მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე თანამდებობას ტოვებს
კახა კალაძე თანამდებობას ტოვებს

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა მთავ­რო­ბის კი­დევ ერთ წევ­რს - ვიცე-პრე­მი­ერს, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ კახა კა­ლა­ძეს უწევს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კა­ლა­ძე მმარ­თვე­ლი გუნ­დის პარ­ტი­უ­ლი სიის მე-2 ნო­მე­რი იქ­ნე­ბა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით კი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნი­დან არა უგ­ვი­ა­ნეს მე-2 დღი­სა, და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უნდა გა­დად­გნენ და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პი­რე­ბი, რო­მელ­თა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბიც დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტო­ბას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია.

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პარ­ტი­ე­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის მიერ ცეს­კო-ში სა­არ­ჩევ­ნო სიის წარ­დგე­ნის ვადა დღეს იწუ­რე­ბა, ხოლო "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" მი­ხედ­ვით, დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტო­ბას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი შემ­დე­გია: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი; მი­ნის­ტრე­ბი (გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა), აგ­რეთ­ვე ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის მი­ნის­ტრე­ბი, სამ­თავ­რო­ბო და სა­ხელ­მწი­ფო საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი; ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რე­ბი; ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს საბ­ჭოს წევ­რე­ბი; გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი; სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი – გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი; საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, გამ­გე­ბე­ლი, ქა­ლა­ქის მერი; სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რე­ბი; მო­სა­მარ­თლე­ე­ბი; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და მისი მო­ად­გი­ლე; სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლე­ბი; იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბი; სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს უფ­რო­სი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი; პრო­კუ­რო­რე­ბი, მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, თა­ნა­შემ­წე­ე­ბი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი; კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც ცეს­კო-ს მიერ სა­არ­ჩევ­ნოდ გან­სა­ზღვრულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა გრა­ფი­კი­თაა გა­წე­რი­ლი, "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" 112-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტით გან­სა­ზღვრუ­ლი (პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის მა­ჟო­რი­ტა­რი ან/და პარ­ტი­უ­ლი სიით წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტი) პი­რე­ბის და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მი­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბოლო ვადა 10 სექ­ტემ­ბე­რია. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ლა­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა სწო­რედ 10 სექ­ტემ­ბრამ­დე მო­უ­წევს. მის გარ­და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ზე­ზით მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი უნდა და­ტო­ვოს მთავ­რო­ბის კი­დევ ერ­თმა წევ­რმა - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ოთარ და­ნე­ლი­ამ, რო­მე­ლიც, ასე­ვე "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მარ­ტვი­ლი­სა და აბა­შის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოლ­ქში მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ულ სიას, ათე­უ­ლი ცოტა ხნის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. პარ­ტი­ის ათე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 1. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, 2. კახა კა­ლა­ძე, 3.ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, 4.თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, 5.გი­ორ­გი გა­ხა­რია, 6.აკა­კი ზო­ი­ძე, 7.თა­მუ­ნა ხუ­ლორ­და­ვა, 8. რო­მან კა­კუ­ლია, 9.სოფო ქა­ცა­რა­ვა და 10.ირი­ნა ფრუ­ი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კახა კალაძე თანამდებობას ტოვებს

კახა კალაძე თანამდებობას ტოვებს

არჩევნებში მონაწილეობის გამო მინისტრის თანამდებობის დატოვება მთავრობის კიდევ ერთ წევრს - ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს უწევს.

როგორც ცნობილია, კალაძე მმართველი გუნდის პარტიული სიის მე-2 ნომერი იქნება, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.

არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ ცესკო-ში საარჩევნო სიის წარდგენის ვადა დღეს იწურება, ხოლო "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელი თანამდებობები შემდეგია: საქართველოს პრეზიდენტი; მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები; ეროვნული ბანკის საბჭოს და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები; საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; მოსამართლეები; საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ცესკო-ს მიერ საარჩევნოდ განსაზღვრულ ღონისძიებათა გრაფიკითაა გაწერილი, "საარჩევნო კოდექსის" 112-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული (პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი ან/და პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი) პირების დაკავებული თანამდებობიდან გადადგომისა და გათავისუფლების ბოლო ვადა 10 სექტემბერია. შესაბამისად, კალაძეს თანამდებობის დატოვება სწორედ 10 სექტემბრამდე მოუწევს. მის გარდა არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით მინისტრთა კაბინეტი უნდა დატოვოს მთავრობის კიდევ ერთმა წევრმა - სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელიც, ასევე "ქართულმა ოცნებამ" მარტვილისა და აბაშის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" პარტიულ სიას, ათეული ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. პარტიის ათეული ასე გამოიყურება: 1. გიორგი კვირიკაშვილი, 2. კახა კალაძე, 3.ირაკლი კობახიძე, 4.თამარ ჩუგოშვილი, 5.გიორგი გახარია, 6.აკაკი ზოიძე, 7.თამუნა ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9.სოფო ქაცარავა და 10.ირინა ფრუიძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."