სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც სოსო ჯოხაძის მკვლელობა დამალეს - შსს ახალ დეტალებს აქვეყნებს
ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც სოსო ჯოხაძის მკვლელობა დამალეს - შსს ახალ დეტალებს აქვეყნებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სამი პირი და­ა­კა­ვა. საქ­მე ეხე­ბა 2 სექ­ტემ­ბერს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას, რა დრო­საც ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის გი­ორ­გი ჯო­ხა­ძის ძმა, სოსო ჯო­ხა­ძე მოკ­ლეს.

იხი­ლეთ ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, სამი პირი: 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.გ. - ზეს­ტა­ფონ­ში, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.შ. - თეთ­რწყა­რო­ში, ხოლო 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.მ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 2 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, ვა­კე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის დროს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბ.ნ.-სთან ერ­თად, თ.შ.-ს კუთ­ვნილ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მომ­ხდარ ფაქტს შე­ეს­წრნენ და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 376-ე მუხ­ლით)", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სოსო ჯო­ხა­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და რი­გის კუ­თხე­ში მოკ­ლეს. იგი ავ­ტო­მო­ბი­ლით ად­ვო­კატ ზა­ქა­რია ჩი­ბუ­ხაშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მათ ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი მი­უხ­ლოვ­და და ცე­ცხლი გა­უხ­სნა. დაჭ­რი­ლი ად­ვო­კა­ტი ამ დრომ­დე რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ნა­თო­ბა­ძე (ბა­დუ­კა) და­ა­კა­ვეს.

ნა­ხეთ: რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ - ექ­სკლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც სოსო ჯოხაძის მკვლელობა დამალეს - შსს ახალ დეტალებს აქვეყნებს

ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც სოსო ჯოხაძის მკვლელობა დამალეს - შსს ახალ დეტალებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. საქმე ეხება 2 სექტემბერს მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმა, სოსო ჯოხაძე მოკლეს.

იხილეთ ოპერატიული ვიდეომასალა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ო.გ. - ზესტაფონში, 1991 წელს დაბადებული თ.შ. - თეთრწყაროში, ხოლო 1996 წელს დაბადებული ს.მ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-სთან ერთად, თ.შ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით)", - ნათქვამია განცხადებაში.

სოსო ჯოხაძე რამდენიმე დღის წინ ფალიაშვილისა და რიგის კუთხეში მოკლეს. იგი ავტომობილით ადვოკატ ზაქარია ჩიბუხაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ნიღბიანი მამაკაცი მიუხლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი ადვოკატი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძე (ბადუკა) დააკავეს.

ნახეთ: როგორ გადაადგილდება სოსო ჯოხაძის მკვლელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ - ექსკლუზიური კადრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ