პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თოფაძის პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს - რა დადგენილება გამოსცა ცესკო-მ
 თოფაძის პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს - რა დადგენილება გამოსცა ცესკო-მ

ბლო­კი "თო­ფა­ძე-მრეწ­ვე­ლე­ბი, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო" 2016 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღებს. სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო დად­გე­ნი­ლე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ცეს­კო გან­მარ­ტავს, რომ ბლოკს დად­გე­ნილ ვა­დებ­ში რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პარ­ტი­უ­ლი სია კო­მი­სი­ა­ში არ წა­რუდ­გე­ნია.

"სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი" 115-ე მუხ­ლის მე-7 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, პარ­ტი­უ­ლი სია ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რეს უნდა წა­რედ­გი­ნოს პარ­ტი­ის/სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ, არ­ჩევ­ნე­ბის დღემ­დე არა­უგ­ვი­ა­ნეს 30-ე დღი­სა. პარ­ტი­ულ სიას თან უნდა ერ­თვო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტის მიერ შევ­სე­ბუ­ლი და ხელ­მო­წე­რი­ლი სა­აღ­რი­ცხვო ბა­რა­თი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის ფო­ტო­ას­ლი და მისი ფო­ტო­სუ­რა­თი. სა­არ­ჩევ­ნო ბლოკ­მა "თო­ფა­ძე, მრეწ­ვე­ლე­ბი, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო" მიმ­დი­ნა­რე წლის 8 სექ­ტემ­ბერს ცეს­კო­ში წარ­მო­ად­გი­ნა მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბა და კან­დიდ­თა სა­აღ­რი­ცხვო ბა­რა­თე­ბი, თან­დარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით (სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის ფო­ტო­ას­ლე­ბი, ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, ცნო­ბე­ბი ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ).

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის მიერ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში არ იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი პარ­ტი­უ­ლი სია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი" 114-ე მუხ­ლის მე-14 პუნ­ქტის "გ" ქვე­პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, წარ­მო­ად­გენს სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის "თო­ფა­ძე, მრეწ­ვე­ლე­ბი, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო" სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ველს.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის "სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი" მე-15 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის "დ" ქვე­პუნ­ქტის, 77-ე მუხ­ლის მე-5 პუნ­ქტი­სა და 114-ე მუხ­ლის მე-14 პუნ­ქტის "გ ქვე­პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, ვად­გენ:

მუხ­ლი 1. გა­უ­უქ­მდეს სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 2016 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო ბლოკს "თო­ფა­ძე, მრეწ­ვე­ლე­ბი, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო" და მის წარ­მო­მად­გენ­ლებს ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძე­სა და ნა­თია ბე­დე­ლა­ძეს, პარ­ტი­უ­ლი სიის წარ­მო­უდ­გენ­ლო­ბის გამო", - ნათ­ქვა­მია ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის, თა­მარ ჟვა­ნი­ას დად­გე­ნი­ლე­ბა­ში და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს გან­კარ­გუ­ლე­ბა ძა­ლა­შია ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე.

ამა­ვე დად­გე­ნი­ლე­ბის მე­ო­რე მუხ­ლის მი­ხედ­ვით, ეს გან­კარ­გუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­სა­მარ­თლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­ლე­გა­ში მისი მი­ღე­ბი­დან 2 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის გად­წყვე­ტი­ლე­ბას სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნის თა­ო­ბა­ზე ბლო­კი სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბლო­კის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ტყემ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტენ­დენ­ცი­უ­რი და არა­სა­მარ­თლი­ა­ნია.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც თა­მარ ჟვა­ნი­ას NDI-ის და IRI-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ.

"წინა დღეს, ცეს­კოს თავ­მჯო­მა­რემ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გა­აჟ­ღე­რა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 29 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან, 28 პარ­ტი­ამ რე­გის­ტრა­ცია წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა, ამ 28 პარ­ტი­ა­ში ვი­ყა­ვით ჩვენც, თუმ­ცა მე­ო­რე დღეს, დი­ლით, 08 სა­ათ­ზე ვი­გებთ, რომ მოხ­სნი­ლი ვართ რე­გის­ტრა­ცი­ი­დან. არ­გუ­მენ­ტი, რომ ჩვენ არ წარ­ვად­გი­ნეთ სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბა, მტკნა­რი სიც­რუ­ეა.

შეხ­ვედ­რა მქონ­და ცეს­კოს თვმჯდო­მა­რეს­თან და ვკი­თხე, თუ რა­ტომ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მი­თხრა, რომ და­უ­რე­კეს NDI- დან და IRI-დან. და­ვინ­ტე­რესდდი, თუ რა უფ­ლე­ბით და­უ­რე­კეს, რა­ზეც ვერ მი­ვი­ღე და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი პა­სუ­ხი. ამით არაფ­რის მტკი­ცე­ბა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მი­ჩი­ნა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი.

მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში არის სხვა­დას­ხვა ტი­პის დარ­ღვე­ვე­ბი, ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი იუ­რის­ტე­ბის მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი შეს­წავ­ლა და უფრო დე­ტა­ლუ­რად მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მეძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი. რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­სა­ჩივ­რებთ სა­სა­მარ­თლო­ში და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს ობი­ექ­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას," - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ტყე­მე­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თოფაძის პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს - რა დადგენილება გამოსცა ცესკო-მ

 თოფაძის პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს - რა დადგენილება გამოსცა ცესკო-მ

ბლოკი "თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საბოლოო დადგენილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დადგენილებაში ცესკო განმარტავს, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.

"საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და მისი ფოტოსურათი. საარჩევნო ბლოკმა "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო" მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ცესკოში წარმოადგინა მხოლოდ განცხადება და კანდიდთა სააღრიცხვო ბარათები, თანდართული დოკუმენტაციით (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ფოტოასლები, ფოტოსურათები, ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ბლოკის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი პარტიული სია, რაც საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საარჩევნო ბლოკის "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო" საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის "გ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო" და მის წარმომადგენლებს ზურაბ ტყემალაძესა და ნათია ბედელაძეს, პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო", - ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას დადგენილებაში და აღნიშნულია, რომ ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ამავე დადგენილების მეორე მუხლის მიხედვით, ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადწყვეტილებას საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ბლოკი სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემლაძემ განუცხადა, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ტენდენციური და არასამართლიანია.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თამარ ჟვანიას NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.

"წინა დღეს, ცესკოს თავმჯომარემ სხვადასხვა მედიასაშუალებით გააჟღერა ინფორმაცია, რომ 29 პოლიტიკური პარტიიდან, 28 პარტიამ რეგისტრაცია წარმატებით გაიარა, ამ 28 პარტიაში ვიყავით ჩვენც, თუმცა მეორე დღეს, დილით, 08 საათზე ვიგებთ, რომ მოხსნილი ვართ რეგისტრაციიდან. არგუმენტი, რომ ჩვენ არ წარვადგინეთ სიითი შემადგენლობა, მტკნარი სიცრუეა.

შეხვედრა მქონდა ცესკოს თვმჯდომარესთან და ვკითხე, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მითხრა, რომ დაურეკეს NDI- დან და IRI-დან. დავინტერესდდი, თუ რა უფლებით დაურეკეს, რაზეც ვერ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი. ამით არაფრის მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ამ ყველაფერმა გამიჩინა კითხვის ნიშნები.

მიღებულ გადაწყვეტილებაში არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, ამ ეტაპზე ჩვენი იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მათი შესწავლა და უფრო დეტალურად მოგვიანებით შემეძლება საუბარი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ზურაბ ტყემელაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."