პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი - თორნიკე შალიკაშვილი სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იჯდა, თუმცა არ დაუნახავს, თუ ვინ მოახდინა გასროლა
ადვოკატი - თორნიკე შალიკაშვილი სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იჯდა, თუმცა არ დაუნახავს, თუ ვინ მოახდინა გასროლა

ვა­კე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სამი პი­რი­დან ერთ-ერ­თის­თვის, თორ­ნი­კე შა­ლი­კაშ­ვი­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს იმ­სჯე­ლებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შა­ლი­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ზაზა მეს­ხმა გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს, დღეს კი მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფად­რე­ბა­ზე უნდა იმ­სჯე­ლონ.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თორ­ნი­კე შა­ლი­კაშ­ვი­ლი, სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იჯდა, თუმ­ცა მას არ და­უ­ნა­ხავს, თუ ვინ მო­ახ­დი­ნა გას­რო­ლა ჯო­ხა­ძის მი­მართ.

"მას არა­ფე­რი და­უ­ნა­ხავს. ფაქ­ტი რომ მოხ­და, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ჭეს­თან იჯდა, თუმ­ცა ვინ გა­ის­რო­ლა, მან არ იცის. იც­ნობ­და მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულს, თუმ­ცა მან ეს­რო­ლა თუ სხვა ვინ­მემ, არ იცის", - გა­ნა­ცხა­და ზაზა მეს­ხმა.

სოსო ჯო­ხა­ძე ვა­კე­ში 2 სექ­ტემ­ბერს მოკ­ლეს, მას­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ად­ვო­კა­ტი ზა­ქა­რია ჩი­ბუ­ხაშ­ვი­ლი კი დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით ბად­რი ნა­თო­ბა­ძე და­ა­კა­ვა. მას სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ამას­თან აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, შსს-მ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სამი პირი 8 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ადვოკატი - თორნიკე შალიკაშვილი სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იჯდა, თუმცა არ დაუნახავს, თუ ვინ მოახდინა გასროლა

ადვოკატი - თორნიკე შალიკაშვილი სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იჯდა, თუმცა არ დაუნახავს, თუ ვინ მოახდინა გასროლა

ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთისთვის, თორნიკე შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შალიკაშვილის ადვოკატმა, ზაზა მესხმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, დღეს კი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფადრებაზე უნდა იმსჯელონ.

ადვოკატის ინფორმაციით, თორნიკე შალიკაშვილი, სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იჯდა, თუმცა მას არ დაუნახავს, თუ ვინ მოახდინა გასროლა ჯოხაძის მიმართ.

"მას არაფერი დაუნახავს. ფაქტი რომ მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მანქანაში იმყოფებოდა, საჭესთან იჯდა, თუმცა ვინ გაისროლა, მან არ იცის. იცნობდა მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს, თუმცა მან ესროლა თუ სხვა ვინმემ, არ იცის", - განაცხადა ზაზა მესხმა.

სოსო ჯოხაძე ვაკეში 2 სექტემბერს მოკლეს, მასთან ერთად მანქანაში მყოფი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი კი დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე, პოლიციამ განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბადრი ნათობაძე დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი 8 სექტემბერს დააკავა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ