პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ ტურავა - საკონსტიტუციო სასამართლო არ აპირებს მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინოს
მერაბ ტურავა - საკონსტიტუციო სასამართლო არ აპირებს მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინოს

ახალ მო­სა­მარ­თლე­ებს მა­ღალ შე­ფა­სე­ბას ვაძ­ლევ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ღირ­სე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, მათი სა­ხით ორი ღირ­სე­უ­ლი იუ­რის­ტის შევ­სე­ბა მი­ი­ღო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, - ამის შე­სა­ხებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მე­რაბ ტუ­რა­ვამ თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ბა­თუმ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მე­რაბ ტუ­რა­ვა ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სხდო­მა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის მი­ზე­ზებ­საც შე­ე­ხო. მისი გან­მარ­ტე­ბით, "მო­სა­მარ­თლე­ებს ალ­ბათ ჰქონ­დათ ამის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი, რო­მელ­ზეც ხმა­მაღ­ლა არ უნ­დო­დათ სა­უ­ბა­რი". მი­სი­ვე თქმით, სექ­ტემ­ბრის სა­მუ­შაო გრა­ფი­კი არ არის დად­გე­ნი­ლი და თუ უმ­რავ­ლე­სო­ბა სხდო­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბას და­თან­ხმდე­ბა, თვი­თო­ნაც უმ­რავ­ლე­სო­ბის მხა­რეს იქ­ნე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა პლე­ნუ­მის შეკ­რე­ბას და მუ­შა­ო­ბის გრა­ფიკს, მე ვერ გან­ვსა­ზღვრავ. ამას გან­სა­ზღვრავს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯო­მა­რე და მთლი­ა­ნად პლე­ნუ­მის შე­მად­გენ­ლო­ბა. რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­და­წყვეტს, ისე წა­რი­მარ­თე­ბა პრო­ცე­დუ­რა. რად­გან მო­სა­მარ­თლე­ე­ბი კონ­კრე­ტულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე არ გა­მო­ცხად­დნენ, ალ­ბათ ჰქონ­დათ ამი­სი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ისე­თი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მელ­ზეც მათ ხმა­მაღ­ლა არ უნ­დო­დათ სა­უ­ბა­რი. მათ შო­რის ვი­ყა­ვი მეც. რაც შე­ე­ხე­ბა მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში, ეს კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აუ­ცი­ლე­ბე­ლია და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, მისი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, არ აპი­რე­ბენ იმას, რომ მა­რა­დი­ულ რე­ჟიმ­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის ბო­ი­კო­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ნა­ახ­ლებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას და რაც მთა­ვა­რია პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან ახა­ლი შევ­სე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით შე­უდ­გე­ბა და გა­აგ­რძე­ლებს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. მე არ ვიცი სექ­ტემ­ბრის გრა­ფი­კის შე­სა­ხებ, ჯერ არა­ფე­რია დად­გე­ნი­ლი. თუ უმ­რავ­ლე­სო­ბა და­თან­ხმდა იმას, რომ სხდო­მა უნდა ჩა­ტარ­დეს, მე რა თქმა უნდა უმ­რავ­ლე­სო­ბის მხა­რეს ვიქ­ნე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მე­რაბ ტუ­რა­ვამ.

მან ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს 20 წლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ფე­რენ­ცი­ის პირ­ველ დღე­ზე და­უს­წრებ­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბიც გან­მარ­ტა. "ბოლო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე ვი­ყა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც დიდი ხნით ადრე იყო და­გეგ­მი­ლი, გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის გამო ვერ შევ­ძე­ლი ბა­თუმ­ში ჩა­მოს­ვლა და დას­წრე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მე­რაბ ტუ­რა­ვამ.

მერაბ ტურავა - საკონსტიტუციო სასამართლო არ აპირებს მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინოს

მერაბ ტურავა - საკონსტიტუციო სასამართლო არ აპირებს მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინოს

ახალ მოსამართლეებს მაღალ შეფასებას ვაძლევ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული მოსამართლეები იქნებიან, შესაბამისად, მათი სახით ორი ღირსეული იურისტის შევსება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ თემის კომენტირებისას ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მერაბ ტურავა ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებსაც შეეხო. მისი განმარტებით, "მოსამართლეებს ალბათ ჰქონდათ ამის ობიექტური მიზეზები, რომელზეც ხმამაღლა არ უნდოდათ საუბარი". მისივე თქმით, სექტემბრის სამუშაო გრაფიკი არ არის დადგენილი და თუ უმრავლესობა სხდომების ჩატარებას დათანხმდება, თვითონაც უმრავლესობის მხარეს იქნება.

"რაც შეეხება პლენუმის შეკრებას და მუშაობის გრაფიკს, მე ვერ განვსაზღვრავ. ამას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარე და მთლიანად პლენუმის შემადგენლობა. როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე წარიმართება პროცედურა. რადგან მოსამართლეები კონკრეტულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ალბათ ჰქონდათ ამისი ობიექტური მიზეზი, შეიძლება ბევრი ისეთი გარემოება, რომელზეც მათ ხმამაღლა არ უნდოდათ საუბარი. მათ შორის ვიყავი მეც. რაც შეეხება მუშაობის გაგრძელებას ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს კანონიდან გამომდინარე აუცილებელია და საკონსტიტუციო სასამართლო, მისი მოსამართლეები, ბუნებრივია, არ აპირებენ იმას, რომ მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინონ. საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში განაახლებს თავის საქმიანობას და რაც მთავარია პირველი ოქტომბრიდან ახალი შევსებული შემადგენლობით შეუდგება და გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. მე არ ვიცი სექტემბრის გრაფიკის შესახებ, ჯერ არაფერია დადგენილი. თუ უმრავლესობა დათანხმდა იმას, რომ სხდომა უნდა ჩატარდეს, მე რა თქმა უნდა უმრავლესობის მხარეს ვიქნები", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

მან ბათუმში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენციის პირველ დღეზე დაუსწრებლობის მიზეზებიც განმარტა. "ბოლო სამი დღის განმავლობაში მე ვიყავი საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში და შესაბამისად, ამ ღონისძიების გამო ვერ შევძელი ბათუმში ჩამოსვლა და დასწრება", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ