საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭი ციხიდან 2 წელია გამოსულია, მკურნალობდა..." - რას ყვება ადვოკატი ყიფშიძის ქუჩაზე ავტოხელოსნის მკვლელობაში ბრალდებულზე
"ბიჭი ციხიდან 2 წელია გამოსულია, მკურნალობდა..." - რას ყვება ადვოკატი ყიფშიძის ქუჩაზე ავტოხელოსნის მკვლელობაში ბრალდებულზე

ვა­კე­ში, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ავ­ტო­სა­ხე­ლოს­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის, რა­მაზ მჭედ­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ კონ­სტან­ტი­ნე ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ცის­მარ ონი­ა­ნის მტკი­ცე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

რო­გორც ონი­ან­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, ამას ადას­ტუ­რებს 2 წლის წინ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი ცნო­ბაც, სა­დაც წე­რია, რომ ლაშ­ქა­რაშ­ვილს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა და ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს.

ონი­ა­ნის თქმით, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო და ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებს იღებ­და.

"ეს ბიჭი ცი­ხი­დან 2 წე­ლია გა­მო­სუ­ლია, რის შემ­დე­გაც მკურ­ნა­ლობ­და. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ცე­მულ ცნო­ბა­ში პირ­და­პირ წე­რია - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. გა­მო­სა­კი­თხად რო­დე­საც მი­ვე­დი, არ იყო ადეკ­ვა­ტუ­რი კი­თხვებ­ზე და მე­უბ­ნე­ო­და - მე არა­ფე­რი ვიცი, ცო­ლის მო­საყ­ვა­ნად მივ­დი­ო­დიო და ა.შ. შემ­დეგ, მის მშობ­ლებს გა­მო­ვარ­თვი ცნო­ბა, რო­მე­ლიც არის თვი­თონ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­ცე­მუ­ლი. ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტით, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბით მკურ­ნა­ლობ­და და იმ­ყო­ფე­ბო­და ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

იმ დღის მდგო­მა­რე­ო­ბა ვერ გვე­ცო­დი­ნე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზა და ვე­ლო­დე­ბით რა დად­გინ­დე­ბა. ექ­სპერ­ტი­ზა ტარ­დე­ბა მის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არა­ვინ იფიქ­როს, რომ ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არის ხონ­ში შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და იქ მო­იხ­დის სას­ჯელს", - გა­ნა­ცხა­და ონი­ან­მა.

ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე რა­მაზ მჭედ­ლიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კონ­სტან­ტი­ნე ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

წა­ი­კი­თხეთ: "ერთი ტყვია მოხ­ვდა, მაგ­რამ გუ­ლი­ა­ნად ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ა­რაო..." - რო­გორ იხ­სე­ნებს ზუ­რაბ შა­რია ყიფ­ში­ძე­ზე მოკ­ლულ რა­მაზ მჭედ­ლიშ­ვილს

"ბიჭი ციხიდან 2 წელია გამოსულია, მკურნალობდა..." - რას ყვება ადვოკატი ყიფშიძის ქუჩაზე ავტოხელოსნის მკვლელობაში ბრალდებულზე

"ბიჭი ციხიდან 2 წელია გამოსულია, მკურნალობდა..." - რას ყვება ადვოკატი ყიფშიძის ქუჩაზე ავტოხელოსნის მკვლელობაში ბრალდებულზე

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოს თანამშრომლის, რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კონსტანტინე ლაშქარაშვილის ადვოკატის, ცისმარ ონიანის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

როგორც ონიანმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, ამას ადასტურებს 2 წლის წინ, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გაცემული ცნობაც, სადაც წერია, რომ ლაშქარაშვილს ფსიქოლოგიური აშლილობა და ჰალუცინაციური მოვლენები აქვს.

ონიანის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა.

"ეს ბიჭი ციხიდან 2 წელია გამოსულია, რის შემდეგაც მკურნალობდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაცემულ ცნობაში პირდაპირ წერია - ფსიქოლოგიური აშლილობა, ჰალუცინაციური მოვლენები. გამოსაკითხად როდესაც მივედი, არ იყო ადეკვატური კითხვებზე და მეუბნეოდა - მე არაფერი ვიცი, ცოლის მოსაყვანად მივდიოდიო და ა.შ. შემდეგ, მის მშობლებს გამოვართვი ცნობა, რომელიც არის თვითონ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაცემული. ამ ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მედიკამენტით, ფსიქოტროპული წამლებით მკურნალობდა და იმყოფებოდა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

იმ დღის მდგომარეობა ვერ გვეცოდინება. პროკურატურამ დანიშნა ექსპერტიზა და ველოდებით რა დადგინდება. ექსპერტიზა ტარდება მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. არავინ იფიქროს, რომ ის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, არის ხონში შესაბამისი დაწესებულება და იქ მოიხდის სასჯელს", - განაცხადა ონიანმა.

ყიფშიძის ქუჩაზე რამაზ მჭედლიშვილი რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული კონსტანტინე ლაშქარაშვილი რამდენიმე საათში დააკავეს.

წაიკითხეთ: "ერთი ტყვია მოხვდა, მაგრამ გულიანად ყველაფერი გაიარაო..." - როგორ იხსენებს ზურაბ შარია ყიფშიძეზე მოკლულ რამაზ მჭედლიშვილს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ