სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მის გაჭირვებას უნდა ვხედავდეთ
ილია მეორე - შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მის გაჭირვებას უნდა ვხედავდეთ

ადა­მი­ან­მა უნდა და­ი­ნა­ხოს სხვა ადა­მი­ა­ნის გა­ჭირ­ვე­ბა – შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი მა­თხო­ვა­რი არ იყოს, მაგ­რამ ჩვენ მის გა­ჭირ­ვე­ბას უნდა ვხე­დავ­დეთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ილია მე­ო­რემ დღეს სა­ხა­რე­ბი­დან იქა­და­გა. "უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე ბრძა­ნებს: სა­დაც არის სა­უნ­ჯე შენი, იქ იქ­ნე­ბა გული შენი. დღე­ვან­დელ სა­ხა­რე­ბა­ში ჩვენ ვკი­თხუ­ლობთ, რომ ახალ­გაზ­რდა ვაჟი მი­ვი­და მა­ცხო­ვარ­თან და ეკი­თხე­ბა: რა გა­ვა­კე­თო, რომ სა­სუ­ფე­ვე­ლი და­ვიმ­კვიდ­რო?! უფა­ლი ამ­ბობს: შე­იყ­ვა­რე ღმერ­თი, ადა­მი­ა­ნი, გიყ­ვარ­დეს დედა და მამა, პა­ტი­ვი ეცი მა­მა­სა და დე­და­სა შენ­სა. "ამას ყვე­ლა­ფერს ვას­რუ­ლე­ბო".

შემ­დეგ მა­ცხო­ვა­რი ეუბ­ნე­ბა, რომ თუ გინ­და სრულ­ყო­ფა, წადი და გა­ყი­დე შენი ქო­ნე­ბა, და­უ­რი­გე გლა­ხაკ­თა და შე­მო­მი­დე­ქი მე. სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, რომ ეს ახალ­გაზ­რდა მა­ცხოვ­რის­გან მწუ­ხა­რე წა­ვი­და, რად­გან იყო მდი­და­რი და ვერ გა­ი­მე­ტა თა­ვი­სი ქო­ნე­ბის და­რი­გე­ბა. ჩვენ ვცხოვ­რობთ მე­ტად რთულ დროს, როცა არი­ან მდიდ­რე­ბიც, გლა­ხა­კე­ბიც, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბიც. ადა­მი­ან­მა უნდა და­ი­ნა­ხოს სხვა ადა­მი­ა­ნის გა­ჭირ­ვე­ბა, უნდა ჰქონ­დეს სუ­ლი­ე­რი ხედ­ვა, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი მა­თხო­ვა­რი არ იყოს, მაგ­რამ ჩვენ უნდა ვხე­დავ­დეთ გა­ჭირ­ვე­ბას და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბა გა­ვუ­ად­ვი­ლოთ. აი, ამას ქა­და­გებს დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბა", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ილია მეორე - შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მის გაჭირვებას უნდა ვხედავდეთ

ილია მეორე - შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მის გაჭირვებას უნდა ვხედავდეთ

ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება – შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მის გაჭირვებას უნდა ვხედავდეთ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ილია მეორემ დღეს სახარებიდან იქადაგა. "უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. დღევანდელ სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ახალგაზრდა ვაჟი მივიდა მაცხოვართან და ეკითხება: რა გავაკეთო, რომ სასუფეველი დავიმკვიდრო?! უფალი ამბობს: შეიყვარე ღმერთი, ადამიანი, გიყვარდეს დედა და მამა, პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა. "ამას ყველაფერს ვასრულებო".

შემდეგ მაცხოვარი ეუბნება, რომ თუ გინდა სრულყოფა, წადი და გაყიდე შენი ქონება, დაურიგე გლახაკთა და შემომიდექი მე. სახარებაში წერია, რომ ეს ახალგაზრდა მაცხოვრისგან მწუხარე წავიდა, რადგან იყო მდიდარი და ვერ გაიმეტა თავისი ქონების დარიგება. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა არიან მდიდრებიც, გლახაკებიც, გაჭირვებულებიც. ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება, უნდა ჰქონდეს სულიერი ხედვა, შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვხედავდეთ გაჭირვებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცხოვრება გავუადვილოთ. აი, ამას ქადაგებს დღევანდელი სახარება", - ბრძანა პატრიარქმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი