სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სტანდარტზე გადადიან
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სტანდარტზე გადადიან

თბი­ლი­სის სა­ჯა­რო ბა­ღებ­ში ბავ­შვთა კვე­ბის უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბი კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის ახალ სის­ტე­მა­ზე გა­და­დი­ან, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მიერ ბა­ღის აღ­საზ­რდელ­თა კვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით გა­მო­ცხა­დე­ბულ ელექტრო­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა­ში კომ­პა­ნია "ელფ­მა" გა­ი­მარ­ჯვა. ელექტრო­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის ტექ­ნი­კუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სის ყვე­ლა სა­ბავ­შვო ბაღს კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბას სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია გა­უ­წევს, რაც ბა­ღებს ათე­უ­ლო­ბით სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს.

კომ­პა­ნია "ელ­ფის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად, დღეს ბაგა-ბა­ღე­ბის დი­რექ­ტო­რებს შეხ­ვდნენ და კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის ახალ სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს. სა­მუ­შაო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა.

რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, კომ­პა­ნია "ელფი" უზ­რუნ­ველ­ყოფს ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტან­დარ­ტის და­ნერგვას თბი­ლი­სის მას­შტა­ბით არ­სე­ბუ­ლი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის მე­ნი­უს შე­სა­ბა­მი­სად, კა­ლო­რა­ჟის დაც­ვით.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის პე­რი­ოდ­ში მიმ­წო­დე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს, თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოს კვე­ბის ბლო­კის ყო­ველ­დღი­უ­რი და­სუფ­თა­ვე­ბა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ტა­ნა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ჭურ­ჭლით, და­იც­ვას სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და სი­სუფ­თა­ვე კვე­ბის ბლოკ­ში, ყო­ველ­თვი­უ­რად ჩა­ა­ტა­როს გე­ნე­რა­ლუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბა და დე­ზინ­ფექ­ცია. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს კვე­ბის ობი­ექ­ტზე მცი­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და ობი­ექ­ტის გა­მარ­თუ­ლად ფუქ­ცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო და­ნად­გა­რე­ბის შე­კე­თე­ბას.

ამას­თან, მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია, კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უკვე და­საქ­მე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს პერ­სო­ნა­ლით (მზა­რე­უ­ლი, მზა­რე­უ­ლის დამ­ხმა­რე(-ები), დამ­ლა­გე­ბე­ლი, მრე­ცხა­ვი და სა­მე­ურ­ნეო ნა­წი­ლის კორ­დი­ნა­ტო­რი).

"ვფიქ­რობ, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო. ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვას გა­ე­ცა პა­სუ­ხი. ჩემი აზ­რით, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი გა­კეთ­და ბა­ღე­ბის კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის უფრო მა­ღალ სტან­დარ­ტებ­ზე გა­დას­ვლის კუ­თხით. პრაქ­ტი­კა ბევრ რა­მეს გა­მო­ა­ჩენს, თუმ­ცა ეს ბევ­რად უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ უფრო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბა­ღებ­ში კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა თე­მურ თორ­დი­ნა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სტანდარტზე გადადიან

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სტანდარტზე გადადიან

თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვთა კვების უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სისტემაზე გადადიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ბაღის აღსაზრდელთა კვების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონული პროცედურაში კომპანია "ელფმა" გაიმარჯვა. ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დავალების პირობების თანახმად, თბილისის ყველა საბავშვო ბაღს კვებით მომსახურებას სწორედ აღნიშნული კომპანია გაუწევს, რაც ბაღებს ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობის ვალდებულებისგან გაათავისუფლებს.

კომპანია "ელფის" წარმომადგენლები, სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს ბაგა-ბაღების დირექტორებს შეხვდნენ და კვებითი მომსახურების ახალ სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. სამუშაო ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია "ელფი" უზრუნველყოფს ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტის დანერგვას თბილისის მასშტაბით არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვებით მომსახურების მენიუს შესაბამისად, კალორაჟის დაცვით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მომსახურების გაწევის პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულებას იღებს, თავად უზრუნველყოს კვების ბლოკის ყოველდღიური დასუფთავება და საკვები პროდუქტების ნარჩენების ყოველდღიური გატანა სპეციალიზებული ჭურჭლით, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სისუფთავე კვების ბლოკში, ყოველთვიურად ჩაატაროს გენერალური დასუფთავება და დეზინფექცია. გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს კვების ობიექტზე მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას და ობიექტის გამართულად ფუქციონირებისათვის საჭირო დანადგარების შეკეთებას.

ამასთან, მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, კვებითი მომსახურება უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უკვე დასაქმებული სამზარეულოს პერსონალით (მზარეული, მზარეულის დამხმარე(-ები), დამლაგებელი, მრეცხავი და სამეურნეო ნაწილის კორდინატორი).

"ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გაეცა პასუხი. ჩემი აზრით, საკმაოდ სერიოზული განაცხადი გაკეთდა ბაღების კვებითი მომსახურების უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლის კუთხით. პრაქტიკა ბევრ რამეს გამოაჩენს, თუმცა ეს ბევრად უკეთესი შესაძლებლობაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო კოორდინირებული და ორგანიზებული იქნება ბაღებში კვებითი მომსახურება", - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი