სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი სიონია საქართველოში და როგორ ხსნის სიტყვის მნიშვნელობას ეკლესია
რამდენი სიონია საქართველოში და როგორ ხსნის სიტყვის მნიშვნელობას ეკლესია

სი­ო­ნი - მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ეკ­ლე­სიო, წმინ­და ჭურ­ჭე­ლია, რო­მელ­შიც სე­ფის­კვე­რი ინა­ხე­ბა. ამ­ზა­დე­ბენ ვერ­ცხლის­გან და ის ფორ­მით, მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ამ ჭურ­ჭელს სა­ნა­წი­ლეს უწო­დე­ბენ და სა­კურ­თხე­ველ­ში ტრა­პე­ზე დგა­მენ.

სი­ო­ნის სა­ხელს არა­ერ­თი სო­ფე­ლი (თი­ა­ნე­თის, მარ­ნე­უ­ლის, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში) ატა­რებს, სი­ო­ნის ტაძ­რე­ბია (თბი­ლის­ში (სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი), ატე­ნის ხე­ო­ბა­ში, ბოლ­ნის­ში, დმა­ნის­ში, ერ­წო­ში, თეთ­რი­წყა­რო­ში, მან­გლის­ში, რუს­თავ­ში, ურ­ბნის­ში, უწე­რა­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში,

ყაზ­ბეგ­ში, შილ­და­სა და ასე­ვე ქარ­თუ­ლი ტა­ძა­რია სა­ზღვრებს მიღ­მა, ზა­ქა­თა­ლა­ში).

ამას­თან, სი­ო­ნი მთა­ცაა იე­რუ­სა­ლიმ­ში, იე­რუ­სა­ლი­მის რა­ი­ო­ნიც და ქა­ლა­ქი შვე­ი­ცა­რი­ა­ში...

ამ­ჯე­რად ტაძ­რებ­ზე შევ­ჩერ­დე­ბით.

"მინ­და, გე­სა­უბ­როთ, რა­ტომ და­არ­ქვა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ამ წმი­და ტა­ძარს სი­ო­ნი და სა­ერ­თოდ, რა არის სი­ო­ნი, რას ნიშ­ნავს იგი? წარ­მო­შო­ბით სი­ო­ნი ებ­რა­უ­ლი სი­ტყვაა და ქარ­თუ­ლად მზი­ანს ნიშ­ნავს. იე­რუ­სა­ლიმ­ში არის მთა, რო­მელ­საც სი­ო­ნი ეწო­დე­ბა, წმი­და­თაწ­მი­და ად­გი­ლი, რო­მე­ლიც უფალ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­არ­ჩია და შე­იყ­ვა­რა. მას ფსალ­მუ­ნებ­ში ხში­რად იხ­სე­ნი­ებს და­ვით მეფე, ისიც და მისი ძე სო­ლო­მო­ნიც ამ მთა­ზე არი­ან და­საფ­ლა­ვე­ბულ­ნი. ამ კურ­თხე­ულ ად­გი­ლას შე­ას­რუ­ლა მა­ცხო­ვარ­მა სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა. სწო­რედ იმ დარ­ბა­ზის გვერ­დით, სა­დაც წმი­და სე­რო­ბა შეს­რულ­და, იდგა წმინ­და იო­ვა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სახ­ლი, სა­დაც მან მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმის შემ­დეგ, ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბე­ლი მი­იყ­ვა­ნა. აქ მა­ცხო­ვა­რი ორ­ჯერ გა­მო­ე­ცხა­და თა­ვის მო­წა­ფე­ებს, აქვე არის გეთ­სი­მა­ნი­ის ბა­ღიც", - ამ­ბობს ერთ-ერთ წე­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი ილია II.

თბი­ლი­სის სი­ო­ნი

ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­კა­თედ­რო, ჯვარ-გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტა­ძა­რი სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. მის ად­გი­ლას პირ­ვე­ლი ეკ­ლე­სია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის დროს უნდა ყო­ფი­ლი­ყო აგე­ბუ­ლი, რო­გორც სა­ე­პის­კო­პო­სო სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი. მისი მშე­ნებ­ლო­ბა შემ­დგომ სა­უ­კუ­ნე­შიც გაგ­რძელ­და, რო­მელ­შიც მო­სახ­ლე­ო­ბა და ერისმთავ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ტა­ძა­რი ერისმთა­ვარ ადარ­ნა­სეს (619-639) დროს დას­რულ­და. მის აშე­ნე­ბა­ში ასე­ვე დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ვინ­მე მდი­დარ­მა ქვრივ­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც უც­ნო­ბი დარ­ჩა.

1226 წელს ხვა­რაზ­მელ­თა შაჰ­მა ჯა­ლალ ედ-დინ­მა თბი­ლი­სის აღე­ბი­სას სი­ო­ნის გუმ­ბათს თავი მო­ხა­და და ტა­ძარ­ში სა­კუ­თა­რი ტახ­ტი დად­გა, სა­ი­და­ნაც თვალს ადევ­ნებ­და იმ მო­წა­მე­ებს, რო­მე­ლებ­მაც არ შე­უ­რა­ცხყ­ვეს სი­ო­ნის ტაძ­რი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი და მე­ტე­ხის ხიდ­ზე დას­ვე­ნე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რი­სა და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტე­ბი... მომ­დევ­ნო სა­უ­კუ­ნე­ებ­ში დამ­პყრო­ბელ­მა სი­ო­ნი კვლავ არა­ერ­თხელ გა­ნა­დურ­და, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნა­ახ­ლებ­დნენ. უკა­ნას­კნე­ლი დიდი და­ზი­ა­ნე­ბა 1795 წლის ირა­ნის გამ­გებ­ლის, აღა-მაჰ­მად-ხა­ნის შე­მო­სე­ვის დროს მი­ი­ღო. საყ­დარ­ში გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა XVII სა­უ­კუ­ნის კედ­ლის მხატ­ვრო­ბა და კან­კე­ლი იმ­სხვერ­პლა. 1818 წელს მას­ში შე­წყდა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა და ფართს სეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბის შე­სა­ნა­ხად იყე­ნებ­დნენ. კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვლის, მი­ხე­ილ ვო­რონ­ცო­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 1851-1855 წლებ­ში თა­ვად­მა გრი­გოლ გა­გა­რინ­მა, მი­სი­ვე პრო­ექ­ტით, კან­კე­ლი და სი­ო­ნის ტა­ძა­რი აღად­გი­ნა, ახ­ლი­დან მო­ხა­ტა. 1867 წლის 17 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ეგ­ზარ­ქოს­მა ევ­სე­ვიმ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სი­ო­ნის ტა­ძა­რი აკურ­თხა და საღვთო ლი­ტურ­გია აღას­რუ­ლა... 1801 წლი­დან სი­ო­ნის ტა­ძარ­ში ას­ვე­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის ალექ­სან­დრე I-ის მიერ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი წმი­და ნი­ნოს ჯვა­რი, ტა­ძარ­ში ასე­ვე არის მად­ლის ქვა და წმინ­და თომა მო­ცი­ქუ­ლის თა­ვის ქალა... 1978-1979 წლებ­ში ტაძ­რის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი ხე­ლახ­ლა ცუც­ქი­რი­ძის მიერ მო­ი­ხა­ტა...

ატე­ნის სი­ო­ნი

ატე­ნის სი­ო­ნი _ VII სა­უ­კუ­ნის I ნა­ხევ­რის ჯვარ-გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტა­ძა­რია. მდე­ბა­რე­ობს გო­რი­დან 12 კმ-ში, ატე­ნის ხე­ო­ბა­ში, მდი­ნა­რე ტა­ნას მარ­ცხე­ნა ნა­პი­რას, კლდის კი­დე­ზე, საყ­რდე­ნი კედ­ლით გა­მაგ­რე­ბულ ბა­ქან­ზე.

ტაძ­რის კედ­ლებ­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლია სხვა­დას­ხვა დრო­ის ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი უნი­კა­ლუ­რი წარ­წე­რე­ბი და მი­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლებ­შიც მოხ­სე­ნე­ბუ­ლი არი­ან ის­ტო­რი­უ­ლი და სხვა პი­რე­ბი, მო­ცე­მუ­ლია თა­რი­ღე­ბი, ცნო­ბე­ბი. წარ­წე­რე­ბი სა­ყუ­რა­დღე­ბოა ენი­სა და დამ­წერ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, მთე­ლი რიგი სა­კი­თხე­ბის კვლე­ვის­თვის. ატე­ნის სი­ო­ნის ინ­ტე­რი­ერ­ში, ბათ­ქა­შის ჩა­მოც­ვე­ნის შე­დე­გად, ქვის ზე­და­პირ­ზე გა­მოვ­ლინ­და უძ­ვე­ლე­სი დე­კო­რის ფრაგ­მენ­ტე­ბი...

ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი

ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი ინ­ტე­რი­ე­რის მკაც­რი მო­ნუ­მენ­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა შიგა სივ­რცის მხატ­ვრულ გა­და­წყვე­ტას ექ­ცე­ვა. ტა­ძარ­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­ბო­ლოს _ ჯვრის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბია. ერთ-ერთი (ბო­ლო­ებ­გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი წრი­ულ ჩარ­ჩო­ში) "ბოლ­ნუ­რი ჯვრის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.

ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი ადას­ტუ­რებს ქარ­თუ­ლი ბა­ზი­ლი­კის ნა­თე­სა­ო­ბას ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­როს სხვა ქვეყ­ნე­ბის ბა­ზი­ლი­კას­თან. ეკ­ლე­სი­ის გვერ­დით დგას XVII სა­უ­კუ­ნის სამ­რეკ­ლო. ბოლ­ნი­სის სი­ო­ნი სა­ფუძ­ვლი­ა­ნა­დაა რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი და შე­კე­თე­ბუ­ლი. ტა­ძარ­ში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი იყო მწიგ­ნობ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. ცნო­ბი­ლია ბოლ­ნელ ეპის­კო­პოს­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი. X-XI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში იქ იო­ა­ნე ბოლ­ნე­ლი მოღ­ვა­წე­ობ­და.

დმა­ნი­სის სი­ო­ნი

VI სა­უ­კუ­ნის სა­მეკ­ლე­სი­ი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ტა­ძა­რია, რო­მე­ლიც სო­ფელ პა­ტა­რა დმა­ნი­სის მახ­ლობ­ლად, ნა­ქა­ლა­ქარ დმა­ნის­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­შე­ნი მა­სა­ლი­სა და მორ­თუ­ლო­ბის ხა­სი­ა­თით, ბოლ­ნი­სის სი­ონ­სა და ქვე­მო ბოლ­ნი­სის სა­მეკ­ლე­სი­ი­ან ბა­ზი­ლი­კას უახ­ლოვ­დე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხით მხო­ლოდ შუა ნავ­მა მო­აღ­წია, გვერ­დი­თი ნა­წი­ლე­ბი გა­და­კე­თე­ბუ­ლია. ტა­ძა­რი ნა­გე­ბია მცი­რე ზო­მის რუხი ფე­რის ქვით, გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ აგუ­რი და რი­ყის ქვაც... შიგ­ნი­დან მო­ხა­ტუ­ლი ყო­ფი­ლა, რა­ზეც სა­კურ­თხე­ველ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი წმინ­დან­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი და წარ­წე­რე­ბი მოწ­მობს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1213-1222 წლებ­ში, ლაშა-გი­ორ­გის მე­ფო­ბა­ში, და­სავ­ლე­თი­დან ტაძ­რი­სათ­ვის მდიდ­რუ­ლად მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი კა­რიბ­ჭე მი­უ­შე­ნე­ბი­ათ. იგი ძი­რი­თა­დი ნა­გე­ბო­ბი­სა­გან გან­სხვავ­დე­ბა სტი­ლი­თია და მორ­თუ­ლო­ბის ხა­სი­ა­თით. კა­რიბ­ჭეს ერთ-ერთ წარ­წე­რა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ლაშა-გი­ორ­გი.

დმა­ნი­სის სი­ო­ნის აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს აღ­მარ­თუ­ლია ოთხკუ­თხა, ბევ­რჯერ გა­და­კე­თე­ბუ­ლი სამ­რეკ­ლო. ჩრდი­ლო­ეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით წმინ­და მა­რი­ნეს მცი­რე ზო­მის ერ­თნა­ვი­ა­ნი ეკ­ლე­სი­აა, რო­მე­ლიც წარ­წე­რის თა­ნახ­მად, გა­ნახ­ლე­ბუ­ლა 1702 წელს.

მან­გლი­სის სი­ო­ნი

სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რია, თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა მან­გლის­ში მდე­ბა­რე­ობს. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ამ ად­გი­ლას პირ­ვე­ლი ქვის ტა­ძა­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში _ IV სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში აგე­ბუ­ლა. ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლის ცნო­ბით, კონ­სტან­ტი­ნე კე­ის­რის მიერ მი­რი­ან მე­ფის­თვის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ეპის­კო­პო­სი იო­ა­ნე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკ­ლე­სი­ე­ბის ასა­შე­ნებ­ლად წმინ­და რე­ლიკ­ვი­ე­ბი და გან­ძე­უ­ლო­ბა მოჰ­ქონ­და, მცხე­თა­ში ჩას­ვლამ­დე მან­გლის­ში შე­ყოვ­ნე­ბუ­ლა, ტაძ­რის აშე­ნე­ბა და­უ­წყია და ქრის­ტეს წმინ­და ჯვრის ნა­წი­ლიც და­უ­ტო­ვე­ბია. V სა­უ­კუ­ნე­ში ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მიერ და­არ­სე­ბულ სა­ე­პის­კო­პო­სო­ებს შო­რის მან­გლი­სი რი­გით მე­ო­თხედ მო­იხ­სე­ნი­ე­ბა.

VII სა­უ­კუ­ნე­ში მან­გლი­სი ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ ჰე­რაკ­ლეს შე­მო­სე­ვის დროს აოხ­რე­ბუ­ლა და იქ და­ცუ­ლი სიწ­მინ­დე­ე­ბიც გა­უ­ტა­ცი­ათ. XI სა­უ­კუ­ნე­ში რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რა. XIX სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში, რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დროს, ეგ­ზარ­ქოს ისი­დო­რეს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ლე­კე­ბის თავ­დას­ხმე­ბი­თა და აღა-მაჰ­მად-ხა­ნის ლაშ­ქრო­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტა­ძა­რი გაწ­მინ­დეს და შე­ა­კე­თეს. წირ­ვა-ლოც­ვა აღ­დგა, მაგ­რამ ტაძ­რის ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი სა­მუ­და­მოდ და­ი­კარ­გა.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცია მან­გლი­სის სი­ონს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან სიწ­მინ­დეს უკავ­ში­რებს, მათ შო­რის უფ­ლის სამ­სჭვალ­სა და წმინ­და ჯვრის ნა­წი­ლებს. აქ­ვეა დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იო­ა­ნე მან­გლე­ლის თან­მხლე­ბი სას­წა­ულთმოქ­მე­დი ხატი _ მან­გლი­სის ღვთის­მშო­ბე­ლი. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, სამ­ხრეთ შე­სას­ვლე­ლის პირ­და­პირ მდე­ბა­რე ქვის ჯვრის ქვეშ თევ­დო­რე კველ­თე­ლის ნა­წი­ლე­ბი გა­ნის­ვე­ნებს.

ურ­ბნი­სის სი­ო­ნი

სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ურ­ბნის­ში მდე­ბა­რე­ობს. სტი­ლის­ტუ­რი ნიშ­ნე­ბით და აგ­რეთ­ვე ჩრდი­ლო­ეთ ფა­სა­დის ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, თა­რიღ­დე­ბა V-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნით. აღ­ნიშ­ნულ წარ­წე­რა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ტაძ­რის ქტი­ტო­რე­ბი ვინ­მე _ კონ­სტან­ტი და მამა მი­ქე­ლი. და­ნარ­ჩენ სამ სხვა­დას­ხვა დრო­ის წარ­წე­რა­ში ეკ­ლე­სი­ის აღ­დგე­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი.

ურ­ბნი­სის სი­ო­ნი ად­რინ­დე­ლი ფე­ო­და­ლუ­რი ხა­ნის სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ბა­ზი­ლი­კე­ბის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რამდენი სიონია საქართველოში და როგორ ხსნის სიტყვის მნიშვნელობას ეკლესია

რამდენი სიონია საქართველოში და როგორ ხსნის სიტყვის მნიშვნელობას ეკლესია

სიონი - მართლმადიდებლურ ეკლესიაში საეკლესიო, წმინდა ჭურჭელია, რომელშიც სეფისკვერი ინახება. ამზადებენ ვერცხლისგან და ის ფორმით, მინიატურულად ქრისტიანული ეკლესიას განასახიერებს. ამ ჭურჭელს სანაწილეს უწოდებენ და საკურთხეველში ტრაპეზე დგამენ.

სიონის სახელს არაერთი სოფელი (თიანეთის, მარნეულის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში) ატარებს, სიონის ტაძრებია (თბილისში (საკათედრო ტაძარი), ატენის ხეობაში, ბოლნისში, დმანისში, ერწოში, თეთრიწყაროში, მანგლისში, რუსთავში, ურბნისში, უწერაში, ქობულეთში,

ყაზბეგში, შილდასა და ასევე ქართული ტაძარია საზღვრებს მიღმა, ზაქათალაში).

ამასთან, სიონი მთაცაა იერუსალიმში, იერუსალიმის რაიონიც და ქალაქი შვეიცარიაში...

ამჯერად ტაძრებზე შევჩერდებით.

"მინდა, გესაუბროთ, რატომ დაარქვა ქართველმა ხალხმა ამ წმიდა ტაძარს სიონი და საერთოდ, რა არის სიონი, რას ნიშნავს იგი? წარმოშობით სიონი ებრაული სიტყვაა და ქართულად მზიანს ნიშნავს. იერუსალიმში არის მთა, რომელსაც სიონი ეწოდება, წმიდათაწმიდა ადგილი, რომელიც უფალმა განსაკუთრებით გამოარჩია და შეიყვარა. მას ფსალმუნებში ხშირად იხსენიებს დავით მეფე, ისიც და მისი ძე სოლომონიც ამ მთაზე არიან დასაფლავებულნი. ამ კურთხეულ ადგილას შეასრულა მაცხოვარმა საიდუმლო სერობა. სწორედ იმ დარბაზის გვერდით, სადაც წმიდა სერობა შესრულდა, იდგა წმინდა იოვანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც მან მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მიიყვანა. აქ მაცხოვარი ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აქვე არის გეთსიმანიის ბაღიც", - ამბობს ერთ-ერთ წერილში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.

თბილისის სიონი

ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი სიონის ქუჩაზე მდებარეობს. მის ადგილას პირველი ეკლესია ვახტანგ გორგასლის დროს უნდა ყოფილიყო აგებული, როგორც საეპისკოპოსო საკათედრო ტაძარი. მისი მშენებლობა შემდგომ საუკუნეშიც გაგრძელდა, რომელშიც მოსახლეობა და ერისმთავრები მონაწილეობდნენ. ტაძარი ერისმთავარ ადარნასეს (619-639) დროს დასრულდა. მის აშენებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.

1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ედ-დინმა თბილისის აღებისას სიონის გუმბათს თავი მოხადა და ტაძარში საკუთარი ტახტი დადგა, საიდანაც თვალს ადევნებდა იმ მოწამეებს, რომელებმაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები... მომდევნო საუკუნეებში დამპყრობელმა სიონი კვლავ არაერთხელ განადურდა, რომელსაც ქართველები პერიოდულად განაახლებდნენ. უკანასკნელი დიდი დაზიანება 1795 წლის ირანის გამგებლის, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს მიიღო. საყდარში გაჩენილმა ხანძარმა XVII საუკუნის კედლის მხატვრობა და კანკელი იმსხვერპლა. 1818 წელს მასში შეწყდა ღვთისმსახურება და ფართს სეკლესიო ნივთების შესანახად იყენებდნენ. კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის გადაწყვეტილებით, 1851-1855 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა, მისივე პროექტით, კანკელი და სიონის ტაძარი აღადგინა, ახლიდან მოხატა. 1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა... 1801 წლიდან სიონის ტაძარში ასვენია საქართველოში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის მიერ დაბრუნებული წმიდა ნინოს ჯვარი, ტაძარში ასევე არის მადლის ქვა და წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა... 1978-1979 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა ცუცქირიძის მიერ მოიხატა...

ატენის სიონი

ატენის სიონი _ VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ში, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე.

ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები, ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც, მთელი რიგი საკითხების კვლევისთვის. ატენის სიონის ინტერიერში, ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა უძველესი დეკორის ფრაგმენტები...

ბოლნისის სიონი

ბოლნისის სიონი ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით გამოირჩევა, მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა. ტაძარში ქრისტიანული სიმბოლოს _ ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებებია. ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული წრიულ ჩარჩოში) "ბოლნური ჯვრის" სახელითაა ცნობილი.

ბოლნისის სიონი ადასტურებს ქართული ბაზილიკის ნათესაობას ქრისტიანულ სამყაროს სხვა ქვეყნების ბაზილიკასთან. ეკლესიის გვერდით დგას XVII საუკუნის სამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული. ტაძარში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამზადებული ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ იოანე ბოლნელი მოღვაწეობდა.

დმანისის სიონი

VI საუკუნის სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ტაძარია, რომელიც სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში მდებარეობს. საშენი მასალისა და მორთულობის ხასიათით, ბოლნისის სიონსა და ქვემო ბოლნისის სამეკლესიიან ბაზილიკას უახლოვდება. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები გადაკეთებულია. ტაძარი ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვაც... შიგნიდან მოხატული ყოფილა, რაზეც საკურთხეველში შემორჩენილი წმინდანთა გამოსახულებები და წარწერები მოწმობს. მოგვიანებით, 1213-1222 წლებში, ლაშა-გიორგის მეფობაში, დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. იგი ძირითადი ნაგებობისაგან განსხვავდება სტილითია და მორთულობის ხასიათით. კარიბჭეს ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი.

დმანისის სიონის აღმოსავლეთ მხარეს აღმართულია ოთხკუთხა, ბევრჯერ გადაკეთებული სამრეკლო. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით წმინდა მარინეს მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესიაა, რომელიც წარწერის თანახმად, განახლებულა 1702 წელს.

მანგლისის სიონი

საკათედრო ტაძარია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში მდებარეობს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში _ IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. ლეონტი მროველის ცნობით, კონსტანტინე კეისრის მიერ მირიან მეფისთვის გამოგზავნილი ეპისკოპოსი იოანე, რომელსაც საქართველოში ეკლესიების ასაშენებლად წმინდა რელიკვიები და განძეულობა მოჰქონდა, მცხეთაში ჩასვლამდე მანგლისში შეყოვნებულა, ტაძრის აშენება დაუწყია და ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილიც დაუტოვებია. V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ საეპისკოპოსოებს შორის მანგლისი რიგით მეოთხედ მოიხსენიება.

VII საუკუნეში მანგლისი ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს შემოსევის დროს აოხრებულა და იქ დაცული სიწმინდეებიც გაუტაციათ. XI საუკუნეში რადიკალურად შეიცვალა ტაძრის არქიტექტურა. XIX საუკუნის შუა ხანებში, რუსული მმართველობის დროს, ეგზარქოს ისიდორეს ინიციატივით, ლეკების თავდასხმებითა და აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის შედეგად დაზიანებული ტაძარი გაწმინდეს და შეაკეთეს. წირვა-ლოცვა აღდგა, მაგრამ ტაძრის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი სამუდამოდ დაიკარგა.

ქრისტიანული ტრადიცია მანგლისის სიონს რამდენიმე მნიშვნელოვან სიწმინდეს უკავშირებს, მათ შორის უფლის სამსჭვალსა და წმინდა ჯვრის ნაწილებს. აქვეა დაბრძანებული იოანე მანგლელის თანმხლები სასწაულთმოქმედი ხატი _ მანგლისის ღვთისმშობელი. გადმოცემის თანახმად, სამხრეთ შესასვლელის პირდაპირ მდებარე ქვის ჯვრის ქვეშ თევდორე კველთელის ნაწილები განისვენებს.

ურბნისის სიონი

სამნავიანი ბაზილიკა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს. სტილისტური ნიშნებით და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის შესწავლის საფუძველზე, თარიღდება V-VI საუკუნეების მიჯნით. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის ქტიტორები ვინმე _ კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა ლაპარაკი.

ურბნისის სიონი ადრინდელი ფეოდალური ხანის საქართველოს დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება.

მოამზადა ლალი ფაციამ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"