1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებული ჯონ ჰინკლი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაათავისუფლეს.
მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, 61 წლის ჰინკლი საზოგადოებისა და საკუთარი თავისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. euronews-ის ინფორმაციით, ჰინკლი ვირჯინიაში დედის სახლში იცხოვრებს.
რონალდ რეიგანი და მისი სამი თანხმლები პირი ცეცხლის გახსნის შედეგად დაშავდნენ. ჯონ ჰინკლი პრეზიდენტს მსახიობ ჯოდი ფოსტერზე შთაბეჭდილების მოსახდენად დაესხა.