თეატრალების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ის ზურა გეწაძისა და ნანუკა ლითანიშვილის ოთხი შვილიდან უფროსია. მსახიობი ერეკლე გეწაძე მუსიკისა და დრამისა და თუმანიშვილის თეატრების სპექტაკლებში მონაწილეობს. გადაღებულია რამდენიმე სერიალში: "შუა ქალაქი", "ფსიქოპატთა თამაშები", "ქერჩი" და ა.შ. "X ფაქტორის" გასულ სეზონს ის და რუსკა მაყაშვილი უძღვებოდნენ. ერეკლე მუსიკითაც სერიოზულადაა გატაცებული და პირველი ნაბიჯებიც გადადგა.
ოქტომბერში ერეკლე მამა გახდება. ის პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს. ასე იყო დაოჯახებამდე და მას შემდეგაც. მხოლოდ იმას ამბობს, რომ მეუღლე, მარიამ ბოლქვაძე ხელოვნებათმცოდნეა. მას ხშირად ნახავთ თეატრში, როცა მისი ქმარი, დედამთილი და მამამთილი დგანან სცენაზე.
- "დორიან გრეის პორტრეტი" პირველი სპექტაკლია, რომელშიც თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუსიკისა და დრამის თეატრში ვითამაშე. ორი წელი რეპერტუარში იყო, ახლა მესამე წელი დაიწყო, არ ვიცი, კვლავ წარმოვადგენთ თუ არა. რაც შეეხება თუმანიშვილის თეატრს, ვმონაწილეობ სპექტაკლში - "ჩემი პატარა ქალაქი", რომელიც თუმანიშვილის დროს დაიდგა და შემდეგ აღადგინეს. ამ სპექტაკლს ორი შემადგენლობა ჰყავს, მე და ვანო დუგლაძე ერთმანეთის დუბლები ვართ. ეს სპექტაკლი აუცილებლად იქნება წელს და მომდევნო სეზონზეც, რადგან "ჩემს პატარა ქალაქზე" ყოველთვის სრული ანშლაგია. ასეთი რამ პირველად ვნახე. მაყურებელი არა მხოლოდ არსებულ და ჩადგმულ სკამებზე ზის, არამედ - იატაკზე ან ფეხზე მდგომი, 3 საათის განმავლობაში ადევნებს თვალს სპექტაკლს. გადაძეძგილ დარბაზში ყველა ასაკის მაყურებელია და მართლაც საოცარი სანახავია.
- წამყვანის ამპლუაში ყოფნამ პირველად მოგიწია. პირდაპირი ეთერი სხვაა და სპექტაკლში თამაშისგან ბევრად განსხვავებულია, სირთულეებს ხომ არ წააწყდი?
- სიმართლე გითხრათ, ცოტა შემეშინდა, რადგან ამ სფეროში და ტელევიზიაში გამოცდილება არ მქონდა. როცა წამყვანად დამამტკიცეს, წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა. გადაცემის ხელმძღვანელობას, რეჟისორსა და პროდიუსერებს ბრმად მივყვებოდი. ვცდილობდი, ერთი-ერთში გამემეორებინა ის, რასაც მეუბნებოდნენ. ძალიან რთული იყო პირველი პირდაპირი ეთერი. წამის მეასედში ვიგრძენი, რომ უზარმაზარი დარბაზის გარდა, 5 თუ 7 კამერის მიღმა არა მარტო საქართველო, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტებიც მიყურებდნენ. ეს რომ გავაცნობიერე, მართლა დიდი სტრესი იყო. თუმცა, პროფესიული თვალსაზრისით მსგავსი გამოცდილება არასოდეს მიმიღია. ამ პროექტის შემდეგ, როცა თეატრის სცენაზე დადგომა მომიხდა, სრულიად თავისუფალი ვიყავი. ყურადღება არ მეფანტებოდა, არც მაყურებლისკენ გამირბოდა თვალი. პირიქით, თეატრში უფრო მეტად გავიხსენი, თავისუფალი და ლაღი გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. რაც შეცდომაც უნდა დავუშვა, უკვე ვიცი, რომ ყველა სიტუაციიდან გამოვძვრები.. . განაგრძეთ კითხვა