კიდევ ერთხელ დაბნელებების შესახებ

კიდევ ერთხელ დაბნელებების შესახებ

ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ სექტემბრის თვე საკმაოდ რთული იქნება გამომდინარე იქედან რომ ცაზე არცთუ მარტივი პლანეტარული განლაგებებია, ამასთან ერთად, ზუსტად ამ თვეს ემთხვევა ე.წ. "დაბნელებების კორიდორი" ორი დაბნელება - მზისა და მთვარის, რაც თავისთავად ართულებს სიტუაციას. დაბნელებები თავისი არსით უნიკალური ასტროლოგიური მოვლენაა და მისი მეშვეობით სამყარო უდიდეს ენერგეტიკულ პოტენციალს აგზავნის. თუმცა, ამ ენერგიას სწორი მიღება და გამოყენება უნდა. ამიტომაც არის რომ ზუსტად დაბნელებების პერიოდში ხდება ადამიანების ცხოვრებაში მოულოდნელი და ხშირად ფატალური მოვლენები. ხოლო იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ნიშნებშია მზისა და მთვარის დაბნელება შეგვიძლია ვივარაუდოთ, კონკრეტულად რომელი სფეროები იქნება აქტიური და საკვანძო ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენების გავლენით.

სექტემბრის დაბნელებები ქალწული-თევზების ღერძზე ხდება. ამიტომ აქტუალური თემები გონიერებასა და იდეალიზმს შორის ზღვარის დაცვაზე გადის. ქალწული მატერიალისტი ნიშანია, თევზები კი - მეოცნებე. თუმცა, ქალწულის ნეგატიურ თვისებებს, რომელიც მერკანტილურობასა და ზედმეტ სკეპტიციზმში აისახება, თევზების სულიერება და სასწაულების რწმენის უნარი აბალანსებს. ამიტომ სექტემბრის დაბნელებები ზუსტად ამ საკითხებს წამოსწევს წინ - ადამიანებს მოუწევთ მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის სწორი ბალანსის დაცვა. რაკი მზის დაბნელება ქალწულში ხდება, აუცილებლად გააქტიურდება მატერიალური საკითხები და მასთან დაკავშირებული თემები. ხოლო მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოში სულიერების, ურთიერთთანაგრძნობისა და მიტევების საკითხებზე დაფიქრების აუცილებლობას მოგვცემს. თუმცა რეალური ამოცანა ის გახლავთ, რომ ამ პერიოდში უნდა შევძლოთ ჯანსაღი რეალიზმისა და ობიექტური იდეალიზმის სინთეზირება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სიკეთე ქმედითი უნდა იყოს, ხოლო ჩვენი ქმედებები აუცილებლად უნდა იყოს გაჯერებული სითბოთი და ზრუნვით ახლობელი ადამიანების მიმართ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს