25 წლის ქართველი სოპრანო, ანა ბუბაშვილი მე-12 სართულიდან გადმოვარდა - თამარ ივერი დეტალებზე

25 წლის ქართველი სოპრანო, ანა ბუბაშვილი მე-12 სართულიდან გადმოვარდა - თამარ ივერი დეტალებზე

25 წლის ქართველი სოპრანო, ანა ბუბაშვილი მე-12 სართულიდან გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოპერო მომღერალი თამარ ივერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს:

"მოსკოვში, მე 12 სართულიდან გადმოვარდა. დედა სულ მასთან იყო... ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდა და ბრუნდებოდა. დღეს რომ ჩავიდა.... კორპუსში მივიდა ბარგით და ასეთი საზარელი სიტუაცია დახვდა. პოლიციის ლენტებით შემორაგული ეზო და ბინა. ექსპერტიზა გაარკვევს თვითმკვლელობა იყო თუ რაიმე ფაქტორის ზემოქმედება. საშინელი, ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა!!! 5 წლის წინ ასევე დაკარგა 14 წლის საღ სალამათი ძმა... ექსკურსიაზე გული გაუსკდა ბავშვს. რა დააშავა ამ ოჯახმა არ ვიცი. შოკში ვართ ყველა!!", - წერს თამარ ივერი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს