პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბიზნესინტერესებს მალავს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი
რა ბიზნესინტერესებს მალავს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი

სსიპ მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი ანა კვა­რა­ცხე­ლია 2014-2016 წლე­ბის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში სრულ­ყო­ფი­ლად არ უთი­თებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­უღ­ლის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 355-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გან­ზრახ არას­რუ­ლი ან არას­წო­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ტა­ნა მმარ­თვე­ლო­ბის წე­სის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა.

მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი და მის­სა­ვე სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რია. იგი შე­იქ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2014 წლის 19 თე­ბერ­ვლის №173 დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

2015 წელს სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ანა კვა­რა­ცხე­ლია და­ი­ნიშ­ნა. მა­ნამ­დე იგი იმა­ვე სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იყო, უფრო ადრე კი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ექ­სპორ­ტის პო­ლი­ტი­კის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის პო­ზი­ცია ეკა­ვა.

ანა კვა­რა­ცხე­ლი­ას 2014-2016 წლებ­ში ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის სამი დეკ­ლა­რა­ცია აქვს წარ­დგე­ნი­ლი. სა­მი­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას მხო­ლოდ მე­უღ­ლე საბა თევ­ზა­ძე ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც შპს "Georgian Herbs"-ის პარტნი­ო­რია და მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა ბოლო ორ წე­ლი­წად­ში 65 312,5 ლარი შე­ად­გი­ნა. რა­ი­მე სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი არ­ცერთ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რა ბიზნესინტერესებს მალავს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი

რა ბიზნესინტერესებს მალავს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი

სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია 2014-2016 წლების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში სრულყოფილად არ უთითებს ინფორმაციას მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი და მისსავე სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. იგი შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №173 დადგენილების საფუძველზე.

2015 წელს სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ანა კვარაცხელია დაინიშნა. მანამდე იგი იმავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ექსპორტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

ანა კვარაცხელიას 2014-2016 წლებში ქონებრივი მდგომარეობის სამი დეკლარაცია აქვს წარდგენილი. სამივე დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის წევრებიდან სამეწარმეო საქმიანობას მხოლოდ მეუღლე საბა თევზაძე ახორციელებს, რომელიც შპს "Georgian Herbs"-ის პარტნიორია და მისმა შემოსავალმა ბოლო ორ წელიწადში 65 312,5 ლარი შეადგინა. რაიმე სხვა მონაცემები არცერთ დეკლარაციაში არ არის მითითებული.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."