პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბადუკა შეკრული იყო წინა ხელისუფლებასთან, მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა" - რას ყვებიან ჯოხაძის და ნათობაძის ახლობლები მკვლელობის მოტივზე
"ბადუკა შეკრული იყო წინა ხელისუფლებასთან, მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა" - რას ყვებიან ჯოხაძის და ნათობაძის ახლობლები მკვლელობის მოტივზე

2 სექ­ტემ­ბერს, დღის სამ სა­ათ­ზე, ფა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და რი­გის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე სრო­ლა გა­ის­მა - კა­პი­უ­შო­ნი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შავ ჯიპს მი­უ­ახ­ლოვ­და, ჯერ მძღო­ლის გვერ­დით მჯდომს ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი მძღოლს და­ა­ხა­ლა რამ­დე­ნი­მე ტყვია და გა­იქ­ცა. მოკ­ლუ­ლი სოსო ჯო­ხა­ძე აღ­მოჩ­ნდა.

ჯო­ხა­ძეს­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში ად­ვო­კა­ტი, 34 წლის ზა­ქა­რია ჩი­ბუ­ხაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, ის გულ­მკერ­დის არე­ში და­იჭ­რა. ად­ვო­კატს ოპე­რა­ცი­აც ჩა­უ­ტარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა­ში სოსო ჯო­ხა­ძის ძმა, გი­ორ­გიც იჯდა. გი­ორ­გი ჯო­ხა­ძე ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტია, ნა­სა­მარ­თლე­ბი იყო მოკ­ლუ­ლი სოსო ჯო­ხა­ძეც. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ სოსო ჯო­ხა­ძე სომ­ხეთ­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ით ჩა­მოს­ვლის­გან თავს იკა­ვებ­და. ის ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში იმი­ტომ ჩა­მო­ვი­და, რომ შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მისი ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­ვო­კა­ტი იმი­ტომ ეჯდა გვერ­დით, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან უთან­ხმო­ე­ბის­თვის თავი აე­რი­დე­ბი­ნა.

სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ა­კა­ვეს - 35 წლის ბად­რი ნა­თო­ბა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად ბა­დუ­კა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­თო­ბა­ძეც რამ­დენ­ჯერ­მეა ნა­სა­მარ­თლე­ბი.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წერ­დნენ, რომ ნა­თო­ბა­ძე ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რამ­დე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამას არ ადას­ტუ­რე­ბენ. ბო­ლოს ნა­თო­ბა­ძემ სა­პა­ტიმ­რო 2013 წელს და­ტო­ვა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­ი­წყა­ლა.

"ბა­დუ­კა ნა­თო­ბა­ძეს სოსო ჯო­ხა­ძე­ზე თავ­დას­ხმა წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, ამის შემ­დეგ კი­ევ­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო და ბი­ლე­თიც ნა­ყი­დი ჰქონ­და. მე მაქვს ჩემი ვერ­სია, თუ რა­ტომ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. ძმებ ჯო­ხა­ძე­ებ­სა და ნა­თო­ბა­ძეს შო­რის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. ნა­თო­ბა­ძე და ძმე­ბი ჯო­ხა­ძე­ე­ბი ბარ­ში იყ­ვნენ. ბა­დუ­კა გან­გრე­ულ კა­იფ­ში ყო­ფი­ლა და ძა­ლი­ან უზ­რდე­ლად მოქ­ცე­უ­ლა, ეს არ აპა­ტი­ეს ძმებ­მა ჯო­ხა­ძე­ებ­მა, სა­ცე­მი იყო და სცე­მეს. შე­საძ­ლოა, ეს გულ­ში ჩა­ი­დო და შური იძია", - ჰყვე­ბა ჯო­ხა­ძე­ე­ბის ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი გია ფა­ცუ­რია კარ­გად იც­ნობს მოკ­ლულ­საც და ბრალ­დე­ბულ­საც. ფა­ცუ­რია ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა და მო­უ­გო. იგი სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი იყო და სას­ჯელს 2004 წელს იხ­დი­და. გია ფა­ცუ­რია იხ­სე­ნებს, რომ მას­თან ერ­თად იჯდა ცი­ხე­ში ბად­რი ნა­თო­ბა­ძე და სოსო ჯო­ხა­ძე.

გია ფა­ცუ­რია: "ნა­თო­ბა­ძე ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის იჯდა, სოსო ჯო­ხა­ძე კი რის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს, არ მახ­სოვს. ჯო­ხა­ძე ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, კავ­ში­რი არა­სო­დეს ჰქო­ნია ნარ­კო­ტი­კებ­თან. მის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კი ყვე­ლა­ნა­ირ სი­ბინ­ძუ­რეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ბა­დუ­კა 2004 წელს მარ­ნე­უ­ლი­დან მო­დი­ო­და დიდი ოდე­ნო­ბით ჰე­რო­ი­ნით, მა­შინ­ პო­ლი­ცი­ის­გან გაქ­ცე­ვა­ სცა­და, რამ­დე­ნი­მე სა­პატ­რუ­ლო მან­ქა­ნა და­ამ­ტვრია. ასეთ და­ნა­შა­ულ­ზე მა­შინ სხვებს 20 წელს ან უვა­დოს უს­ჯიდ­ნენ, მაგ­რამ მას რამ­დე­ნი­მე წელი მი­უ­სა­ჯეს, იმი­ტომ, რომ შეკ­რუ­ლი იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან.

ცი­ხე­ში გვიყ­ვე­ბო­და, რომ იმ­დრო­ინ­დელ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ძმა­კა­ცობ­და.

დარ­წმუ­ნე­ბით ვამ­ბობ, ვა­კე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის კვა­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზონ­დერებ­თან მი­დის. სოსო ჯო­ხა­ძე ყო­ველ­თვის მათი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო. მო­ქა­ლა­ქე ად­ვო­კატ­თან ერ­თად მოძ­რა­ობს, იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ერ პრო­ვო­კა­ცი­ას ელო­დე­ბა. ეს არ იქ­ნე­ბო­და იმ უბად­რუ­კი ბა­დუ­კას ინი­ცი­ა­ტი­ვა. ვი­ღაც, ალ­ბათ, რა­ღა­ცას დაჰ­პირ­და, თან რა­ღა­ცით გა­მო­ჭე­რი­ლი ჰყავ­დათ. უნდა გა­ირ­კვეს, ვის­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ბოლო დროს, სად იშო­ვა ია­რა­ღი, ვინ უთხრა სო­სოს მარ­შრუ­ტი...

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბადუკა შეკრული იყო წინა ხელისუფლებასთან, მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა" - რას ყვებიან ჯოხაძის და ნათობაძის ახლობლები მკვლელობის მოტივზე

"ბადუკა შეკრული იყო წინა ხელისუფლებასთან, მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა" - რას ყვებიან ჯოხაძის და ნათობაძის ახლობლები მკვლელობის მოტივზე

2 სექტემბერს, დღის სამ საათზე, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე სროლა გაისმა - კაპიუშონიანი ახალგაზრდა მამაკაცი შავ ჯიპს მიუახლოვდა, ჯერ მძღოლის გვერდით მჯდომს ესროლა, შემდეგ კი მძღოლს დაახალა რამდენიმე ტყვია და გაიქცა. მოკლული სოსო ჯოხაძე აღმოჩნდა.

ჯოხაძესთან ერთად მანქანაში ადვოკატი, 34 წლის ზაქარია ჩიბუხაშვილი იმყოფებოდა, ის გულმკერდის არეში დაიჭრა. ადვოკატს ოპერაციაც ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში სოსო ჯოხაძის ძმა, გიორგიც იჯდა. გიორგი ჯოხაძე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია, ნასამართლები იყო მოკლული სოსო ჯოხაძეც. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა, მაგრამ სოსო ჯოხაძე სომხეთში ცხოვრობდა და საქართველოში ხანგრძლივი დროით ჩამოსვლისგან თავს იკავებდა. ის ცოტა ხნის წინ თბილისში იმიტომ ჩამოვიდა, რომ შვილი შეეძინა. მისი ახლობლების ინფორმაციით, ადვოკატი იმიტომ ეჯდა გვერდით, რომ პოლიციელებთან უთანხმოებისთვის თავი აერიდებინა.

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ოპერატიულად დააკავეს - 35 წლის ბადრი ნათობაძე, მეტსახელად ბადუკა. გავრცელებული ინფორმაციით, ნათობაძეც რამდენჯერმეა ნასამართლები.

სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ნათობაძე ციხეში მოხვედრამდე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამას არ ადასტურებენ. ბოლოს ნათობაძემ საპატიმრო 2013 წელს დატოვა, მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

"ბადუკა ნათობაძეს სოსო ჯოხაძეზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ამის შემდეგ კიევში უნდა გაფრენილიყო და ბილეთიც ნაყიდი ჰქონდა. მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ რატომ მოხდა ეს ამბავი. ძმებ ჯოხაძეებსა და ნათობაძეს შორის გარკვეული პერიოდის წინ სერიოზული კონფლიქტი მოხდა. ნათობაძე და ძმები ჯოხაძეები ბარში იყვნენ. ბადუკა განგრეულ კაიფში ყოფილა და ძალიან უზრდელად მოქცეულა, ეს არ აპატიეს ძმებმა ჯოხაძეებმა, საცემი იყო და სცემეს. შესაძლოა, ეს გულში ჩაიდო და შური იძია", - ჰყვება ჯოხაძეების ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ყოფილი პატიმარი გია ფაცურია კარგად იცნობს მოკლულსაც და ბრალდებულსაც. ფაცურია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც წინა ხელისუფლებას ევროსასამართლოში უჩივლა და მოუგო. იგი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დირექტორი იყო და სასჯელს 2004 წელს იხდიდა. გია ფაცურია იხსენებს, რომ მასთან ერთად იჯდა ციხეში ბადრი ნათობაძე და სოსო ჯოხაძე.

გია ფაცურია: "ნათობაძე ნარკოდანაშაულისთვის იჯდა, სოსო ჯოხაძე კი რისთვის იხდიდა სასჯელს, არ მახსოვს. ჯოხაძე ძალიან კარგი ადამიანი იყო, კავშირი არასოდეს ჰქონია ნარკოტიკებთან. მის მკვლელობაში ბრალდებული კი ყველანაირ სიბინძურესთან არის დაკავშირებული.

ბადუკა 2004 წელს მარნეულიდან მოდიოდა დიდი ოდენობით ჰეროინით, მაშინ­ პოლიციისგან გაქცევა­ სცადა, რამდენიმე საპატრულო მანქანა დაამტვრია. ასეთ დანაშაულზე მაშინ სხვებს 20 წელს ან უვადოს უსჯიდნენ, მაგრამ მას რამდენიმე წელი მიუსაჯეს, იმიტომ, რომ შეკრული იყო წინა ხელისუფლებასთან.

ციხეში გვიყვებოდა, რომ იმდროინდელ მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა.

დარწმუნებით ვამბობ, ვაკეში მომხდარი მკვლელობის კვალი წინა ხელისუფლების ზონდერებთან მიდის. სოსო ჯოხაძე ყოველთვის მათი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო. მოქალაქე ადვოკატთან ერთად მოძრაობს, იმიტომ, რომ ნებისმიერ პროვოკაციას ელოდება. ეს არ იქნებოდა იმ უბადრუკი ბადუკას ინიციატივა. ვიღაც, ალბათ, რაღაცას დაჰპირდა, თან რაღაცით გამოჭერილი ჰყავდათ. უნდა გაირკვეს, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ბოლო დროს, სად იშოვა იარაღი, ვინ უთხრა სოსოს მარშრუტი...

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ