ფილიპ კირკოროვის ვაჟს, მარტინს დებიუტი ჰქონდა სამოდელო კარიერაში. ამის შესახებ ბიჭის მამა "ინსტგრამიდან" იტყობინება.
4 წლის მარტინის ფოტოზე, კირკოროვი წერს: "დაიწყო", რაშიც ბიჭის სამოდელო ბიზნესში კარიერული მოღვაწეობა იგულისხმება.
დღის განმავლობაში ფოტომ 13 000-ზე მეტი მოწონება და 300-ზე მეტი კომენტარი დაიმსახურა. ხალხის უმრავლესობა ბავშვით აღფრთოვანებულია და მარტინს ყველაფერს საუკეთესოს უსურვებენ... იხილეთ ფოტო