საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საპოლიციო კონტროლი და გამოვლენილი კანონდარღვევები - შსს ინფორმაციას აქვეყნებს
ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საპოლიციო კონტროლი და გამოვლენილი კანონდარღვევები - შსს ინფორმაციას აქვეყნებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წლის 6-8 სექ­ტემ­ბერს, სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის დროს სა­მარ­თლდამ­ცვე­ლე­ბის მიერ გა­მოვ­ლინ­და სის­ხლის სა­მარ­თლის 170 და­ნა­შა­უ­ლი, მათ შო­რის: ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის (სსკ-ის 236-ე მუხ­ლი) - 59 ფაქ­ტი; ქურ­დო­ბის (სსკ-ის 177-ე მუხ­ლი) – 20 ფაქ­ტი; ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის (სსკ-ის 126 პრი­მა მუხ­ლი) - 4 ფაქ­ტი; ცე­მის (სსკ-ის 125-ე მუხ­ლი) – 2 ფაქ­ტი; ძა­ლა­დო­ბის (სსკ-ის 126-ე მუხ­ლი) – 2 ფაქ­ტი; ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის (სსკ-ის 260-ე მუხ­ლი) – 50 ფაქ­ტი; პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის (სსკ-ის 353-ე მუხ­ლი) – 1 ფაქ­ტი.

სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის დროს გა­მოვ­ლინ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის 1357 შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის: ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო მოხ­მა­რე­ბის (ასკ-ის 45-ე მუხ­ლი) - 50 ფაქ­ტი; და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბი) - 31 ფაქ­ტი; ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბის (ასკ-ის 181 პრი­მა მუხ­ლი) – 29 ფაქ­ტი.

"სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, უკა­ნო­ნო ბრუნ­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა შემ­დე­გი სა­ხის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა: 4 ავ­ტო­მა­ტი, 12 პის­ტო­ლე­ტი, 2 რე­ვოლ­ვე­რი, 2 შაშ­ხა­ნა, 12 გა­დაჭ­რი­ლი სა­ნა­დი­რო თოფი, 8 სა­ნა­დი­რო თოფი, 1 შაშ­ხა­ნად გა­და­კე­თე­ბუ­ლი პნევ­მა­ტუ­რი თოფი და სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის საბ­რძო­ლო ვაზ­ნე­ბი.

სა­მარ­თლდამ­ცვე­ლებ­მა ასე­ვე ამო­ი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლის დროს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­დე­ნი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის­თვის - 31, ხოლო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თლდარ­ღვე­ვის­თვის – 30 პირი და­ა­კა­ვეს", - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საპოლიციო კონტროლი და გამოვლენილი კანონდარღვევები - შსს ინფორმაციას აქვეყნებს

ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საპოლიციო კონტროლი და გამოვლენილი კანონდარღვევები - შსს ინფორმაციას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 6-8 სექტემბერს, საპოლიციო კონტროლის დროს სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 59 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 20 ფაქტი; ოჯახური ძალადობის (სსკ-ის 126 პრიმა მუხლი) - 4 ფაქტი; ცემის (სსკ-ის 125-ე მუხლი) – 2 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 2 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 50 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) – 1 ფაქტი.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1357 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 50 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 31 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181 პრიმა მუხლი) – 29 ფაქტი.

"საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 4 ავტომატი, 12 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 2 შაშხანა, 12 გადაჭრილი სანადირო თოფი, 8 სანადირო თოფი, 1 შაშხანად გადაკეთებული პნევმატური თოფი და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები.

სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 30 პირი დააკავეს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ