"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "საჩხუბრად მისვლას" გეგმავს.
ამის შესახებ ტყემალაძემ "ინტერპრესნიუსს", ცესკო-ს მიერ მათი საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა .
მისივე მტკიცებით, "მრეწველებს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვთ.
"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დუკუმენტი გვაქვს მიტანილი. ახლა ვაპირებ იქ საჩხუბრად მისვლას", - განაცხადა ტყემალაძემ.
ტყემალაძე და გოგი თოფაძე, სავარაუდოდ, ცესკო-ში უკვე იმყოფებიან, რის შესახებაც ჟურნალისტებს "თოფაძე -მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" რამდენიმე წევრმა განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ "თოფაძე -მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" წარმომადგენლები ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არიან შეკრებილები.
ცესკო-ს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებით, "თოფაძე -მრეწველები, ჩვენი სამშობლო" საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაცია ვერ გაიარა. მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას საარჩევნო სია არ ერთვოდა, რაც რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა.