პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან"
"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან"

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მო­უ­წო­დებს, "თავი შე­ი­კა­ვოს პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­სა და კონ­ტრაქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბის­გან".

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ცხად­ყო, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი რე­ა­ლუ­რად არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მას­შტა­ბი დიდი არ არის, თუმ­ცა დი­ნა­მი­კა მზარ­დია. რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია შე­იმ­ჩნე­ვა სა­მეგ­რე­ლო­ში, კონ­კრე­ტუ­ლად ზუგ­დიდ­ში და აჭა­რა­ში, სა­დაც პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის აქ­ცი­ვის­ტე­ბის მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და პრო­ვო­კა­ცი­ას.

"3 სექ­ტემ­ბერს ჩვენს კან­დი­დატს, მე­რაბ ქვა­რა­ი­ას ზუგ­დიდ­ში ჰქონ­და მო­სახ­ლე­ო­ბასთნ შეხ­ვედ­რა, სა­დაც მი­ვიდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სიის მე-13 ნომ­რის, ქე­ბუ­რი­ას დედა მზია გა­ხა­რია და მისი აქ­ტი­ვის­ტე­ბი. მათ მო­ა­წყვეს პრო­ვო­კა­ცია, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და ლან­ძღვა­სა და პრო­ვო­კა­ცი­ულ ქმე­დე­ბებ­ში. გარ­და ამი­სა, 6 სექ­ტემ­ბერს ზუგ­დიდ­ში ჩვენს მე­ო­რე კაბ­დი­დატს, ედი­შერ თო­ლო­რა­ი­ას ჰქონ­და შეხ­ვედ­რა ანაკ­ლი­ა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, სა­დაც მი­ვიდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ზუგ­დი­დის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტი ცხა­და­ია და სხვე­ბი. ისი­ნი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ ლან­ძღვი­თა და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მსგავს შემ­თხვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი ბა­თუმ­ში. პარ­ტი­ის ორ კან­დი­დატს, ფატი ხალ­ვაშ­სა და ვახ­ტანგ წუ­ლა­ძეს ჰქონ­და შეხ­ვედ­რა ამომ­რჩე­ველ­თან ბარ­ცხა­ნა­ში, სა­დაც მი­ვიდ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი წევ­რი ნაზი ფუტ­კა­რა­ძე და ვინ­მე ივა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყო­ფი­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია.

"მათ ად­გილ­ზე მო­ა­წყვეს პრო­ვო­კა­ცია. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გად­მოგ­ცეთ ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი. იქ გა­ის­მა ერთ-ერთი ფრა­ზა, ივა­ნი­ძემ დას­ძი­ნა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ღირ­სე­ბი იყ­ვნენ ცო­ცხე­ბის და "დუ­ბინ­კე­ბის". იქ გა­ის­მა ასე­თი მძი­მე ფრა­ზა, ამას მოჰ­ყვა ჩვე­ნი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მხრი­დან რე­აქ­ცია, თუმ­ცა ეს იყო ღირ­სე­უ­ლი. მე მინ­და მათ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამის­თვის, რომ არ აყვნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს და ღირ­სე­უ­ლი პა­სუ­ხით შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ. ვიდ­რე სან­დრა რუ­ლოვ­სის პი­რით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ დაგ­ვარ­წმუ­ნონ, რომ "დუ­ბინ­კე­ბი" და ცო­ცხე­ბი აღარ იქ­ნე­ბა, მათი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი ამის სა­პი­რის­პი­რო­ში გვარ­წმუ­ნე­ბენ და გუ­შინ­დე­ლი ფრა­ზაც ამის დას­ტუ­რია", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არის მარ­გი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა.

"ჩვენ ვრწმუნ­დე­ბით, რომ მათ, რო­გორც მარ­გი­ნა­ლუ­რი ოფრ­მე­ბით შე­ეძ­ლოთ ქვეყ­ნის მარ­თვა, ასე­ვე მხო­ლოდ მარ­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მე­ბით შე­უძ­ლი­ათ მათ ოპო­ზი­ცი­ის რან­გში პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და თა­ვი­ან­თი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მან მო­უ­წო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რომ თავი შე­ი­კა­ვონ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­სა და კონ­ტრაქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბი­დან.

"ჩვენ არც ერთი კონ­ტრაქ­ცია არ მოგ­ვი­წყვია არც ერთი ოპო­ნენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ და იმა­ვეს­კენ მო­ვუ­წო­დებთ ოპო­ნენ­ტებს", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ და :ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს მოთ­მი­ნე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან"

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან"

პარტია "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისა და კონტრაქციების მოწყობისგან".

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით პროვოკაციების მასშტაბი დიდი არ არის, თუმცა დინამიკა მზარდია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციების განსაკუთრებული კონცენტრაცია შეიმჩნევა სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდში და აჭარაში, სადაც პარტია "ქართული ოცნების აქცივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.

"3 სექტემბერს ჩვენს კანდიდატს, მერაბ ქვარაიას ზუგდიდში ჰქონდა მოსახლეობასთნ შეხვედრა, სადაც მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" სიის მე-13 ნომრის, ქებურიას დედა მზია გახარია და მისი აქტივისტები. მათ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვასა და პროვოკაციულ ქმედებებში. გარდა ამისა, 6 სექტემბერს ზუგდიდში ჩვენს მეორე კაბდიდატს, ედიშერ თოლორაიას ჰქონდა შეხვედრა ანაკლიაში მოსახლეობასთან, სადაც მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი ცხადაია და სხვები. ისინი გამოირჩეოდნენ ლანძღვითა და პროვოკაციული მოქმედებებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბათუმში. პარტიის ორ კანდიდატს, ფატი ხალვაშსა და ვახტანგ წულაძეს ჰქონდა შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს ყოფილი წევრი ნაზი ფუტკარაძე და ვინმე ივანიძე, რომელიც ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილია.

"მათ ადგილზე მოაწყვეს პროვოკაცია. ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ ამის ამსახველი ვიდეოკადრები. იქ გაისმა ერთ-ერთი ფრაზა, ივანიძემ დასძინა, რომ კონკრეტული ადამიანები ღირსები იყვნენ ცოცხების და „დუბინკების". იქ გაისმა ასეთი მძიმე ფრაზა, ამას მოჰყვა ჩვენი აქტივისტების მხრიდან რეაქცია, თუმცა ეს იყო ღირსეული. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და ღირსეული პასუხით შემოიფარგლნენ. ვიდრე სანდრა რულოვსის პირით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ „დუბინკები" და ცოცხები აღარ იქნება, მათი თანაპარტიელები ამის საპირისპიროში გვარწმუნებენ და გუშინდელი ფრაზაც ამის დასტურია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არის მარგინალური პოლიტიკური ძალა.

"ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მათ, როგორც მარგინალური ოფრმებით შეეძლოთ ქვეყნის მართვა, ასევე მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეუძლიათ მათ ოპოზიციის რანგში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და თავიანთი კამპანიის წარმოება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან მოუწოდა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და კონტრაქციების მოწყობიდან.

"ჩვენ არც ერთი კონტრაქცია არ მოგვიწყვია არც ერთი ოპონენტის წინააღმდეგ და იმავესკენ მოვუწოდებთ ოპონენტებს", - განაცხადა კობახიძემ და :ქართული ოცნების" აქტივისტებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."