აშშ-ში პატიმართა მასშტაბური გაფიცვა მიმდინარეობს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, მსჯავრდებულები ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ. პატიმრები ასევე აპროტესტებენ, რომ ამერიკული ციხეები გადავსებულია.
ამერიკული მედიის ცნობით, გაფიცვის დაწყების შემდეგ ფლორიდას შტატის ორ ციხეში არეულობა მოხდა, რის შემდეგაც დაწესებულებებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები დაწესდა.
"ბიბისის" ცნობით, გაფიცვა მიმდინარეობს აშშ-ის ალაბამას, ტეხასისა და სამხრეთ კაროლინას შტატების ციხეებშიც.
აქტივისტების ცნობით, პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს.
ამჟამად აშშ-ის ციხეებში 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს.