ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭიანეთში დაკარგულ გოგონას, თიკო ქორიძეს სამართალდამცველებმა თბილისში მიაგნეს. ინფორმაცია Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გოგონა თავს კარგად გრძნობს და პოლიციას ის ოზურგეთში, საკუთარ სახლში მიჰყავს.
ოჯახის წევრებმა გოგონას გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს რამდენიმე დღის წინ მიმართეს.