ორთაჭალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და სხეულის დაზიანებაც არავის მიუღია.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.