ­ლედ, ეკამ და­მი­რე­კა, ბუ­კაა სახ­ლში და მას და­უ­ტო­ვე გა­სა­ღე­ბიო. მი­ვიყ­ვა­ნე მან­ქა­ნა სახ­ლში, და­ვა­ყე­ნე და უკან რომ დავ­ბრუნ­დი, გა­მახ­სენ­და "რუჩ­ნოი" ჩა­წე­უ­ლი დამ­რჩა. ვი­ფიქ­რე, ეკა მომ­კლავს-მეთ­ქი და სას­წრა­ფოდ და­ვუ­რე­კე ბუ­კას. გა­ე­ცი­ნა, რა პრობ­ლე­მაა, რა მოხ­და, მეც კი დამ­რჩე­ნია "რუჩ­ნოი" ჩა­წე­უ­ლი, არ ინერ­ვი­უ­ლო, ახ­ლა­ვე ჩა­ვალ და ამოვ­წე­ვო. ბუკა ჩემი მე­გო­ბა­რია და ვამ­ბობ ხოლ­მე, ეს ადა­მი­ა­ნი რომ არ იყო ამ­დენ ხანს ჩვენ ოჯახ­ში, ნე­ტავ რო­გორ ვცხოვ­რობ­დით-მეთ­ქი (იცი­ნის)... მი­ხა­რია, რომ მა­მა­ჩემ­სა და ეკას ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, მა­მას ბუ­კას­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

...გა­მი­მარ­თლა, რომ მა­გა­რი ოჯა­ხი მაქვს, ამას ადრე ვერ ვგრძნობ­დი. ბუკა რომ დაჭ­რეს, ეკამ პირ­ვე­ლად მე და­მი­რე­კა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე მი­ვას­წა­რი დე­დას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. დედა ასე­თი უბე­დუ­რი არ მი­ნა­ხავს. ბუ­კას დაჭ­რის დროს ვიგ­რძე­ნი, რა ში­შია, როცა ოჯა­ხის წევ­რს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა და უჭირს. ბუ­კას ხა­სი­ათ­მა გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ეს ტრა­გე­დია. ის გვამ­ხნე­ვებ­და.

ნონა და­თე­ში­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ბუკას ხასიათმა გადაგვატანინა ეს ტრაგედია..." - რა ურთიერთობა აქვთ ეკა მიშველაძის შვილებს და ყოფილ ქმარს ბუკა პეტრიაშვილთან

"ბუკას ხასიათმა გადაგვატანინა ეს ტრაგედია..." - რა ურთიერთობა აქვთ ეკა მიშველაძის შვილებს და ყოფილ ქმარს ბუკა პეტრიაშვილთან

23 წლის მაკო კვიტაიშვილი საზოგადოებამ კონკურსებიდან გაიცნო - ჯერ იყო "ჯეოსტარი", შემდეგ "ახალი ხმა". ის თავისი ორიგინალური ჩაცმულობითა და განსხვავებული სტილით აშკარად გამოირჩეოდა. დიდი ხანია, მაკო არსად გამოჩენილა. ახალგაზრდა მომღერალი ჯგუფთან ერთად კლუბებში მღერის, ასევე დაინტერესდა დიზაინით და მალე ფეხსაცმელების ბრენდის გაკეთებას გეგმავს. მაკო ჟურნალისტის და ამჟამად პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის ქალიშვილია. რა ურთიერთობა აქვს მას დედის ქმართან, ბუკა პეტრიაშვილთან, ამას "თბილისელებისთვის" მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როცა ეკა მიშველაძემ და ბუკა პეტრიაშვილმა გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება, ამის შესახებ შენ იცოდი?

- კი, როგორ არა. სხვათა შორის, ბუკას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ტელევიზიით რომ ვხედავდი და მის შესახებ მიყვებოდნენ, სიმპათიები მქონდა. რომ გავიგე, ჩვენი ოჯახის წევრი ხდებოდა, ძალიან გამიხარდა. დედას და ბუკას ძალიან უყვართ ერთმანეთი. ბუკამ ჩვენს ოჯახში სიხალისე შემოიტანა. სასწაული ადამიანია, ეკას და ბუკას ურთიერთობას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ასეთი სიყვარული მეც მინდა-მეთქი (იცინის).

ხშირად დედასთვის არ მითქვამს და ბუკასთვის გამინდია საიდუმლო. მართვის მოწმობა ავიღე და ეკას გამოვართვი მანქანა. მოკლედ, ეკამ დამირეკა, ბუკაა სახლში და მას დაუტოვე გასაღებიო. მივიყვანე მანქანა სახლში, დავაყენე და უკან რომ დავბრუნდი, გამახსენდა "რუჩნოი" ჩაწეული დამრჩა. ვიფიქრე, ეკა მომკლავს-მეთქი და სასწრაფოდ დავურეკე ბუკას. გაეცინა, რა პრობლემაა, რა მოხდა, მეც კი დამრჩენია "რუჩნოი" ჩაწეული, არ ინერვიულო, ახლავე ჩავალ და ამოვწევო. ბუკა ჩემი მეგობარია და ვამბობ ხოლმე, ეს ადამიანი რომ არ იყო ამდენ ხანს ჩვენ ოჯახში, ნეტავ როგორ ვცხოვრობდით-მეთქი (იცინის)... მიხარია, რომ მამაჩემსა და ეკას ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ, მამას ბუკასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.

...გამიმართლა, რომ მაგარი ოჯახი მაქვს, ამას ადრე ვერ ვგრძნობდი. ბუკა რომ დაჭრეს, ეკამ პირველად მე დამირეკა და წარმოიდგინეთ, მე მივასწარი დედას საავადმყოფოში. დედა ასეთი უბედური არ მინახავს. ბუკას დაჭრის დროს ვიგრძენი, რა შიშია, როცა ოჯახის წევრს საფრთხე ემუქრება და უჭირს. ბუკას ხასიათმა გადაგვატანინა ეს ტრაგედია. ის გვამხნევებდა.

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"